ელექტროლიტ ბენე - Electrolyte Bene
ელექტროლიტ ბენე - Electrolyte Bene

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ელექტროლიტ ბენე

შემადგენლობა: 1 პაკეტი შეიცავს: 0 გ ლიპიდებს, ამათგან 1.22გ კარბოჰიდრატებს, 0.91გ შაქარი, 0 გ პროტეინი, 218.76მგ ციტრატი, 111.54მგ ქლორი, 86.68მგ ნატრიუმი, 57.42მგ კალიუმი, მთლიანი ოსმოლარობა 216 ოსმ. ლ.

ჩვენებები: რეჰიდრატაციისთვის სხვადასხვა წარმოშობის ფაღარათის და ღებინების დროს, დიაბეტი, ოფლიანობა გამოწვეული ვარჯიშით, სიცხეში მძიმე სამუშაოს შესრულებით, ან მაღალი ტემპერატურით, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების დროს. წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის გაუწყლოების დროს, აციდოზის კორექცია ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს.

დოზირება და მიღების წესი: გამოყენებისთვის უნდა მოხდეს პაკეტის გაჭრა. პაკეტის შიგთავსი მიიღება პირის ღრუდან მცირე ულუფებად ყოველ 2-3 წუთში ან მთლიანი პაკეტი ერთიანად (სურვილის მიხედვით) პირველ დღეს ჩვილებმა და 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 250მლ (4 პაკეტი) ელექტროლიტ ბენე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 8 პაკეტი. პროდუქტი არ საჭიროებს წყალში ან რაიმე სითხეში განზავებას. პაკეტი მიიღება პირდაპირ ან შესაძლებელია გაყინვა და გაყინული სახით მიღება (ნაყინის მსგავსად).

გარეგნული სახე და შეფუთვა: ელექტროლიტ ბენეს პაკეტი #8. 1 პაკეტი შეიცავს 62.5მლ ხსნარს ლიმონის არომატით.

შენახვის პირობები: პაკეტი ინახება მაცივარში და გამოიყენება 24 საათის განმავლობაში. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: რიოჯა ნატურე ფარმა, ესპანეთი.


ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ელექტროლიტ ბენე 62.5მლ #8პაკ
  • სახელი: ელექტროლიტ ბენე 62.5მლ #8პაკ
Aversi 19.72 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა