ნორმოლიპ - Normolip
ნორმოლიპ - Normolip

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნორმოლიპი

ქოლესტერინის დონის ბუნებრივი რეგულირება

აქტიური ნივთიერება:

ფერმენტირებული წითელი ბრინჯი, ტიტრირებული 5% მონაკოლინი 200 მგ.

მონაკოლინ K 10 მგ.

გამა ორიზანოლი 90მგ

კოენზიმ Q10 10მგ

პოლიკოზანოლის 60% ოქტაკონაზოლი 5მგ.

ქრომის პიკოლინატი ექვივალენტური ქრომის 200 მკგრ.

ფარმაკოლოგიური თვისება:

ფერმენტირებული წითელი ბრინჯი: წარმოადგენს სისხლში ქოლესტერინის დონის ბუნებრივ მარეგულირებელ საშუალებას, ჰეპატო- ტოქსიური მოქმედების გარეშე.

მონაკოლინ K: 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებითთრგუნავს ღვიძლის დონეზე ქოლესტერინის წარმოქმნას ,რის შედეგადაც სისხლის პლაზმაში მცირდება საერთო ქოლესტერინის მაჩვენებლი, ტრიგლიცერიდები , დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.

ამა ორიზანოლი : მიიღება ბრინჯის ქერქის ზეთისგან . ის გავლენას ახდენს პლაზმურ ქოლესტერინის საერთო დონეზე

კოენზიმ Q10: მთავარ როლს თამაშობს ბიოენერგეტიკული რეაქციების რეგულაციაში,ის ერთადერთი ცხიმსი ხსნადი ანტიოქსიდანტია,მისი მოქმედებით მცირდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში

**პოლიკოზანოლის 60%ოქტაკოსანოლი **: პოლიკოზანოლი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს, ღვიძლში ქოლესტერინის პროდუქციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ქრომი : გავლენას ახდენს შაქრისა და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესზე.

ჩვენებები: ჰიპერტრიგლიცერიდემია,ჰიპექოლესტერინემია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი შემცველობა სისხლში , სინთეზური სტატინების აუტანლობა,მეტაბოლური სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება : 1 ტაბლეტი დღეში 1 ჯერ დიდი ოდენობით წყალთან ერთად.კვების შემდეგ

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

უკუჩვენება: ფეხმძიმობა, ლაქტაცია, პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილთათვის,

სხვა წამლებთან ურთიერთობა: არ მიიღება ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელ სხვა საშუალებასთან ერთად.

ენახვის პორობები და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

მწარმოებელი**:****** ESI s.p.a., იტალია

პარტნიორი საქართვლოში: შ.პ.ს Prime line

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნორმოლიპ 5 #60კაფს
  • სახელი: ნორმოლიპ 5 #60კაფს
Aversi 98.14 ლ
ნორმოლიპ 5 #30კაფს
  • სახელი: ნორმოლიპ 5 #30კაფს
Aversi 52.99 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა