ომეგა ბლენდ სტანდარტი - Omega Blend Standard
ომეგა ბლენდ სტანდარტი - Omega Blend Standard

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ომეგა ბლენდი სტანდარტი
1000მგ თევზის ქონი

შემადგენლობა: თევზის ქონი 18% EPA-12% DHA, ჟელატინის კაფსულა (ჟელატინი, გამამკვრივებელი საშუალება-გლიცერინი);
აქტიური ინგრედიენტი 1 კაფსულა დღიური დოზა
(1-2 კაფსულა)
თევზის ქონი შეიცავს: 1000მგ 1000მგ-2000მგ
18% EPA (ეიკოზაპენტაენის
მჟავა) 180მგ 180მგ-360მგ
12% DHA
(დეკოზაჰექსაენის
მჟავა) 120მგ 120მგ-240მგ

ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია; ნერვული სისტემის დაავადებები; ლიპიდური ცვლის დარღვევა; საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის დაავადებები; მაკულოდისტროფიული პროცესები; დერმატიტები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ჰემოფილიით დაავადებულებმა და ადამიანებმა რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს, ამ პროდუქტის გამოყენებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები: 1 - 2 კაფსულა დღეში, ჭამის დროს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: 60 რბილი ჟელატინის კაფსულა.

შენახვის წესი: ინახება თავდახურულ ორიგინალ შეფუთვაში 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ჰასკო-ლეკ ს.ა., პოლონეთი.

OMEGA bland - ომეგა ბლენდ სტანდარტი 60 კაფსულა

1000 მგ თევზის ქონი

შემადგენლობა: თევზის ქონი 18% EPA/12% DHA, ჟელატინის კაფსულა (ჟელატინი, გამამკვრივებელი საშუალება - გლიცერინი)

აქტიური ინგრედიენტი 1 კაფსულა დღიური დოზა (1-2 კაფსულა)

თევზის ქონი შეიცავს: 1000 მგ 1000 მგ - 2000 მგ

18% EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) 180 მგ 180 მგ - 360 მგ

12% DHA (დეკოზაჰექსაენის მჟავა) 120 მგ 120 მგ - 240 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ომეგა ბლენდი სტანდარტი შეიცავს თევზის ქონს - EPA-ს და DHA- ს, რომელიც მიეკუთვნება ომეგა -3 ჯგუფის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს.

თევზის ქონით მდიდარი საკვები რაციონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ცხიმოვანი მჟავების EPA და DHA სინთეზირება. EPA და DHA სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში (სასარგებლო ეფექტი მიიღება დღეში 250 მგ EPA და DHA-ს მოხმარებით).

მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3:

• აძლიერებენ ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს.
• არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობის და იშემიური დაავადების განვითარების რისკს.
•ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ წნევას.
•აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
•აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას.
•ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს.
• ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ჩვენებები:

• გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
• ნერვული სისტემის დაავადებები,
• ლიპიდური ცვლის დარღვევა,
• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
• მაკულოდისტროფიული პროცესები
• დერმატიტები

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები: 1 - 2 კაფსულა დღეში, ჭამის დროს.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ჰემოფილიით დაავადებულებმა და ადამიანებმა რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, ამ პროდუქტის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

გამოშვების ფორმა:

N 60 რბილი ჟელატინის კაფსულა

შენახვა:

შეინახეთ თავდახურულ ორიგინალ შეფუთვაში 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ჰასკო-ლეკ ს.ა .51-131 ვროცლავი, ზმიგროდზკას ქ. 242 ე. პოლონეთი

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა