დ.ტაისი ვენენ გელი - Dr. Theiss Venen Gel
დ.ტაისი ვენენ გელი - Dr. Theiss Venen Gel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება:

100 გ. გელი შეიცავს:

ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი-3გ

გულყვითელას ყვავილების ექსტრაქტი-0.4გ

დამხმარე ნივთიერებები:

გლუკამატი, სეპიგელი, ეთილის სპირტი 96%, წყალი.

ფორმა:

გელი 100გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ვენების მატონიზირებელი, მცენარეული საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატის აქტიური ნივთიერებებს ესცინსა და კალენდულას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. წასმის შემდეგ გელი ხსნის ტკივილს, შეშუპებას, დაძაბულობის შეგრძნებას. აჩქარებს ზედაპირული ჰემატომების გაწოვას. აქვს სასიამოვნო გამაგრილებელი ეფექტი. არ ახასიათებს სისტემური მოქმედება.

ჩვენება:

კიდურების ტკივილი და შეშუპება, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, წვივის კუნთების კრუნჩხვები ღამით, სხვადასხვა ხარისხის ვენური უკმარისობით გამოწვეული კანის ქავილი, ტრავმული ხასიათის ტკივილები და შეშუპებები. ნაღრძობები, დაჭიმულობები, დაჟეჟილობები და სხვა.

სიფრთხილე:

კანის საფარის მთლიანობის დარღვეულ უბნებზე პრეპარატის შეზელვა ნებადართული არ არის!

აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული ყველა დამატებითი რჩევების მკაცრად დაცვა, როგორიცაა: ფეხების შეხვევა, ელასტიური წინდების ტარება, ფეხების გრილი აბაზანები. ისეთი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, როგორიცაა: შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, გადაღლა და სიცხის შეგრძნება, ტკივილი, განსაკუთრებით ცალ ფეხში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის შემთხვევით თვალში და ლორწოვანზე მოხვედრისას, საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანვა.

დოზირება და მიღების წესი:

გელის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე და მსუბუქი მასაჟით ხდება მისი ფრთხილად შეზელვა დღეში რამდენჯერმე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დ.ტაისი ვენენ გელი 100მლ*
  • სახელი: დ.ტაისი ვენენ გელი 100მლ*
Aversi 11.63 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა