დავი - Davi
დავი - Davi

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დავი

DAV

შემადგენლობა

საკვებიდანამატიდავიშეიცავსალფა-ლიპოისმჟავას,მაგნიუმსდავიტამინB6-ს.

ფუნქციური დანიშნულება

დავისასარგებლოაკვებითიდეფიციტისანორგანიზმისგაზრდილიმოთხოვნილებისდროსასში შემავალინივთიერებებისმიმართ**.**

ალფა-ლიპოის****მჟავა (α-lipoic) ასევე thioctic-ის მჟავად წოდებული, არის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად წარმოებული ცხიმოვანი მჟავა და წარმოდგენილია ბევრ საკვებ პროდუქტში, თუმცა მისი შეწოვა ხშირად შეფერხებულია საკვები ნივთიერებების დეფიციტით და არაადეკვატური კვების რეჟიმით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ეხმარება უჯრედშიდა ანტიოქსიდანტების (გლუტათიონის) აღდგენას. გინეკოლოგიის სფეროში α-lipoic მჟავას ანტიოქსიდანტურმა მოქმედებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვის დროს სასარგებლო შედეგები.

მაგნიუმი ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანსს და მონაწილეობს უჯრედის დაყოფის პროცესში. მისი სწორი მიღება ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, ნორმალურ მეტაბოლიზმს, ფსიქოლოგიური ფუნქციების, ძვალ- სახსროვანი, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კერძოდ, მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. მაგნიუმი იწვევს საშვილოსნოს კუნთების გაძლიერებული შეკუმშვის მოხსნას.

ვიტამინი****B6 ანუ პირიდოქსინი (pyridoxine) არის წყალში ხსნადი ვიტამინი წარმოდგენილი ცხოველურ და მცენარეულ საკვებში. ორგანიზმში გარდაიქმნება პირიდოქსალად და/ან პირიდოქსამინად - pyridoxamine, რაც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, მოქმედებს როგორც კოენზიმი სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებზე. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქცონირებას, დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჰორმონული აქტიურობისა და ფსიქოლოგიური ქმედების რეგულირებას. გარდა ამისა, ვიტამინი B6 ხელს უწყობს უჯრედის შიგნით მაგნიუმის გადატანას და დაგროვებას, ამრიგად, ახორციელებს არაპირდაპირ ზეგავლენას კუნთებზე.

DAV-ისმიღების****რეკომენდაციები

დავი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმს, ვიტამინ B6, რომელიც სასარგებლოა კვებითი დეფიციტის ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს ამ ნივთიერებების მიმართ.

მისი შემადგენლობის წყალობით იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ალფა- ლიპოის მჟავას, მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის გაძლიერებული საჭიროების დროს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ტკივილის სიმპტომები, ანთებითი მდგომარეობები და სპაზმი, ახდენს გავლენას ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე.

დავი უზრუნველყოფს საშვილოსნოს სიმშვიდეს მთელი ორსულობის განმავლობაში და საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის გაზრდის რისკის შემცირებას ყველა შემთხვევაში, როგორიცაა ინვაზიური პროცედურები პრენატალური დიაგნოზისათვის (მაგალითად, ამნიოცენტეზი). დავი ასევე ამსუბუქებს პირველადი დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის ჩივილებს.

DAV® შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და/ან მიორელაქსაციურ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში.

DAV-ისმიღებ****ის წესი

რეკომენდებულია 1 ან 2 ტაბლეტის მიღება დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გაფრთხილება

DAV არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. თუ თქვენ მკურნალობთ ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს.

შეფუთვა

გარსით დაფარული (შემოგარსული) 30 ტაბლეტი, თითოეული 1.2 გრ.

შემადგენლობა: 2 ტაბლეტის შემადგენლობა: 600 მგ ალფა ლიპოის მჟავა, 450 მგ მაგნიუმი, 2,6 მგ ვიტამინი B6.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ჩვენებები: მეანობაში: ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა, აბორტის მოსალოდნელი რისკი, მოსალოდნელი აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა, პრენატალური დიაგნოსტიკის ინვაზიური პროცედურების გამოყენებისას, როგორიცაა ამნიოცენტეზი. გინეკოლოგიაში: პირველადი დისმენორეა, პრემენსტრუალური სინდრომი.

დოზირება და მიღების წესი: დავი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო ან მიორელაქსანტ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში. რეკომენდირებული დღიური დოზაა 1 ან 2 ტაბლეტი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თუ პაციენტი მკურნალობს გლუკოზის დონის დამაქვეითებელი პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: დავი არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: გარსით დაფარული #30 ტაბლეტი შეფუთვაში.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და სამ წლამდე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი: ლო. ლი ფარმა, რომი, იტალია.

შემადგენლობა: 2 ტაბლეტის შემადგენლობა: 600 მგ ალფა ლიპოის მჟავა, 450 მგ მაგნიუმი, 2,6 მგ ვიტამინი B6.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ჩვენებები: მეანობაში: ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა, აბორტის მოსალოდნელი რისკი, მოსალოდნელი აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა, პრენატალური დიაგნოსტიკის ინვაზიური პროცედურების გამოყენებისას, როგორიცაა ამნიოცენტეზი. გინეკოლოგიაში: პირველადი დისმენორეა, პრემენსტრუალური სინდრომი.

დოზირება და მიღების წესი: დავი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო ან მიორელაქსანტ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში. რეკომენდირებული დღიური დოზაა 1 ან 2 ტაბლეტი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თუ პაციენტი მკურნალობს გლუკოზის დონის დამაქვეითებელი პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: დავი არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: გარსით დაფარული #30 ტაბლეტი შეფუთვაში.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და სამ წლამდე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი: ლო. ლი ფარმა, რომი, იტალია.

DAV****® ვაგინალური კაფსულები

შემადგენლობა**:**

დავის ვაგინალური კაფსულა შეიცავს: ალფა-ლიპოის მჟავა 10 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.


** **თვისებები :

DAV® ვაგინალური კაფსულები შეიცავს ალფა ლიპოის მჟავას, ენდოგენურ ცხიმოვან მჟავას ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელსაც ანთებითი პროცესების დროს შესწევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი უჯრედგარე დონეზე. ეს პროცესები პასუხისმგებელია უჯრედგარე მატრიქსის ალტერაციაზე და იწვევს ქსოვილების ცვლილებას. DAV® ვაგინალური კაფსულები ამავდროულად ახდენს ამ ეფექტის ნორმალიზებას, ეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს საშვილოსნოს ყელისა და ვაგინალური ქსოვილების ცვლილებას.

** **ფარმაცევტული ფორმა:

ვაგინალური კაფსულა.

კლინიკური ინფორმაცია

ორსულობის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას საშვილოსნოს რითმული და პროგრესული შეკუმშვების გამოვლენით, რომელიც ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის დამოკლებასთან და დილატაციასთან. ეს ცვლილებები ხდება ანთებითი პროცესების შედეგად, რომლებიც უკავშირდება შემაერთებელი ქსოვილის უჯრედგარე მატრიქსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ამ მიზეზით, აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის საფრთხის შემთხვევაში, შესაბამის ტოკოლიზურ მკურნალობასთან კავშირში ასევე უნდა ხდებოდეს საშვილოსნოს ყელის მორფოლოგიურ ცვლილებებზე მოქმედება.

** **გამოყენების რეკომენდაცია:

საშვილოსნოს ყელის მოდიფიკაცია, რომელიც გამოწვეულია ოქსიდაციური პროცესებით. დამხმარე პროდუქტი ნორმალური ვაგინალური ტროპიზმის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.

** **უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

** **გვერდითი მოვლენები:

დღემდე არაა გამოვლენილი გვერდითი მოვლენები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, თუ ეჭვობთ რომ გამოწვეულია პრეპარატის გამოყენების შედეგად.

** **შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან:

დღემდე არაა გამოვლენილი შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან მიმართებაში.

** მანქანის მართვა და სატრანსპორტო საშუალებები:**

მანქანისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვასთან მიმართებაში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები.


** **დოზა და მიღების წესი:

ღრმად შეიყვანეთ კაფსულა საშოში დღეში ერთჯერ (საღამოს დაწოლამდე) 6 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ექიმის შეხედულებისამებრ.


გაფრთხილება:

გამოყენებისას, განსაკუთრებით გაგრძელების შემთხვევაში, ადგილობრივი გამოყენების ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს სენსიბილიზაციის მოვლენები. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს სათანადო მკურნალობის დასადგენად. ქავილისა და წვის შეგრძნება გენიტალურ დონეზე უნდა განიხილებოდეს ფიზიოლოგიურად და დაკავშირებულია ლიპოიდური მჟავის ბუნებასთან. სპეციალური გინეკოლოგიური გამოკვლევების ან მკურნალობის შემთხვევაში, შეაჩერეთ პრეპარატის მიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ვაგინალური გზით. ნორმალური გამოყენების პირობებში არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბებით გამოწვეული დაზიანება. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ პროდუქტი თუ შეფუთვა არ არის გაუხსნელი. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ.

** **შენახვის სპეციალური ზომები:

შეინახეთ 0-დან 250C ტემპერტურამდე, სინათლისგან დაცულ და მშრალ ადგილას.

შეფუთვა:

6 ვაგინალური კაფსულა

ინსტრუქციის ბოლო გადასინჯვის თარიღი: 25/11/2015 წელი

CE 0373

Lo.Li Pharma s.r.l

ლუქსარდოს ქ. 33 - 00156 რომი - იტალია

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა