ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
სოლიდოვიტ - B / SOLIDOVIT-B
შემადგენლობა:
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 5 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 5 მგ
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) - 20 მგ
ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოთენატი) - 10,5 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 6 მგ
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) - 400 მკგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - 9 მკგ
ბიოტინი (ვიტამინ H) - 100 მკგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სოლიდოვიტ B წარმოადგენს ვიტამინების კომპლექსს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ნივთიერებათა ცვლის, ზრდისა და განვითარებისათვის. ვიტამინების კომპლექსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფაში, ასევე ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობის უნარს.
ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებში.
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციურ მოქმედებას, ასევე აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ფუნქციონირებას. თიამინი მონაწილეობს რიგი ფერმენტების ფორმირებაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში.
ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი) - წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის ქსოვილის). დადებითად მოქმედებს მხედველობის უნარზე.
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში. მონაწილეობს ამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს.
ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოთენატი) შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი წარმოშობის ორგანული ნაერთი, რომელიც საჭიროა ფერმენტების აქტივობის გამოვლენისათვის). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აცეტილირების და ჟანგვითი პროცესებისათვის. მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში და აცეტილქოლინის სინთეზში.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ნერვულ ქსოვილში.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, სისხლმბადი ფუნქციისათვის და ემბრიოგენეზისათვის, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმში წარმოქმნის ორ აქტიურ ფორმას, მეთილკობალამინს და ადენოზილკობალამინს. მეთილკობალამინი აუცილებელია მეთიონინსინთეტაზას ნორმალური დონის რეგულაციისთვის, რომელიც მონაწილეობს ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში და განაპირობებს მასთან ერთად პურინისა და პირიმიდინის ცვლას, შესაბამისად მათზეა დამოკიდებული დნმ-ის რეპლიკაცია და რეპარაცია. ვიტამინი B12-ისა და/ან B9-ის დეფიციტის დროს ირღვევა მეთიონინისა და S-ადენოზილმეთიონინის სინთეზი, რაც უარყოფითად მოქმედებს მეთილირების პროცესზე, ცილებისა და პოლიამინების ბიოსინთესზე.
ვიტამინი B12- მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, ასევე აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციისთვის.
ბიოტინი (ვიტამინი H ) შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ ამინომჟავების და ცხიმოვანი მჟავების ცვლას.
ჩვენებები:
• B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი;
• პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო;
• გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდი;
• მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა;
• ყურადღების და კონცენტრაციის მოშლა;
• არასრულფასოვანი და არაბალანსირებადი კვება;
• ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა;
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიები;
• ართრიტები, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.
• სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
• ორსულთა ტოქსიკოზები, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი;
• კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევებში კუჭის გაღიზიანება.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ ჭიქა წყლის მიყოლებით.
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე - ½ ტაბლეტი დღეში;
12-დან 18-წლამდე - 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
ჭარბი დოზირება:
გადაჭარბებული დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მოხმარება უარყოფითად არ მოქმედებს მძღოლის უსაფრთხოებაზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება დანიშნულების თანახმად.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესწავლილი არ არის, მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი N30, ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები :
შეინახეთ მშრალ, მზის სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 15
შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია ,,WISE PHARM`` დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი : ,,GRICAR CHIMICAL`` S.R.L. - იტალია.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
21.02 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა