ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
დე-პანზა
შემადგენლობა
ბრომელაინი 45,00მგ
პაპაინი 100,00მგ
სერატიოპეპტიდაზა 5,00მგ
ქრიმოტიპსინი 2,00მგ.
ფარმაკოლოგიური****დახასიათება
ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზური, თრომბოლიზური აქტივობის მქონე, იმუნომოდულატორი.
D-პანზას კაფსულა იხსნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში (წვრილ ნაწლავში), რის გამოც არ აღიზიანებს კუჭს. ნაწლავიდან რეზორბციის შემდეგ, კაფსულაში არსებული ფერმენტები უკავშირდება სისხლის სატრანსპორტო ცილებს (alfa2macroglobulin და alfa1antitripsin) და წარმოიქმნება დროებითი პროტეაზა-ანტიპროტეაზას კომპლექსი. ეს კომპლექსი უზრუნველყოფს ფერმენტების სწრაფ ტრანსპორტირებას პათოლოგიის კერაში. ანთების კერაში D-პანზას ეზიმები ახდენს დაზიანებული ცილების დაშლას და მონელებას, შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას, აქრობს ანთებით პროცესებს, ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით რეაქციებს.
მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტები (ბრომელაინი და პაპაინი),
უმნიშვნელვანეს როლს ასრულებს ადამიანის კუჭ-ნაწლავში ცილების მონელებაში. საჭმლის მომნელებელი სისტემის პროტეოლიზური ფერმენტების უმრავლესობა გამომუშავდება პროფერმენტების სახით და აქტიურდება pH-ის განსაზღვრულ პირობებში, რომლებისთვისაც ისინი არიან განკუთვნილნი (კუჭი თუ ნაწლავის გარკვეული სეგმენტი). მათგან განსხვავებით მცენარეული ფერმენტები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება, უკვე დასრულებული სახით მუშაობს pH-ის მაჩვენებლის ფართო დიაპაზონში. ამ კლასის ფერმენტებიდან ყველაზე ცნობილია ბრომელაინი და პაპაინი (რომელსაც ასევე ბიოლოგიურ სკალპელსაც უწოდებენ).
პროტეოლიზური ფერმენტების უნარი - დაშალონ რთული ქიმიური კავშირები, გამოვლინდება არა მარტო საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, არამედ სისხლში და ქსოვილებში, ორგანიზმის მთელი მასშტაბით. ამის წყალობით, ისინი წარმატებით შლიან მავნე იმუნურ კომპლექსებს, უცხო წარმოშობის ცილებს, ნეკროზულ ქსოვილებს, ფიბროზულ წარმონაქმნებს და ჰემატომებს. პროტეოლიზური ფერმენტების გამოყენებამ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მკურნალობაში სისტემური ენზიმოთერაპიის სახელწოდება მიიღო.
ბრომელაინი**.** ბრომელაინს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და იმუნომარეგულირებელი მოქმედება, ამცირებს ანთებას და აჩქარებს ქსოვილების რეპარაციას - უჯრედშორისი სტრუქტურების დეპოლიმერიზაციით და მოდიფიკაციით და სისხლძარღვების განვლადობის ცვლილებით.
ბრომელაინის ძირთადი ფუნქციებია - პროტეულიზური აქტივობა, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული, ფიბრინოლიზური, თრომბოლიზური, ანტიკოაგულაციური, ჭრილობების შემახორცებელი, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სიმსივნის საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, მუკოლიზური აქტივობა, ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტების და ტოქსიკური ნარჩენების გამოტანა, ჭარბი სითხის მოშორება, ქსოვილების რეგენერაციის დაჩქარება, ანტიბიოტიკების მოქმედების სტიმულირება (ხელშეწყობა) ქსოვილოვანი განვლადობის გაზრდის გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი ადვილად აღწევს პათოლოგიურ კერაში; მცირე ჭრილობების სწრაფი შეხორცება, კარდიოვასკულარული და ცირკულარული ფუნქციის გაუმჯობესება, დნმ- ის სინთეზში მონაწილეობა, კანის მკვდარი უჯრედების მოცილება.
სისტემები და ორგანოები: კუჭ-ნაწლავი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სისხლი, იმუნური სისტემა, ცხიმოვანი ქსოვილი, კანი.
პაპაინი (მცენარეული პეპსინი). პაპაინი შლის ცილებსაც, ცხიმებსაც და ნახშირწყლებსაც. პაპაინი ნაწილობრივ ჰგავს ბრომელაინს. პაპაინი ისე გადაამუშავებს ცილებს, რომ ისინი ადვილად შეთვისებადი ხდება ორგანიზმისთვის. ამის გამო მას უწოდებენ „ბიოლოგიურ სკალპელს’’. მისი ეს უნარი ეხმარება ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან შეხორცებითი დაავადებებით.
ძირითადი ფუნქციები: ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტი, ანტიბაქტერიული, ანტიჰელმინთოზური, იმუნომასტიმულირებელი, ჭრილობის შეხორცების ხელშემწყობი, სიცხისდამწევი, კარდიოტონური, ჰიპოტენზიური, ნაღვლმდენი, შარდმდენი,
სპაზმოლიზური, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი, ნივთიერებათა ცვლის დამარეგულირებელი, ხელს უწყობს სხეულის წონის კორექციას, მონაწილეობს არგინინის სინთეზში, კანზე ავლენს გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას.
სისტემები და ორგანოები: კუჭ-ნაწლავის სისტემა, ღვიძლი, სისხლი, იმუნური სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ცხიმოვანი ქსოვილი, კანი.
სერატიოპეპტიდაზა - ერთადერთი მიკრობული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტია (მიიღება არაპათოგენური ენტერობაქტერიიდან). სერატიოპეპტიდაზას ახასიათებს ანთების სააწინააღმდეგო, შეშუპების და ნეკროზის საწინააღმდეგო მოქმედება, მეორადად ტკივილდამაყუჩებელი ეფექტი (ახდენს ანთების მედიატორების - ბრადიკინინის, სეროტონინის, ჰისტამინის ჰიდროლიზს). სერატიოპეპტიდაზა ახდენს ანთების დეტრიტის ელიმინაციას ანთების კერიდან (ალფა2მაკროგლობულინთან კავშირს ქმნის 1:1-ზე). ამ დროს მისი ანტიგენური მოქმედება მცირდება, ფერმენტულ მოქმედებას ინარჩუნებს. სერატიოპეპტიდაზა ბლოკავს პლაზმინის ინჰიბიტორებს და ავლენს ფიბრინოლიზურ მოქმედებას. სერატიოპეპტიდაზა ავლენს მუკოლიზურ აქტივობას, ეფექტურად ახდენს სეკრეტის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას.
ქიმოტრიფსინი -კუჭქვეშა ჯირკვლის პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც ანთების და ვირუსების საწინააღმდეგო მოქმედებისაა (უზრუნველყოფს ცილების ყველაზე მცირე მოლეკულებამდე - პეპტიდებამდე ჰიდროლიზს). ქიმოტრიფსინი შლის ნეკროზულ ქსოვილებს და ფიბროზულ წარმონაქმნებს (თრომბი, სისხლის კოლტი), ათხიერებს ბლანტ ექსუდატებს. სისხლში შეწოვისას იგი შთაინთქმება ცირკულირებადი ფერმენტთა ინჰიბიტორებით, რომელთა დონე უზომოდ იზრდება პათოლოგიური მდგომარეობებისას და ქსოვილთა დამაზიანებელი დაავადებებისას. პლაზმინის ინჰიბიტორების დონის დაქვეთებით ქიმოტრიფსინი აადვილებს პლაზმინის მოქმედებას, რომელიც აუცილებელია ბლოკირებული მიკროცირკულაციის აღდგენისთვის, შეშუპების მკურნალობისთვის.
D-პანზასგამოყენებადა****ჩვენებები
ანგიოლოგია**:** თრომბოფლებიტი, ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული
ობლიტერაცია, რეციდიული ფლებიტის პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპება.
უროლოგია**:** ცისტიტი, ცისტოპიელიტი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ვარიკოზი.
გინეკოლოგია**:** უროგენიტალური გზების ქრონიკული ინფექციები, ადნექსიტი, ჰისტოზი, მასტოპათია, ჰორმონალური მკურნალობების დროს გამოვლენილი არასასურველი გვერდითი გამოვლინებების შემცირება და გაქრობა.
კარდიოლოგია : დაძაბულობის სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტის პერიოდი (სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების მიზნით).
პულმონოლოგია**:** სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია.
გასტროენტეროლოგია**:** პანკრეატიტი, ჰეპატიტი.
ნეფროლოგია**:** პიელონეფრიტი, გლომერულონეფროლოგია.
ენდოკრინოლოგია : დიაბეტური ანგიოპათია, დიბეტური რეტინოპათია, ავტოიმუნური
თირეოიდიტი.
რევმატოლოგია**:** შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ანკილოზური სპონდილოართრიტი, ოსტეოართრიტი.
დერმატოლოგია**:** ატოპიური დრემატიტი, აკნე.
ქირურგია : ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ანთება, თრომბოზი, შეშუპება), პოსტრავმული და ლიმფური შეშუპებების მკურნალობა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდეგ, იმისათვის, რომ არ ჩამოყალიბდეს უხეში ნაწიბური და შეხორცებითი პროცესი ადვილად წარიმართოს.
ტრავმატოლოგია : ტრავმები, მოტეხილობები, დისტორციები, ქრონიკული პოსტტრავმული პროცესები, რბილი ქსოვილების ანთება, ტრავმები.
ნევროლოგია**:** გაფანტული სკლეროზი, ოსტეოქონდროზი.
პედიატრია**:** ატოპიური დერმატიტი, სასუნთქი გზების ინფექციური და ანთებითი დაავადებები (ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, პნევმონია), იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (შეუხორცებელი ჭრილობები, ჩირქოვანი ჭრილობები, შეხორცებები, შეშუპება.
ოფთალმოლოგია : უევიტი, ირიდოციკლიტი, ჰემოფთალმი, რეტინოპათია, ს/ს ოპერაციების
შემდგომი პერიოდი.
გამოყენების****წესი
1კაფსულა 2-ჯერ დღეში.
გამოშვების****ფორმა
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 3 ბლისტერი/თითოზე 10 კაფსულა.
შენახვის****პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისია 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
44.34 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა