ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
კლიმასტოპი
CLIMASTOP
საკვები დანამატი
კლიმასტოპი საკვები დანამატის სახით, რეკომენდებულია 40 წლის ზევით ასაკის ქალბატონებისთვის პერიმენოპაუზის დროს. ფორმულა შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია ქალის ჰორმონის, ესტროგენის დონის დაქვეითებით გამოწვეული დისკომფორტის შესამსუბუქებლად.
კლიმასტოპი არის საკვები დანამატი, რომელიც წარმოადგენს მაგნიუმის, ვიტამინების: B1, B6, C, სოიოს მარცვლის და მელისას (ლიმონის ბალზამი) ბალახეული ექსტრაქტების წყაროს. სოიოს იზოფლავონები ქალის ორგანიზმში არეგულირებენ ჰორმონულ ბალანსს ორი მიმართულებით: ახდენს ქალის ჰორმონების ჩანაცვლებას მათი სიმცირისას, ან ამცირებს სასქესო ჰორმონების დონეს მათი სიჭარბისას. მელისას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, ის ამცირებს აჩქარებულ, არარეგულარულ პულსს და მენოპაუზით გამოწვეულ შფოთვას. ფორმულაში შემავალი ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონების რეგულირებას. მაგნიუმი ვიტამინ C-სთან ერთად, სიმტკიცეს მატებს ძვლებს. თიამინი ხელს უწყობს გულის ნორმალურ მუშაობას. ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს მაგ.: უზრუნველყოფს სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. პრეპარატ კლიმასტოპში შემავალი კომპონენტები ამცირებენ დაღლილობას და სისუსტის შეგრძნებას (მაგნიუმი, ვიტამინი B6 და C), დადებით გავლენას ახდენენ იმუნური სისტემის (ვიტამინი B6 და C), ნერვული სისტემის (მაგნიუმი, ვიტამინი B6, C და თიამინი) ფუნქციონირებაზე და ფსიქოლოგიურ სტატუსზე (მაგნიუმი, თიამინი, ვიტამინი B6 და C).
შემადგენელი კომპონენტები | 1 ტაბლეტი შეიცავს | % RDA* 1 ტაბლეტში | 2 ტაბლეტი შეიცავს (მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა) | % RDA* 2 ტაბლეტში
---|---|---|---|---
მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი) | 187.5 მგ | 50 | 375 მგ | 100
მელისას (ლიმონის ბალზამი) მშრალი მცენარეული ექსტრაქტი _(_Melissa officinalis ) | 100 მგ (400 მგ)** | - | 200 მგ (800 მგ)** | -
სოიოს მარცვლის მშრალი ექტრაქტი _(_Glycine max ) სტანდარტიზირებული 40% სოიოს იზოფლავონების შემცველობით | 50 მგ, შეიცავს 20 მგ სოიოს იზოფლავონებს | - | 100 მგ, შეიცავს 40 მგ სოიოს იზოფლავონებს | -
ვიტამინი C ( L- ასკორბინის მჟავა) | 40 მგ | 50 | 80 მგ | 100
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიპოქლირიდი) | 0.7 მგ | 50 | 1.4 მგ | 100
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) | 0.55 მგ | 50 | 1.1 მგ | 100
** ნედლეულის რაოდენობა
შემადგენლობა**:** მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი), შემავსებელი ნივთიერება (მიკროკრისტალური ცელულოზა), მელისას (ლიმონის ბალზამის) მშრალი მცენარეული ექსტრაქტი (Melissa officinalis), კარტოფილის სახამებელი, სოიოს მარცვლის მშრალი ექსტრაქტი (Glycine max) სტანდარტიზირებული 40% სოიოს იზოფლავონების შემცველობით, ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა), წებოვნების საწინააღმდეგო ნივთიერება (მაგნიუმის სტეარატი), დამატენიანებელი ნივთიერება (სილიციუმის დიოქსიდი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი).
რეკომენდებულიდღიურიდოზა**:** 2 ტაბლეტი დღეში.
**სიფრთხილისზომები/**გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
შეფუთვა**:** 30 ტაბლეტი (13.5 გ).
შენახვისპირობები: შეინახეთ საკვები დანამატები მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი**: PHARMACY Laboratories s.c.** 57 Wisełki Street, 04-830 ვარშავა, პოლონეთი
სავაჭრო****ლიცენზიის მფლობელი : LIFE PHARMA SYSTEMS LLP , 41 Duke Street, ედინბურგი, EH6 8HH, გაერთიანებული სამეფო.
www.pharmacylaboratories.com
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
25.89 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა