გასტრომილ რეფლუქსი - Gastromil Reflux
გასტრომილ რეფლუქსი - Gastromil Reflux

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გასტრომილ რეფლუქსი #20 პაკეტი, საკვები დანამატი

გასტროეზოფაგური რეფლუქსის საწინააღმდეგო საშუალება ანტაციდური, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის პროტექტორული და აღმდგენი ეფექტით, ასევე აქვს ანტიულცეროგენული და საჭმლის მომნელებელი მოქმედება.

შემადგენლობა 1 პაკეტში: მუკოსეივი (Mucosave™ -32% ოპუნციის პოლისაქარიდები და 25% ზეთისხილის ფოთლების ბიოფენოლები) 400მგ, კალციუმის კარბონატი 2000მგ, ნატრიუმის ბიკარბონატი 1000მგ, წყალმცენარე Fucus vesiculosus მშრალი ექსტრაქტი (ნატრიუმის ალგინატი) 130მგ, პიტნის მშრალი ექსტრაქტი 5მგ, თუთია 10მგ.

გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გულძმარვა ან მწველი ტკივილი გულმკერდში, რომელიც, ჩვეულებრივ, ვითარდება ჭამის შემდეგ და უარესდება დაწოლისას, ზეწოლის ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდში, საკვების რეგურგიტაცია პირში, მჟავე გემო პირში, ზეწოლისა და წვის შეგრძნება ყელში, გულისრევა, მუცლის შებერილობა, ბოყინი, მუცლის ყურყური, მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ სისავსის შეგრძნება მუცელში, ცუდი სუნი პირიდან, ხველა, ხმის ჩახლეჩა.)

მიღების წესი: 1 პაკეტის შიგთავსი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ ვახშმის შემდეგ ძილის წინ.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება ბავშვებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

უკუჩვენებებ ი: ჰიპერკალცემია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს არ შეიძლება ხანგრძლივი მიღება.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს. წონა: 120გ.

მწარმოებელი : DietMed – Produtos Dietéticos e Medicinais, S.A. Portugal.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ავერსი-ფარმა“

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გასტრომილ რეფლუქსი#20პაკ
  • სახელი: გასტრომილ რეფლუქსი#20პაკ
Aversi 37.3 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა