ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
არგიკარნი ფორტე 100მლ, სითხე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანაბოლური საშუალებები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ჰონორ
ჯენერიკი : L-Arginin + L-Carnitin
ხსნარის ყოველი 5მლ შეიცავს : 2000 მგ L- carnitine და 2000მგ L- arginine
არგიკარნ ფორტე - Argicarn Forte - წარმოადგენს არგინინის და L კარნიტინის ნარევს
ლ -არგინინი წარმოადგენს ამინო მჟავას, რომელიც აუცილებელია ცილების სინთეზისთვის.
ლ -არგინინის 3 მნიშვნელოვანი როლი , მონაწილეობს : კუნთოვანი მასის განვითარებაში. ენდოგენური აზოტის ოქსიდის წარმოქმნაში, სპერმატოზოიდის წარმოქმნაში შედეგად :
L-კარნიტინი ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
L- კარნიტინი : აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს.
ü ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამომუშავება, ამტანობა მძიმე ფიზიკური დატვირთვისადმი
ü მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას და მის ენერგომომარაგებას.
ü ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
ü თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას.
ü ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს.
ü მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
ü ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
ü ლ-კარნიტინი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.
ჩვენება :
არგიკარნ ფორტე:
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბავშვებში : 1წლამდე ¼ (1.25 მლ ) 1 დღეში
1-6 წლამდე ¼- ½ საზომი კოვზის (1.25-2.5 მლ ) დღეში
6-12 წალმდე ½ საზომი კოვზი (2.5 მლ) დღეში
12- 16 წლამდე ½ -1 კოვზი (2,5 – 5 მლ) დღეში
16 წლიდან და მოზრდილებში - 1 კოვზი (5მლ) სითხე 1ან 2 ჯერ დღეში
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.
გარეგნული სახე და შეფუთვა: #100 მლ ფლაკონი , კოვზი დოზიმეტრით
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ჰონორ ფარმა , თურქეთი
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
34.42 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა