ფერსალ ქიდს პლუსი - Fersal Kids Plus
ფერსალ ქიდს პლუსი - Fersal Kids Plus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფერსალ ქიდს****პლუსი/Fersal Kids Plus

გამოშვების ფორმა: ორალური წვეთები 30 მლ (საწვეთურით­­)

შემადგენლობა : რკინის სულფატი 75მგ + ასკორბინის მჟავა 12,5 მგ

1 მლ შეიცავს 15 მგ ელენენტარულ რკინას.

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი ქარხანა: Ledapharma

ფერსალ ქიდს პლუსი: საკვები დანამატი,გაიცემა ურეცეპტოდ.

რკინის (II) სულფატი:

ფარმაკოლოგიური თვისებები:რკინა წარმოადგენს ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს სუნთქვის, სისხლის წარმოქმნის, იმუნობიოლოგიურ და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა პროცესებში.

ასკორბინის მჟავა :-აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას,არეგულირებს კაპილარების განვლადობას.

ჩვენება:

-სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული (რკინადეფიციტური) ანემიების პროფილაქტიკა.

-გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი).

-რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.

დოზირება:

1 წლამდე ბავშვები:

ბავშვის წონა კგ-ში სადღეღამისო დოზა მლ-ში წვეთებში

3-4 კგ 0,3 მ 7წვეთი

5-6 კგ 0,5 მლ 10 წვეთი

7-8 კგ 0,7 მლ 15 წვეთი

9-10 კგ 1,0 მლ 20 წვეთი

ბავშვებში: 1 წლის ზემოთ 1 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ

მოზრდილებში: 1,5 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ

დოზირების გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება:

_ პაციენტებისათვის, რომელთაც ორგანიზმში აქვთ რკინის მომეტებული მარაგი (მაგ., ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი)

_ პაციენტებში რომელთაც აქვთ ჰემის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული აშლილობა

_ ანემიის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (მაგ., ჰემოლითიური ანემია).

პრეპარატის აგრეთვე უკუნაჩვენებია:

_ პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

შეიძლება დამატებით გაიხსნას სითხეში(წყალი)

შეიცავს მარწყვის ბუნებრივ არომატიზატორს

აქვს მისაღებად მოხერხებული ფორმა, მოყვება საწვეთური.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

ვარგისიანობის ვადა : 2 წელი

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25გრადუსC ტემპერატურაზე,

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ფერსალ ქიდს პლუსი 30მლ წვ
  • სახელი: ფერსალ ქიდს პლუსი 30მლ წვ
Aversi 32.21 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა