გასტრო ფორტე - Gastro Forte
გასტრო ფორტე - Gastro Forte

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გასტრო ფორტე

საკვები დანამატი საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის #10

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

კუჭის გაღიზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი და სწრაფი კვებით, ცხიმის შემცველი საკვებით ან საკვების მიღებით სტრესულ სიტუაციაში. ეს არის გავრცელებული მოვლენა , რომელიც აშშ-ში 4-დან 1 ადამიანს აწუხებს.

როგორ მოქმედებს ?

ბრომელაინი და პაპაია ეხმარება ცილების , ნახშირწყლების და ცხიმების გადამუშავებაში.

ნაღველას ფესვები ხელს უწყობს კუჭის წვენისა და ნაღვლის სეკრეციას.

როდის უნდა მივიღოთ?

გაღიზიანებული ნაწლავის, საჭმლის მონელების პროცესის დაქვეითების და მეტეორიზმის დროს.

შემადგენელი კომპონენტები | კონცენტრაცია მგ/1კაფს
---|---
ბრომელაინი | 150
შესაბამისი პროტეოლიზური აქტივობა | 180 GDU
პაპაის ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი 4:1 (Carica papaya L.) | 50
შესაბამისი პროტეოლიზური აქტივობა | 300 000 NFPU
ნაღველას ფესვის მშრალი ექსტრაქტი 4:1 (Gentiana lutea L.) | 50

ბრომელაინი -

ეს არის პროტეოლიზური ფერმენტების ნატურალური კომპლექსი არსებული ანანასის ნაყოფის რბილობში. იგი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებას, რომელიც იწვევს ცილების რაოდენობის შემცირებას (დაშლას) კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანებადობის დროს.

პაპაიას ხე CARICA PAPAYA L.-

პაპაიას ნაყოფი შეიცავს საქარიდებს, ეთერზეთებს და ცილებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია - პაპაინი, რომელიც წარმოადგენს ფერმენტების ნარევს. პაპაინი იწვევს ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების შემცირებას და საჭმლის მონელების გაადვილებას. ის ასევე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ნაღველა GENTIANA LUTEA L. –

ნაღველას ფესვის ძირითადი კომპონენტებია გლიკოზიდები, ტრიტერპენოიდები და ქსანტონები.

ნაღველა გამოიყენება საჭმლის მონელების ისეთი დარღვევის დროს, როგორიცაა მადის დაკარგვა, კუჭის სავსეობის შეგრძნება, მეტეორიზმი, დიარეა, გასტრიტი, კუჭის წვა და ღებინება. ის აგრეთვე გამოიყენება, როგორც სპაზმოლიზური, ანტიჰელმინთური და ანტისეპტიური საშუალება.

გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან -1 კაფსულა ჭამის დროს ან შემდეგ.

არ მიიღოთ დღეში 3 დოზაზე მეტი.

არ მიიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები**:**

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ან გაქვთ მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის სისტემა.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში .

გაფრთხილება**:**

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატები არ ანაცვლებენ ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიეტუვა,

www.ipb.lt

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გასტრო ფორტე #10კაფს
  • სახელი: გასტრო ფორტე #10კაფს
Aversi 14.92 ლ
გასტრო ფორტე კაფსულა #10
  • სახელი: გასტრო ფორტე კაფსულა #10
Pharmadepot 17.18 ლ
გასტრო ფორტე კაფსულა #10
  • სახელი: გასტრო ფორტე კაფსულა #10
GPC 13.16 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა