სანდესპრი D3 - Sundespray D3
სანდესპრი D3 - Sundespray D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**შემადგენლობა: **

1 მლ ხსნარი (დაახლოებით 25 წვეთი) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ქოლეკალციფეროლი - 10 000 სე.

დამხმარე ნივთიერებები:

წყალი, შაქარი, პოლიეთილენგლიკოლი, პოლიოქსიეთილენსორბიტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციას და ზრდის პროცესს. ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინების რიცხვს მიეკუთვნება. იგი მძლავრი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე და მონაწილეობს მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში. ამდენად, D ვიტამინის დეფიციტი არის ჰორმონის დეფიციტი და მისი შედეგები ბევრად უფრო საზიანოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ნებისმიერი ვიტამინის. ვიტამინი D წარმოიქმნება კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ეპიდერმისი ბუნებრივად შეიცავს ქოლესტეროლს, რომელიც ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით გარდაიქმნება ქოლეკალციფეროლად - პროჰორმონ D ვიტამინად. იგი 200-ზე მეტი გენის ფუნქციას არეგულირებს და ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ვიტამინი D 3 ვიტამინი D – ს ბუნებრივი ფორმაა და ვიტამინ D2-თან შედარებით ხასიათდება 25%-ით უფრო მეტი აქტივობით.

ვიტამინი D 3 კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულატორია, იგი აძლიერებს მათ შეწოვასა და მინერალური მარილების ტრანსპორტს. კალციუმის იონების კონცენტრაცია მოქმედებს მთელ რიგ ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც განაპირობებს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, ნერვული აღგზნების გატარებასა და მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში.
ვიტამინი D 3 აქტიური ანტირაქიტული ფაქტორია, იგი ხელს უწყობს ბავშვებში ძვლოვანი ჩონჩხისა და კბილების ფორმირებას, ძვლების სტრუქტურების შენარჩუნებას. ვიტამინი D3 აუცილებელია ფარისებრახლო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი D3 მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.
საკვებში ვიტამინ D-ს ნაკლებობა, მისი შეწოვის დარღვევა, კალციუმის დეფიციტი, ასევე ბავშვის სწრაფი ზრდის პერიოდში მზეზე არასაკმარისად ყოფნა, იწვევს რაქიტს, მოზრდილებში - ოსტეომალაციას, ახალშობილებში გაძვალების პროცესების დარღვევას.
ფარმაკოკინეტიკა:
ვიტამინი D3-ის წყალხსნარი უკეთ შეიწოვება, ვიდრე ზეთოვანი ხსნარი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღენაკლულ ბავშვებში გამოყენებისას, რადგანაც ამ კატეგორიის პაციენტებში აღინიშნება ნაღვლის პროდუქციის და ნაწლავში გადასვლის უკმარისობა, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს.
ორალურად მიღებისას, ვიტამინი D-ს შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში, ნაღვლის მჟავების მონაწილეობით. სისხლში მისი დიდი ნაწილი ალფა 2-გლობულინებთან და ნაწილობრივ ალბუმინებთან შეკავშირებულ მდგომარეობაშია. გროვდება ძირითადად ღვიძლში, ძვლებში, ჩონჩხის კუნთებში, თირკმელებში, თირკმელზედა ჯირკვლებში, მიოკარდიუმში, ცხიმოვან ქსოვილში.

ქსოვილებში Cmax (მაქსიმალური კონცენტრაცია) მიღწევის დრო შეადგენს 4-5 საათს, შემდეგ ქოლეკალციფეროლის კონცენტრაცია რამდენადმე ქვეითდება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება მუდმივ დონეზე. მეტაბოლიზდება ღვიძლსა და თირკმელებში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები:

• ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• რაქიტისა და რაქიტისმაგვარი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
•ჰიპოკალცემიური ტეტანიის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებისპროფილაქტიკა და მკურნალობა
• მალაბსორბცია
•ლაქტოზის აუტანლობა
მიღების წესი და დოზირება:

**1 წვეთი შეიცავს 400 სე ვიტამინ D3-ს %DV 100% (DV(Daily Value)- ყოველდღიური ღირებულება).

პროფილაქტიკის მიზნით:

• დროულ ახალშობილებში 3-4 კვირის ასაკიდან 2-3 წლამდე, სწორი მოვლისას და სუფთა ჰაერზე საკმარისი დროით ყოფნისას, პრეპარატი ინიშნება დოზით, 1-2 წვეთი დღე- ღამეში
• დღენაკლულ ბავშვებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არასასურველ პირობებში, ინიშნება 2-3 წვეთი დღე-ღამეში.
• ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია დოზის შემცირება 1 წვეთამდე დღე-ღამეში.
• ორსულობის დროს, ყოველდღიურად 1 წვეთი დღე-ღამეში, მთელი ორსულობის პერიოდში ან 2 წვეთი დღე-ღამეში ორსულობის 28 კვირიდან.
თერაპიული დოზები

• რაქიტისას პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად, დოზით 5-10 წვეთი დღე-ღამეში, 4-6 კვირის განმავლობაში, რაქიტის სიმძიმის ხარისხიდან (I, II ან III) და დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე. ამ დროს საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და ბიოქიმიური მაჩვნებლების (კალციუმის, ფოსფორის დონე, ტუტე ფოსფატაზას აქტივობა სისხლში და შარდში) კონტროლი. საწყისი დოზა შეადგენს 5 წვეთს დღე-ღამეში, 3-5 დღის განმავლობაში. შემდგომ კარგი ამტანობისას, დოზას ზრდიან ინდივიდუალურ სამკურნალო (ჩვეულებრივ, 7 წვეთი დღე-ღამეში) დოზამდე. 10 წვეთი დღე-ღამეში ინიშნება მხოლოდ გამოხატული ძვლოვანი ცვლილებებისას. საჭიროებისას, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მკვეთრი ეფექტის მიღებამდე, შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით, 1-3 წვეთი დღე-ღამეში.
• რაქიტისმაგვარი დაავადებების მკურნალობისას ინიშნება 50-70 წვეთი დღე-ღამეში, ასაკის, სხეულის მასის და დაავადების სიმძიმის შესაბამისად, სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების და შარდის ანალიზის კონტროლის ქვეშ. მკურნალობის კურსი: 4-6 კვირა.
გვერდითი მოვლენები:

იშვიათად, ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.

უკუჩვენება:

-მომატებული მგრძნობელობა ვიტამინ D3-ის მიმართ;

- D ჰიპერვიტამინოზი;

-სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება;

-თირკმლის უკმარისობა.

სიფრთხილით გამოიყენება ჩვილებში ყიფლიბანდის ადრეული შეხორცებისადმი მიდრეკილებისას (როდესაც დაბადებიდან დადგენილია წინა თხემის მცირე ზომები).

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობისას სანდესპრის მაღალი დოზების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლო ტერატოგენული მოქმედების გამოვლენის გამო.

სანდესპრი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში, რადგან მეძუძურ დედებში პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, შესაძლებელია ბვშვებში დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები**:** მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პოლიურია, დიარეა, ნაწლავური კოლიკა. ხშირი სიმპტომებია: თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, დეპრესია, ფსიქიკის დარღვევა, ატაქსია, სტუპორი, სხეულის მასის პროგრესული კლება. ვითარდება თირკმლის ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით, ერითროციტურიით და პოლიურიით, კალიუმის მომატებული დაკარგვით, ჰიპოსთენურიით, ნიქტურიით და არტერიული წნევის მომატებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია რქოვანა გარსის შემღვრევა, იშვიათად მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, ფერადი გარსის ანთება კატარაქტას განვითარებამდეც კი. შესაძლებელია თირკმელებში ქვების წარმოქმნა, რბილი ქსოვილების კალციფიცირება, მათ შორის სისხლძარღვების, გულის, ფილტვების, კანის. იშვიათად ვითარდება ქოლესტაზური სიყვითლე.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა. ინიშნება დიდი რაოდენობით სითხე. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას, მჭიდროდ დახურული სარქველით.

გამოშვების ფორმა: 20 მლ წვეთები მარწყვის არომატით.

**ვარგისობის ვადა: ** არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი : Actiwell İlaç ve Kozmetik San. Tic. A. S. თურქეთი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სანდესპრი D3 5000სე#60ტ
  • სახელი: სანდესპრი D3 5000სე#60ტ
Aversi 48.03 ლ
Sundespri - სანდესპრი D3 წვთები 20მლ
  • სახელი: Sundespri - სანდესპრი D3 წვთები 20მლ
PSP 17.14 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა