ინტოფერი - Intopher
ინტოფერი - Intopher

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: რკინა (III) ჰიდროქსიდი პოლიმალტოზური კომპლექსი 40% ექვივალენტურია ელემენტარული რკინის 100მგ-ის. დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სორბიტოლი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი, ნატრიუმის საქარინი, მაგნიუმის სტეარატი, შოკოლადის არომატი.

გამოყენების ჩვენება: ლატენტური და კლინიკურად გამოხატული რკინის დეფიციტის მკურნალობა (რკინადეფიციტური ანემია); რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ქალებში და მოზრდილებში (მაგალითად, ვეგეტარიანელებში და ხანდაზმულ პირებში).

უკუჩვენება: რკინის სიჭარბე (მაგალითად, ჰემოსიდეროზი და ჰემოქრომატოზი); რკინის და ფოლიუმის მჟავას უტილიზაციის დარღვევა (მაგალითად, ტყვიით მოწამვლით გამოწვეული ანემია, სიდეროაქრესტიული ანემია); არარკინადეფიციტური ანემია (მაგალითად, ჰემოლიზური ანემია ან მეგალობლასტური ანემია, რომელიც გამოწვეულია B12 ვიტამინის უკმარისობით).

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულ ქალებში ორსულობის I ტრიმესტრის შემდეგ არ ყოფილა გამოვლენილი პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება დედაზე და ნაყოფზე. არ არის მონაცემები პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე ნაყოფზე ორსულობის I ტრიმესტრში.

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი მიიღება შიგნით კვების დროს ან კვების შემდეგ. შესაძლებელია საღეჭი ტაბლეტების დაღეჭვა ან მთლიანად გადაყლაპვა. პრეპარატის სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე: მოზრდილებში (მათ შორის ლაქტაციის პეიროდში მყოფ ქალებში): რკინადეფიციტური ანემია–1-3 ტაბლეტი დღეში. რკინის ლატენტური დეფიციტი–1 ტაბლეტი დღეში. ორსული ქალები: რკინადეფიციტური ანემია–2-3 ტაბლეტი დღეში. რკინის ლატენტური დეფიციტი–1 ტაბლეტი დღეში. რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა-1 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა რკინის კლინიკურად გამოხატული დეფიციტის დროს (რკინადეფიციტური ანემია) შეადგენს 3-5 თვეს, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაციამდე. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დოზით, რომელიც განკუთვნილია რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო ორსულებში სულ მცირედ მშობიარობამდე რკინის მარაგის აღსადგენად.

რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს. რკინის კლინიკურად გამოხატული უკმარისობის შემთხვევაში, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაცია და რკინის მარაგის აღდგენა ხდება მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, შუქისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო ფორმა: საღეჭი ტაბლეტები.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინტოფერი

სავაჭრო სახელწოდება: ინტოფერი.

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზატი.

სამკურნალო ფორმა: საღეჭი ტაბლეტები.

შემადგენლობა: ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
რკინა (III) ჰიდროქსიდი პოლიმალტოზური კომპლექსი 40% ექვივალენტურია ელემენტარული რკინის 100 მგ-ის.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სორბიტოლი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი, ნატრიუმის საქარინი, მაგნიუმის სტეარატი, შოკოლადის არომატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რკინის პრეპარატი.
კოდი ათქ B03AB05.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
რკინის პრეპარატი. შეიცავს რკინას - რკინის (III) პოლიმალტოზური კომპლექსის სახით. მოცემული მაკრომოლეკულური კომპლექსი სტაბილურია და არ გამოყოფს რკინას თავისუფალი იონების სახით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატი ინტოფერის აქტიური ნივთიერების სტრუქტურა არის რკინის ფერიტინის ბუნებრივი ნაერთის მსგავსი. ამ მსგავსების შედეგად, რკინა (III) გადადის ნაწლავებიდან სისხლში აქტიური ტრანსპორტის გზით. შეწოვილი რკინა უკავშირდება ფერიტინს და დეპონირდება ორგანიზმში, უპირატესად ღვიძლში. შემდეგ, ძვლის ტვინში ის ერთვება ჰემოგლობინის შემადგენლობაში.
რკინის მარტივი მარილებისგან განსხვავებით, რკინა, რომელიც შედის რკინის (III) პოლიმალტოზური კომპლექსის შემადგენლობაში არ ფლობს პროოქსიდანტურ თვისებებს.
რკნის დეფიციტის გამოხატულებასა და მისი შეწოვის დონეს შორის არსებობს კორელაცია (რაც უფრო მეტია რკინის დეფიციტის გამოხატულება, მით უკეთესია მისი შეწოვა). ყველაზე აქტიურად შეწოვის პროცესი ხდება თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილ ნაწლავში.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვილი რკინა ნარჩუნდება შეკავშირებული ფერიტული სახით, ძირითადად, ღვიძლში. მოგვიანებით, ძვლის ტვინში ის ერთვება ჰემოგლობინის შემადგენლობაში. რკინის მარტივი მარილებისგან განსხვავებით, რკინა, რომელიც შედის რკინის (III) პოლიმალტოზური კომპლექსის შემადგენლობაში, არ ფლობს პროოქსიდანტურ თვისებებს.

გამოყენების ჩვენება
-ლატენტური და კლინიკურად გამოხატული რკინის დეფიციტის მკურნალობა (რკინადეფიციტური ანემია);
-რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ქალებში და მოზრდილებში (მაგალითად, ვეგეტარიანელებში და ხანდაზმულ პირებში).

უკუჩვენება
-რკინის სიჭარბე (მაგალითად, ჰემოსიდეროზი და ჰემოქრომატოზი);
-რკინის და ფოლიუმის მჟავას უტილიზაციის დარღვევა (მაგალითად, ტყვიით მოწამვლით გამოწვეული ანემია, სიდეროაქრესტიული ანემია);
-არარკინადეფიციტური ანემია (მაგალითად, ჰემოლიზური ანემია ან მეგალობლასტური ანემია, რომელიც გამოწვეულია B12 ვიტამინის უკმარისობით).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულ ქალებში ორსულობის I ტრიმესტრის შემდეგ არ ყოფილა გამოვლენილი პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება დედაზე და ნაყოფზე. არ არის მონაცემები პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე ნაყოფზე ორსულობის I ტრიმესტრში.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით კვების დროს ან კვების შემდეგ.
შესაძლებელია საღეჭი ტაბლეტების დაღეჭვა ან მთლიანად გადაყლაპვა.
პრეპარატის სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე:
მოზრდილებში (მათ შორის მეძუძურ ქალებში):
რკინადეფიციტური ანემია - 1-3 ტაბლეტი დღეში.
რკინის ლატენტური დეფიციტი - 1 ტაბლეტი დღეში.
ორსული ქალები
რკინადეფიციტური ანემია - 2-3 ტაბლეტი დღეში.
რკინის ლატენტური დეფიციტი - 1 ტაბლეტი დღეში.
რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა - 1 ტაბლეტი დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა რკინის კლინიკურად გამოხატული დეფიციტის დროს (რკინადეფიციტური ანემია) შეადგენს 3-5 თვეს, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაციამდე. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დოზით, რომელიც განკუთვნილია რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო ორსულებში სულ მცირედ მშობიარობამდე რკინის მარაგის აღსადგენად.
რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს.
რკინის კლინიკურად გამოხატული უკმარისობის შემთხვევაში, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაცია და რკინის მარაგის აღდგენა ხდება მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან:L ძალიან იშვიათი (≥ 0.001% < 0.01%) - კუჭ- ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სიმპტომები, როგორიც არის გადავსების, ზეწოლის შეგრძნება ეპიგასტრიულ მიდამოში, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა; შესაძლებელია განავალის მუქი შეფერვა, რაც განპირობებულია რკინის გამოყოფით, რომელიც არ შეიწოვა (კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი).

ჭარბი დოზა
მოცემულ დრომდე არ არის აღწერილი ჭარბი დოზის, ინტოქსიკაციის, რკინით გაჯერების შემთხვევები.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები
ინტოფერი არ იწვევს რკინის ემალის შეფერვას.

შეფუთვა
10 საღეჭი ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ნიშნის და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
VEGAPHARM LLP.,
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

წარმოებულია
რეპლეკ ფარმ ლტდ. სკოპიე-ს მიერ,.
სკოპიე, მაკედონიის რესპუბლიკა

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა