ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
ორნოფლექსი
ჰიდროლიზირებული კოლაგენი (Collagen Hydrolyzed) - 5000 მგ
გლუკოზამინის სულფატი (Glucosaminum Sulfate)- 500 მგ
ქონდროიტინ სულფატი (Chondroitin Sulfate) - 500 მგ
მეთილსულფონილმეთანი (Methylsulfonylmethane)- 400 მგ
ბამბუკის ექსტრაქტი (Bamboo Extractum) - 150 მგ
შვიტა (Equisetum arvence) - 100 მგ
სურნელოვანი მარტინია (Harpagophytum Procumbens) – 50 მგ
ვიტამინი C -15 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქონდროპროტექტორი
ჩვენებები:
- ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პოლიართრიტი, პერიართრიტი
- ოსტეოქონდროზი
- ოსტეოართროზი -პირველადი და მეორეული, სხვადასხვა ლოკალიზაციის.კოქსართროზი,
გონართროზი,წვრილი სახსრების ართროზი
- ტრავმული დიზოსტოზი
- სპონდილოზი
- გაძვალების ენდოქონდრული და ქონდრული დარღვევები
- პარადონტოპათია
- ფიბრომიალგია
- სახსარზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
- კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებები.
უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაცია. მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორნოფლექსის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში დისპეფსიური დარღვევები, თავის ტკივილი,
თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.
გამოყენების წესი და დოზირება: ორნოფლექსის 1 პაკეტი იხსნება წყალში (150 მლ),
მიიღება 1-2 ჯერ დღეში კვებს წინ. დოზის გაზრდა რეკომენდირებული არ არის. აქვს
ფორთოხლის სუნი და ლიმონის არომატი.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი მუყაოს ყუთში ფურცელ ჩანართთან ერთად.

ფარმაკოლოგიური მოქმედებ ა: ჰიდროლიზირებული კოლაგენი შეიცავს 20-მდე ამინომჟავას (გლიცინს, ფოლინს, ჰიდროქსიპროლინს და ა. შ.)კოლაგენი ეხმარება ქსოვილს მთლიანობის აღდგენაში და სრულყოფს მის სტრუქტურას. სინოვიალურ სითხეში ჰიალურონის მჟავასთან ერთად ერთერთი კომპონენტი კოლაგენია. მიღებიდან 6 საათის შემდგომ ბიოშეღწევადობა შეადგენს 90 %-ს, ქონდოციტების სტიმულაციით ზრდის ფიბრობლასტების სიმჭიდროვეს. ამცირებს სახსროვან ტკივილს, დაჭიმულობას, ზრდის ოსტეობლასტებს და ამცირებს ოსტეოკლასტების რაოდენობას.
გლუკოზამინის სულფატი – წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის ძირითად საშენ მასალას. მონაწილეობს სასახსრე იოგების და მყესების წარმოქმნაში, გვხვდება სისხლძარღვების, ბრონქების კედელში, კანსა და ლორწოვან გარსში. გლუკოზამინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რის შემდგომაც მიეწოდება ხრტილოვან და სხვა ქსოვილებს, სადაც ხდება ამ ქსოვილებისთვის აუცილებელი კომპონენტების, მათ შორის ქონდროიტინის სულფატის სინთეზირება.გლუკოზამინის სულფატს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა და კარგად შეიწოვება საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევის შემთხვევის დროსაც. გლუკოზამინი ხელს უშლის სასახსრე ხრტილის რღვევას და ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას. გლუკოზამინის სულფატის მაღალი უსაფრთხოება დადასტურებულია კვლევებით, ამიტომ სპეციალისტები თვლიან, რომ გლუკოზამინის სულფატი შეიძლება განვიხილოთ ძირითად საშუალებად რევმატიული დაავადებების ხანგრძლივი კორექციისთვის.
ქონდროიტინის სულფატი - მიეკუთვნება მუკოპოლისაქარიდებს. მონაწილეობს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების წარმოქმნაში. ხრტილოვან ქსოვილში აუმჯობესებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლას, ახდენს იმ ფერმენტების ინჰიბირებას, რომლებიც არღვევენ სასახსრე ხრტილის სტრუქტურასა და ფუნქციებს, ამცირებს ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ პროცესებს. ასტიმულირებს გლუკოზამინგლიკანების სინთეზს, ახდენს ჰიალინური ქსოვილის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ხრტილოვანი ზედაპირების და სასახსრე ჩანთის რეგენერაციას. ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას, ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას, აუმჯობესებს მოძრაობას დაზიანებულ სახსარში. გარდა ამისა, ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის და იოგების ფორმირებაში, სისხლძარღვთა კედლების სიმკვრივის და ელასტიურობის შენარჩუნებაში. ასევე მონაწილეობას იღებს შარდის კოლოიდების წარმოქმნაში და ხელს უშლის შარდის მარილების დალექვას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნა. ქონდროიტინის სულფატი აფერხებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას, ამცირებს კალციუმის დაკარგვას და აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის რეპარაციის პროცესებს, ხელს უშლის ოსტეოართროზის პროგრესირებას. გააჩნია ანალგეზიური მოქმედება, ამცირებს ტკივილს სახსარში, როგორც მოსვენების მდგომარეობაში, ასევე სიარულის დროს, ამცირებს ანთებით პროცესს და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების საჭიროებას. პერორულად მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, მაქსიმალურ კონცენტრაციას C Max აღწევს 3-4 საათში. გროვდება სახსრის სინოვიურ სითხეში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 13%-ს, გამოიყოფა თირკმელებით.
მეთილსულფონილმეთანი (მსმ) – ორგანული გოგირდის შემცველი ნაერთია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის შემაერთებელი და სხვა სახის ქსოვილების განვითარებისა და ფუნქციების შენარჩუნებისათვის. ორგანიზმში მსმ გვხვდება ხრტილის, ფრჩხილების, კანის, რბილი ქსოვილების შემადგენლობაში. ძუძუმწოვრების ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად მსმ-ის კონცენტრაცია მცირდება. სხვა გოგირდის შემცველი ნაერთებისგან განსხვავებით მსმ-ს არ აქვს სუნი, არ იწვევს აირების წარმოქმნას და სხეულს არ აძლევს არანაირ სუნს. მსმ ორგანიზმში აუცილებელია სხვადასხვა პროცესების მიმდინარეობისთვის, მათ შორის - კოლაგენის სინთეზი, ჟანგვითი პროცესები უჯრედში,ნახშირწყლების მეტაბოლიზმი და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნება. მსმ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი, ოსტეოქონდროზი, ტკივილი სახსრის არეში, სხივ-მაჯის არხის სინდრომი, ალერგია, ანთება,გულძმარვა, რინიტი,თმის პრობლემები (როდესაც თმაში კერატინის შემცველობა ნორმაზე დაბალია),პარაზიტული ინფექცია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ასევე კანისა და ფრჩხილების დაავადებები. მსმ აუმჯობესებს მოძრაობას სახსარში, შესაბამისად ეფექტურად აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კუნთების და მყესების ნორმალურ ფუნქციონირებას.
**ბამბუკის ექსტრაქტი ** შეიცავს: სილიკატურ მჟავას, ფენოლის მჟავას, ფლავონს, ლაქტონოლს, აძლიერებს სისხლძარღვების ტონუსს, ამცირებს კაპილარების განვლადობას და შეშუპებას, ასტიმულირებს ქონდროიტინის და ქონდროამინჰიალურონის კონცენტრაციას.
შვიტა შეიცავს ნახშრწყლებს, ორგანულ მჟავებს, სტეროიდებს, საპონინებს, ლიგნინს, ახასიათებს შარდმდენი, ანტისეპტიური, რეგენერაციის და დამცავი ფუნქცია.
**სურნელოვანი მარტინია ** შეიცავს გლიკოზიდებს , ფლავონოიდებს (კაემფეროლი, ლუტეოლინი), ტრიტერპენულ გლიკოზიდებს და დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს.
ახასიათებს როგორც ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, შარდმდენი ეფექტი. ამცირებს შეშუპებას და ტკივილს, ხელს უწყობს სახსრების მობილობას.
ვიტამინი C მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება, მაგრამ მისი მიღება ხდება მხოლოდ საკვებთან ერთად. ვიტამინი C მონაწილეობას იღებს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესების რეგულირებაში; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას. მონაწილეობას იღებს რკინის, ფოლის მჟავის, ჰისტამინის მეტაბოლიზმში, კარბოჰიდრატების უტილიზაციაში, ლიპიდების, პროტეინების, კარნიტინის სინთეზში, იმუნურ პროცესებში. ვიტამინ C–ს გააჩნია ანტიაგრეგაციული და გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები.
ჩვენებები:
- ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პოლიართრიტი, პერიართრიტი
ოსტეოქონდროზი
ოსტეოართროზი -პირველადი და მეორეული, სხვადასხვა ლოკალიზაციის.კოქსართროზი, გონართროზი,წვრილი სახსრების ართროზი
- ტრავმული დიზოსტოზი
- სპონდილოზი
- გაძვალების ენდოქონდრული და ქონდრული დარღვევები
- პარადონტოპათია
- ფიბრომიალგია
-სახსარზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
- კანის, თმის და ფრჩხილების დაავადებები.
**უკუჩვენებები: **ორსულობა და ლაქტაცია. მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორნოფლექსის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ბავშვებში.
**გვერდითი მოვლენები: **იშვიათ შემთხვევებში დისპეფსიური დარღვევები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.
გამოყენების წესი და დოზირება: ორნოფლექსის 1 პაკეტი იხსნება წყალში (150 მლ), მიიღება 1-2 ჯერ დღეში კვებს წინ. დოზის გაზრდა რეკომენდირებული არ არის. აქვს
ფორთოხლის სუნი და ლიმონის არომატი.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი მუყაოს ყუთში ფურცელ ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 24 º C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და პაკეტზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
**აფთიაქიდან გაცემის ფორმა: **რეცეპტის გარეშე
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
68.74 ლ | ||
|
67.69 ლ | ||
|
96.7 ლ | ||
|
68.83 ლ | ||
|
68.83 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა