ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
პროლონგირებული მოქმედების მულტივიტამინური კომპლექსი გამდიდრებული კოენზიმ Q10 -ით ა და ლამინარიით.
სპექტრუმ ენერჯი Q10 - ეს არის უნიკალური შემადგენლობის, ახალი თაობის კომპლექსური საშუალება. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები ორგანული, ბუნებრივი წარმოშობისაა. სპექტრუმ ენერჯიQ10 შეიცავს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ყველა მინერალსა და ვიტამინს რეკომენდებული სადღეღამისო დოზებით. გარდა ამისა იგი გამდიდრებულია კოენზიმ Q10-ით, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმისათვის ენერგიის წყაროს, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და იცავს დაბერების პროცესისაგან. სხვა ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსისაგან განსხვავებით სპექტრუმ ენერჯი Q10 გამოირჩევა პროლონგირებული მოქმედებით - უზრუნველყოფილი ბუნებრივი წარმოშობის ვიტამინებისა და მინერალების შენელებული გამოთავისუფლების უნარით, რაც გვაძლევს საშუალებას დღის განმავლობაში ხანგრძლივად შევინარჩუნოთ სისხლსა და ქსოვილებში მათი ოპტიმალური დონე. ამის ფონზე, ორგანიზმი დაცულია ამ ნივთიერებების დონის უეცარი მატებისაგან და ამცირებს ჰიპერდოზირების რისკს.
დღიური დოზა (1 აბი) შეიცავს:
კოენზიმ Q10 -10.00 მგ; ვიტამინი A - 800 მკგ; ვიტამინი B1-1.10 მგ; ვიტამინი B2-1.40 მგ; ვიტამინი B3-16.00მგ; ვიტამინი B5-6.00 მგ; ვიტამინი B6-1.40 მგ; ვიტამინი B12-2.50 მკგ; ვიტამინი C- 80.00 მგ; ვიტამინი D3-5.00 მკგ.; ვიტამინი E-12.00 მგ; ვიტამინი K- 75.00 მკგ; ბიოტინი-50.0 მკგ; ფოლიუმის მჟავა-200.00 მკგ;მაგნიუმი-100.00 მგ; კალციუმი-120.00 მგ; ლამინარიას ექსტ. 150.00 მგ; მანგანუმი- 2.00 მგ; სპილენძი -1.00 მგ;სელენიუმი-55.00 მკგ; თუთია -10.00 მგ; რკინა -14.00 მგ
მიღების წესი და დოზირება:
14 წლიდან: 1 აბი დღეში წყლის მიყოლებით.
**მოქმედება:
** ეფექტურია ქრონიკული დაღლილობისა და დაქვეითებული კონცენტრაციის დროს;
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს;
ახდენს იმუნური სისტემის გაძლიერებას;
აფერხებს დაბერების პროცესს.
შემადგენლობა:
ძირითადი ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ოქსიდი, ლამინარიის ექსტრაქტი (Fucus versiculusus), L-ასკორბინის მჟავა, რკინის ფუმარატი, DL-ალფა- ტოკოფეროლის აცეტატი, თუთიის ციტრატი, სელენიუმის ისტი (Se Yeast), მანგანუმის გლუკონატი, ნიკოტინამიდი, კოფერმენტი (კოენზიმი) Q10, ვიტამინი K , სპილენძის გლუკონატი, კალციუმის D-პანთენონატი, რეტინოლის აცეტატი, D-ბიოტინი, ქოლეკალციფეროლი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თიამინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, ციანკობალამინი, ფოლიუმის მჟავა.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ტალკი (E553b), მაგნიუმის სტეარატი(E470b),
სილიკონის დიოქსიდი (E551), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (E464), საშუალოჯაჭვიანი
ტრიგლიცერიდების ზეთი, გლიცერინი (E422), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი
(E172).
გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ
ახასიათებს.
სიფრთხილის ზომები:
არ გააჩნია
უკუჩვენება:
ინდივიდუალური მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 14 წლამდე ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ
ანაცვლებს საკვებს სხვადასხვა კვებითი შეზღუდვების დროს. ინახება ორიგინალური
შეფუთვით 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისადა ნესტისგან დაცულ, მშრალ, ბნელ ადგილზე
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე (EXP). СГР
№KZ.16.01.78.003.E.001686.08.14
ბიოლოგიურად აქტიურ საკვები დანამატი.
არ მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს.
მწარმოებელი: Walmark, ჩეხეთი
www.walmark.eu
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
24.89 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა