მენოპაუზინ ფორტე - Menopausin Forte
მენოპაუზინ ფორტე - Menopausin Forte

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მენოპაუზინ ფორტე

საკვები დანამატი

N 30 ტაბლეტი

შემადგენლობა: | 1 ტაბლეტი
---|---
სოიოს იზოფლავონოიდების ექსტრაქტი (Soy isoflavones extract 80%) შეიცავს სოიოს იზოფლავონებს | 75 მგ 60 მგ
სვიის გირჩების ექსტრაქტი (Humulus lupulus L.) | 50 მგ

აშვაგანდა KSM-66 ექსტრაქტი (Withania somnifera L.) მათ შორის ანოლიდები (5%) |
50 მგ 2.5 მგ
კალციუმი | 400 მგ (50%)
ვიტამინი D | 10 მკგ (200%
)
ვიტამინი E (მგ α-TE) | 12 მგ (100%)
ვიტამინი B6 | 1.4 მგ (100%
)
ფოლიუმის მჟავა | 400 მკგ (200%*)

Menopauzin® Forte არის საკვები დანამატი შემოგარსული ტაბლეტების სახით, რომელიც შეიცავს მცენარეულ ინგრედიენტებს. მენოზპაუზინ ფორტე შეიცავს - სოიოს იზოფლავონებს, სვიის გირჩების ექსტრაქტს და აშვაგანდა-KSM-66 ექსტრაქტს (Withania somnifera L.). დანამატი გამდიდრებულია კალციუმით, ვიტამინით D, E, B6 და ფოლიუმის მჟავით.

სოიოს იზოფლავონიდები წარმოადგენენ მცენარეულ ესტროგენებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით იდენტურია ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ესტრადიოლის და ეფექტურად გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში ესტროგენების დეფიციტის დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრე- და პოსტმენოპაუზის პერიოდში. სოიოს იზოფლავონიდები, მცენარეული წარმოშობის კომპონენტები, განსხვავდება სინთეზური ესტროგენებისაგან გვერდითი ეფექტების არარსებობით. ფიტოესტროგენების გამოყენებისას იგი კარგად აიტანება და უსაფრთხოა იმ სიმპტომების პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, რომელთაც ადგილი აქვთ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჭეშმარიტი ჰორმონალური გარდაქმნის დროს. ეს გამოიხატება იმაში, რომ მცირდება ალები, უეცარი, ძლიერი ოფლდენა და გაღიზიანებადობა, ასევე, ოსტეოპოროზისა და მკერდის კიბოს რისკი.

აშვაგანდას, როგორც ადაპტოგენს, აქვს სასარგებლო გავლენა ორგამიზმის ენერგიის მართვაზე და, შესაბამისად, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. აქვს მატონიზირებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე. მეორეს მხრივ, სვიის გირჩების ექსტრაქტი ხელს უწყობს მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებას.

კალციუმი და ვიტამინი D ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლებისა და D ვიტამინის შენარჩუნებას, ასევე ხელს უწყობს კალციუმის სწორად ათვისებას. პროდუქტი ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და ვიტამინი B6, რომელიც ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.

რეკომენდაცია გამოყენებისთვის:

განკუთვნილია ქალებისთვის მენოპაუზის დროს.

დოზირება:

რეკომენდებული დღიური დოზა – 1 ტაბლეტი ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.

რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

გვერდითი ეფექტები და სპეციალური გაფრთხილება :

პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსული ან მეძუძური ქალებისთვის ან პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. პროდუქტის გამოყენების პერიოდში არ გამოიყენოთ საძილე, სედატიური ან ანქსიოლიზური საშუალებები. არ გამოიყენოთ პროდუქტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. მძიმე დაავადებების შემთხვევაში, წინასწარ მიმართეთ ექიმს.

შენახვის პრობები:

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

ფორმა და შეფუთვა:

შეფუთვა 2X15 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა