რამნოვიტის ბეიბი - Ramnovitis Baby
რამნოვიტის ბეიბი - Ramnovitis Baby

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

რამნოვიტ ბეიბი (Ramnovit Baby)

წვეთები, საკვები დანამატი

წვეთები ახალშობილებისა და ბავშვებისთვის

Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG) და ვიტამინი D3-ით

■****გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

1. პერორალურად მისაღები წვეთები 10 მლ, ყავისფერ მინის ფლაკონში, ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

რა შედის რამნოვიტ ბეიბის წვეთების შემადგენლობაში?

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 3 წვეთს, რომლის შემადგენლობაში შედის:

  • რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალი ლიოფილიზებული კულტურა -

Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG), არანაკლებ 5 • 108 CFU *

  • ვიტამინი D3 10 μg (400 IU) ***

**CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

*** 100% =საკვები ნივთიერებების ღირებულება ჩვილი ან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

ინგრედიენტები**:**

რაფინირებული და ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი, ლიოფილიზებული კულტურა Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG), სახამებელი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).

კვების ფაქტები | 3 წვეთში (150მგ) | 100 გ-ში ****
---|---|---
ენერგეტიკული ღირებულება | 7.7 კჯ (1.3 კკალ) | 5 090 კჯ(852 კკალ)
ცხიმები | <0.5 გ | 91 გ
- გაჯერებული | <0.1გ | 49გ
ნახშირწყლები | <0.5გ | 4.6გ
- შაქარი | <0.5გ | <0.5გ
ბოჭკოები | <0.5გ | 0.6გ
ცილები | <0.5გ | 2.3გ
მარილი | <0.01გ | <0.03გ

რისთვისარის****რამნოვიტ ბეიბისწვეთებიგანკუთვნილი****?

  • შეიცავს D ვიტამინს, რომელიც საჭიროა ბავშვებში ძვლის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის.
  • შეიცავს რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალი ლიოფილიზებულ კულტურას - Lactobacillus rhamnosus SP1 (ფუნქციურად ექვივალენტური Lactobacillus rhamnosus GG, ATCC 53103 ).

როგორგამოვიყენოთრამნოვიტბეიბისწვეთები?

  • პროდუქტი განკუთვნილია ახალშობილებისა და ბავშვებისთვის.
  • გამოყენებამდე შეანჯღრიეთ კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • მიიღეთ დამოუკიდებლად ან ცივ სასმელებთან, მაგ ხილის წვენთან ან რძესთან ერთად.
  • რეკომენდებული დღიური დოზა: ახალშობილები, მცირეწლოვანი ბავშვები და უფროსი ასაკის ბავშვები: 3 წვეთი დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად.
  • რეკომენდირებულია რეგულარული გამოყენება ზამთარში. ზაფხულში რეკომედირებულია რეგულარულად მისი გამოყენება 14 დღის განმავლობაში, შემდეგ გააკეთეთ 14 დღიანი პაუზა.
  • არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას.
  • საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
  • მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება.
  • თუ ბავშვი ღებულობს ანტიბიოტიკებს, წვეთების მიღება უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების მიღებიდან 3 საათის შემდეგ.

შეფუთვაზე აღნიშნული პიქტოგრამები არის მარტივი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი სწორად.

პიქტოგრამების მნიშვნელობა:

  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
  • ვარგისია გახსნიდან 5 თვის განმავლობაში.

■****უსაფრთხოების ზომები

  • თუ ბავშვი ღებულობს სხვა პროდუქტს, რომელიც შეიცავს D3 ვიტამინს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • თუ ბავშვი ალერგიულია ან მგრძნობიარე პროდუქტში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ, არ გამოიყენოთ რამნოვიტ ბეიბის წვეთები.

შენახვისპირობები**:**

  • შეინახეთ 25 oC-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში ორიგინალ შეფუთაში.
  • ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.
  • პროდუქტი მოარიდეთ წყალს.
  • პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

შპს PharmaS, რადნიქას ქ. 47, HR-10000 ზაგრები, ხორვატია, EU

Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად

წარმოშობის ქვეყანა: EU

www.pharmas-group.com

__

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
რამნოვიტის ბეიბი 10მლ წვეთები
  • სახელი: რამნოვიტის ბეიბი 10მლ წვეთები
Aversi 27.39 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა