ომესამი - Omesam
ომესამი - Omesam

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა
ომესამის ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA18%/DHA12%) - 1000 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.

მოქმედების მექანიზმი
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
ომესამის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA).
ომესამს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.
ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებში.
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

ჩვენებები
- ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
- კანის დაავადებები: ფსოარიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
- ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).

უკუჩვენება
- შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.

მიღების წესი და დოზირება
ომესამი ინიშნება 1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები
ომესამის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 5-25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულა 1000 მგ; 20 კაფსულა პლასტმასის ბოთლში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ!

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): omega 3
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ომეგა 3 სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით

C ვიტამინი 10 მგ - ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ
D3 ვიტამინი 2 მკგ - არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, იცავს ძვლოვან ქსოვილს მოტეხილობისგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას
E ვიტამინი 1.2 მგ - აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია
ALA 65 მგ - აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის

ჩვენებები:
• ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა
• მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება
• ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა
• ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით
• რაქიტი, მოტეხილობები
• კოგნიტური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება
• იმუნური სისტემის გაძლიერება
• თვალის დაავადებები

კომპლექსურ თერაპიაში:
• მოზარდების დეპრესიული მდგომარეობები
• კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა
• ნებისმიერი წარმოშობის ართრიტი
• აუტოიმუნური დაავადებები

უკუჩვენება
• შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა

რეკომენდებული დღიური დოზა:
3-6 წელი - 1-2 ჟელიბონი დღეში
6-12 წელი - 1-3 ჟელიბონი დღეში
12 წლის ზევით - 1-5 ჟელიბონი დღეში
ომესამი ჟელი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ
მკურნალობის ხანგრძლივობა - 1-3 თვე

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): omega 3
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ომეგა 3 სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით

C ვიტამინი 10 მგ - ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ
D3 ვიტამინი 2 მკგ - არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, იცავს ძვლოვან ქსოვილს მოტეხილობისგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას
E ვიტამინი 1.2 მგ - აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია
ALA 65 მგ - აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის

ჩვენებები:
• ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა
• მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება
• ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა
• ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით
• რაქიტი, მოტეხილობები
• კოგნიტური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება
• იმუნური სისტემის გაძლიერება
• თვალის დაავადებები

კომპლექსურ თერაპიაში:
• მოზარდების დეპრესიული მდგომარეობები
• კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა
• ნებისმიერი წარმოშობის ართრიტი
• აუტოიმუნური დაავადებები

უკუჩვენება
• შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა

რეკომენდებული დღიური დოზა:
3-6 წელი - 1-2 ჟელიბონი დღეში
6-12 წელი - 1-3 ჟელიბონი დღეში
12 წლის ზევით - 1-5 ჟელიბონი დღეში
ომესამი ჟელი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ
მკურნალობის ხანგრძლივობა - 1-3 თვე

შემადგენლობა:

5 მლ სიროფის (1 ჩაის კოვზი) შემადგენლობა:
თევზის ქონი 1113,00 მგ, ეკვივალენტური 330 მგ: 18 EPA/ 12 DHA

დამხმარე ნივთიერებები:
DL-α- ტოკოფეროლი (Vit. E) - ანტიოქსიდანტი, წყალი, ქსილიტოლი - დამატკბობელი, ჟოლოს წვენის კონცენტრატი, ჟოლოს არომატიზატორი, მალტოდექსტრინი, ჭარხლის კონცენტრატი - საღებავი, არაბული ფისი (Gum Arabic) - ემულგატორი, ქსანტანის ფისი - შემასქელებელი, კალიუმის სორბატი - კონსერვანტი, ლიმონმჟავა - მჟავიანობის რეგულატორი.

ჩვენებები:

  • ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
  • კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;
  • მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;
  • ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით;
  • ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია;
  • დისლიპიდემია, ტრიგლიცერიდემია;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • მეხსიერების დაქვეითება, დემენცია;
  • ემოციური ლაბილობა, დეპრესია;
  • თვალის დაავადებები;
  • რევმატოლოგიური დაავადებები;
  • ორსულობა (ორსულის დაავადებები, ნაყოფის ჰიპოტროფია);
  • ტუბერკულოზი და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები;
  • რაქიტი;
  • მოტეხილობები, ოსტეოპოროზი;

კომპლექსურ თერაპიაში:

  • მოზარდების დეპრესიული მდგომარეობები;
  • კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა;
  • ნებისმიერი წარმოშობის ართრიტი;
  • აუტოიმუნური დაავადებები.

გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტები უცნობია. დღიური რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში არ არის გამოვლენილი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა:

120 მლ სიროფი ბოთლში.

რეკომენდებული დღიური დოზა:

ბავშვები - 0-12 თვე: 2.5 მლ დღეში ერთხელ.

ბავშვები - 1-7 წელი: 5 მლ. დღეში ერთხელ.

ბავშვები - 7-12 წელი: 10 მლ. დღეში ერთხელ.

მოზარდები 12 წლიდან და მოზრდილები: 10 მლ. 1-2-ჯერ დღეში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C), მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ომესამი ჟელი #50ტ საღ
  • სახელი: ომესამი ჟელი #50ტ საღ
Aversi 54.45 ლ
ომესამი 1000მგ #20კაფს GMP
  • სახელი: ომესამი 1000მგ #20კაფს GMP
Aversi 25.12 ლ
ომესამი 330მგ/5მლ 120მლ სიროფი
  • სახელი: ომესამი 330მგ/5მლ 120მლ სიროფი
Aversi 38.3 ლ
ომესამი D3 1000მგ #20კაფს
  • სახელი: ომესამი D3 1000მგ #20კაფს
Aversi 30.68 ლ
ომესამი ჟელი პასტილა საღეჭი #50
  • სახელი: ომესამი ჟელი პასტილა საღეჭი #50
Pharmadepot 47.08 ლ
ომესამი ჯუნიორი კაფსულა 868მგ #20
  • სახელი: ომესამი ჯუნიორი კაფსულა 868მგ #20
Pharmadepot 24.33 ლ
ომესამი კაფსულა 1000მგ #20
  • სახელი: ომესამი კაფსულა 1000მგ #20
Pharmadepot 17.61 ლ
ომესამი ჟოლო სიროფი 120მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ომესამი ჟოლო სიროფი 120მლ ფლაკონი #1
Pharmadepot 26.78 ლ
ომესამი ჟელი პასტილა საღეჭი #50
  • სახელი: ომესამი ჟელი პასტილა საღეჭი #50
GPC 36.06 ლ
ომესამი დ3 კაფსულა 5000სე #20
  • სახელი: ომესამი დ3 კაფსულა 5000სე #20
GPC 41.78 ლ
ომესამი კაფსულა 1000მგ #20
  • სახელი: ომესამი კაფსულა 1000მგ #20
GPC 18.11 ლ
ომესამი ჟოლო სიროფი 120მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ომესამი ჟოლო სიროფი 120მლ ფლაკონი #1
GPC 27.54 ლ
ომესამი კარდიო კაფსულა #20
  • სახელი: ომესამი კარდიო კაფსულა #20
GPC 43.08 ლ
Omesam - ომესამი სიროფი ჟოლო 120მლ GMP
  • სახელი: Omesam - ომესამი სიროფი ჟოლო 120მლ GMP
PSP 27.58 ლ
Omesam jelly - ომესამი ჟელი 50 კაფსულა
  • სახელი: Omesam jelly - ომესამი ჟელი 50 კაფსულა
PSP 31.45 ლ
Omesam - ომესამი 20 კაფსულა
  • სახელი: Omesam - ომესამი 20 კაფსულა
PSP 17 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა