ბიოლექტრა - Biolectra
ბიოლექტრა - Biolectra

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბიოლექტრაÒმაგნიუმი300 მგდირექტი****ფორთოხლის გემოთი

(Biolectra ® Magnesium300mg direct orange flavour)

შემადგენლობა

მაგნიუმის ოქსიდი, დამამჟავებელი აგენტები (ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა), დამატკბობელი აგენტები (სორბიტოლი, ასპარტამი, ნატრიუმის ციკლამატი), შემასქელებელი (ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), აროამატიზატორი, სტაბილიზატორი (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები).

მაგნიუმი ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.

უახლესი წარმოების პროცედურების გამოყენებით Hermes-მა შეძლო სპეციალური დოზირებული ფორმის შემუშავება.

მიკროგრანულები იხსნება პირის ღრუში და ადვილად შესაძლებელია სითხის გარეშე მათი გადაყლაპვა.

გამოყენების ინსტრუქცია

მიიღეთ ერთი საშეს შიგთავსი ერთხელ დღეში.

დაიყარეთ მიკროგრანულები პირდაპირ ენაზე, მიეცით მათ ნელა დაშლის საშუალება და შემდეგ გადაყლაპეთ.

საშე უნდა გაიხსნას ისრის მიმართულებით.

გაფრ****თხილება

საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს.

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ფაღარათის განვითარება.

მიკრო გრანულები მაგნიუმით.

კვებითი ღირებულების მონაცემები | ერთი საშე | ყოველდღიური მოთხოვნილების % *
---|---|---
მაგნიუმი | 300 მგ | 80 %

  • №1169/2011 რეგულირების (EU) მიხედვით

საკვები დანამატი დამატკბობლებით.

1 საშე შეიცავს: 300 მგ მაგნიუმს

ვეგანური შემადგენლობა

  • შაქრის გარეშე,
  • არ შეიცავს გლუტენს,
  • არ შეიცავს ლაქტოზას.

შეფუთვის შემცველობა

20 საშე = 20 გ.

ვარგისობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

მწარმოებელი

Hermes Pharma Ges.m.b.H.

შვიმშულვეგი 1ა Schwimmschulweg 1a

9400 ვოლფსბერგი ავსტრია.

შემადგენლობა: მაგნიუმის ოქსიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, დამატკბობელი აგენტები - სორბიტოლი, ასპარტამი, ნატრიუმის ციკლამატი; კარბოქსიმეთილცელულოზა, არომატიზატორი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ჩვენებები: მაგნიუმის დეფიციტი. მაგნიუმის ყოველდღიური მარაგის შევსება.

დოზირება და მიღების წესი: ერთი პაკეტი მიიღება ერთხელ დღეში. მიკროგრანულები უნდა მოთავსდეს ენაზე, მათი გადნობის შემდეგ მოხდეს გადაყლაპვა. პაკეტის გახსნა რეკომენდებულია ისრის მიმართულებით.

განსაკუთრებული მითითებები: დიეტური დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ და მრავალფეროვან დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ უნდა მოხდეს რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას გადაჭარბება. იგი შეიცავს ფენილალანინს, რაც ჭარბი გამოყენებისას საფაღარათო იწვევს ეფექტს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #20 ფაკეტი ფორთოხლის არომატით.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშსე.

მწარმოებელი: ელბედიზაინქრიუ გმბჰ, ბერჰარდ-ნოჰთ-შტრასე 99, 20359 ჰამბურგი.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: მსუბუქ მაგნიუმის ოქსიდს 403,0 – 435,2 მგ (რაც შეესაბამება 243 მგ მაგნიუმს)

დამხმარე ნივთიერებები : უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, კალიუმის ჰიდროკარბონატი, ვაშლის მჟავა, მანიტი, ბრინჯის სახამებელი, ლიმონის არომატიზატორი Е 143, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, სახარინის ნატრიუმის მარილი, სიმეტიკონი

1 შუშხუნა ტაბლეტი უდრის 0.01 პურის ერთეულს.

გამოსვების ფორმა.

შუშხუნა ტაბლეტი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები.

მრგვალი, თეთრი ბრტყელცილინდრული ტაბლეტი, გლუვი ზედაპირით დაზიანების გარეშე, ერთ მხარეზე ამოტვიფრული წარწერით «Biolectra».

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

სხვა მინერალური დანამატები. მაგნიუმის პრეპარატები.

ჩვენებები.

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა და პრიფილაქტიკა იმ შემთხვევები, როცა დარღვეულია კუნთების ფუნქციები (ნეიროკუნთოვანი დაავადებები, კრუნჩხვები), ქრონიკული ფიქიკური და გონებრივი დაღლილობის, აღზნების, მიალგიების, ინტენსიური ფიქიკური და გონებრივი დატვირთვის და ორსულობის დროს.

გამოიყენება ჰიპომაგნიემიის დროს, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი მოწევით და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, საფაღარათო საშუალებების, კონტრაცეპტივების, ზოგიერთი დიურეზული საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებით ან მუდმივი ჰიპერგლიკემიის მქონე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ოსმოსური დიურეზით.

უკუჩვენებები

მოქმედი ნივთიერების ან სხვა კომპონენტების აუტანლობა.

თირკმელების უკმარისობის ან გულის აღზნების გამტარიანობის დარღვევის (AV -ატრიოვენტრიკული ბლოკადის შემთხვევაში) დროს, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიონ ბრადიკარდია, პრეპარატის ბიოელექტრა მაგნეზიუმ ფორტე მიღება არ არის რეკომენდებული. ასევე უნდა გადამოწმდეს არსებობს თუ არა უკუჩვენებები მინერალური და ელექტროლიტული ცვლის მიმართ (ჰიპერმაგნეზიმია, ჰიპერკალემია). ბიოლექტრა მაგნიზიუმ ფორტეს მიღება უკუნაჩვენებია მძიმე მიასთენიის, ექსიკოზისაა და კალციუმ-მაგნიუმ-ფოსფატამონიუმის დიათეზის დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

რკინის ფტორიდთან, ნატრიუმის ფტორიდთან ან ტეტრაციკლინთან ერთად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინის, ნატრიუმის ფტორიდის, ტეტრაციკლინის და მაგნიუმის ათვისების დარღვევა.

ასეთ შემთხვევაში პრეპარატის ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტეს და რკინის პრეპარატების, ნატრიუმის ფტორიდის, ტეტრაციკლინის საჭიროა დაიცვათ 3-4 საათიანი ინტერვალი.

ალუმინის შემცველ პრეპარატების (მაგ., ანტაციდები) ერთად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ალუმინის შეწოვება.

შეუთავსებლობა

არ არის ინფორმაცია.

უსაფრთხოების ზომები.

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 7.35 მმოლ (169 მგ) ნატრიუმს. პირებს, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შეზღუდული შემცველობის დიეტას (ნატრიუმის/სუფრის მარილის დაბალი შემცველობა), უნდა გაითვალისწინონ ეს პირობა.

ქ შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 3.48 მმოლ (136 მგ) კალიუმს. ეს პირობა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და აგრეთვე პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დიეტას კალიუმის დაბალი შემცველობით.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების მხვრივ რისკი არ არსებობს.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა.

არ მოქმედებს.

დოზების რეჟიმი და მიღების წესი.

ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტეს დოზა დამოკიდებულია მაგნიუმის ნაკლებობის დონეზე. საშუალო დღიური დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს (243-486 მგ მაგნიუმს = 10-20 მმოლ).

**ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტესთვის **მოქმედებს შემდეგი რეკომენდებული დოზები:

6 წლიდან ბავშვებში: დღეში ერთხელ 1 შუშხუნა ტაბლეტი.

მოზარდებში და მოზრდილებში: დღეში 1 – 2-ჯერ 1 შუშხუნა ტაბლეტი.

მაგნიუმის მძიმე დეფიციტის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება დაინიშნოს შედარებით მაღალი დოზა.

1 შუშხუნა ტაბლეტი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ მიღებული ხსნარი.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მაგნიუმის დეფიციტის დონეზე. ხანგრძლივი მაღალდოზირებული მკურნალობა უნდა წარიმართოს ექიმის კონტროლის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების განსაზღვრას განიხილება შემდეგი კატეგორიებით:

ძალიან ხშირად | > 1/10
---|---
ხშირად | > 1/100 <1/10-მდე
შედარებით ხშირად | > 1/1,000 < 1/100 - მდე
იშვიათად | > 1/10,000 < 1/1,000-მდე
ძალიან იშვიათად | < 1/10,000
არ არის ცნობილი | (წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე არ არის დადგენილი სიხშირე)

ჭარბი დოზირება იწვევს დიარეას, რომელიც არ არის საშიში და დოზის შემცირების შემთხვევაში გადაივლის. ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტეს ხანგრძლივად მაღალი დოზით მიღება იწვევს სისუსტის შეგრძნებას. ასეთ შემთხვევაში ქიმიური და კლინიკური ანალიზის მეტოდების საფუძველზე ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

ვარგისობის ვადა.

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა.

შუშხუნა ტაბლეტი № 10.

10 შუშხუნა ტაბლეტი ტუბში. 1 ტუბი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი.

გაიცემა ურეცეპტოდ.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა