ვენოლასტი - Venolast
ვენოლასტი - Venolast

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვენოლასტი

შემადგენლობა

ბიოფლავანოიდები - 140 მგ

ცენტელას ექსტრაქტი 2% - 45 მგ

მოცვის ექსტრაქტი 1% - 59 მგ

სამკურნალო ძიძოს ექსტრაქტი 0.5 % - 56 მგ

გინკო ბილობას ექსტრაქტი 3% - 20 მგ

ვიტამინი C 100% - 80 მგ

რუტინი (რუტოზიდი) - 50 მგ

დიოსმინი - 50 მგ

ჰესპერიდინი - 50 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოპროტექტორი, ანტიოქსიდანტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ნეიროპროტექტორული, ანტიკოაგულაციური, იმუნომასტიმულირებელი, ჰიპოტენზიური, შარდმდენი, დერმატომატონიზებელი საშუალება.

ბიოფლავანოიდები - 140 მგ

ბიოფლავანოიდები მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა რგოლზე: ზრდის სისხლძარღვთა კედლების ელასტიურობას, ხელს უშლის სისხლდენის განვითარებას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, გულის მუშაობას, ამცირებს არტერიულ წნევას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპაზმს. გააჩნია საპროფილაქტიკო ეფექტი ათეროსკლეროზისა და სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციების დროს, ხასიათდება ანტიკანცეროგენული ეფექტით.

ცენტელას ექსტრაქტი 2% - 45 მგ

შემადგენლობა:

• ტრიტერპენული საპონინები: აზიატიკოზიდი, მადეკასოზიდი და სხვა.

• ტანინი

• ფლავანოიდები: რუტინი, ქვერციტინი და სხვა.

• მიკროელემენტები: კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი და სხვა.

• ასევე ვიტამინები, ეთერზეთები, ალკალოიდები.

ცენტელას ექსტრაქტი ხასიათდება: ანტიოქსიდანტური, ვენოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ნეიროპროტექტორული, ჰიპოტენზიური, შარდმდენი, დერმატომატონიზირებელი ეფექტით. ცენტელაში შემავალი ფლავანოიდები და ეთერზეთები ამცირებს შეშუპებას, არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ხსნის შფოთვისა და სტრესის შეგრძნებას. ცენტელას ექსტრაქტი ხასიათდება ჰიპოტენზიური და ანტისკლეროზული მოქმედებით, აძლიერებს იმუნიტეტს.

მოცვის ექსტრაქტი 1% - 59 მგ

შემადგენლობა:

• მთრიმლავი ნივთიერებები

• საპონინები

• მიკრო და მაკროელემენტები: კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა, ფოსფორი და სხვა.

• ვიტამინები: C, PP, B1, B5, B6, A.

• ორგანული მჟავები.

• ფლავანოიდები

მოცვის ექსტრაქტი ხასიათდება: ანტიოქსიდანტური, ვენოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი ეფექტით. მასში შემავალი კომპონენტები ახდენს სისხლძარღვების ტონუსის მომატებას და არეგულირებს მის გამტარებლობას, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. ასევე ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული და იმუნიტეტის მასტიმულირებელი ეფექტით. ახდენს სისხლში გლუკოზის დონის შემცირებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.

ძიძოს ექსტრაქტი 0.5 % - 56 მგ

შემადგენლობა:

• ფლავანოიდები

• მიკრო და მაკროელემენტები

• ვიტამინები

• ეთერზეთები

• ასევე შეიცავს კუმარინს, დიკუმაროლს, მელილოტოზიდს და მელილოტის მჟავებს.

სამკურნალო ძიძოს ექსტრაქტი ხასიათდება: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკოაგუალაციური, ვენოპროტექტორული, სედაციური ეფექტით. მასში შემავალი ნივთიერებები ახდენს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხსნის შეშუპებას, ტკივილს, აწესრიგებს ძილ-გამოღვიძების ფაზებს. გამოიყენება ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების, ჰემოროიდული კვანძების, რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ.

გინკო ბილობას ექსტრაქტი 3% - 20 მგ

შემადგენლობა:

• ფლავანოიდები: კომპფეროლი, ქვერციტინი

• ტერპენული ნაერთები: გინკოლიდი, ბილობალიდი

• ორგანული მჟავები

• ამინომჟავები

• ვიტამინები

• მიკრო და მაკროელემენტები: სელენი, მანგანუმი, ტიტანი, თუთია, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და სხვა.

გინკო ბილობას ექსტრაქტი ხასიათდება ნეიროპროტექტორული, ვენოპროტექტორული, ანტიკოაგულაციური, ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი ეფექტით. მასში შემავალი კომპონენტები ზრდის სისხლძარღვთა გამტარობას და მათ კედლებს მატებს ელასტიურობას. მისი გამოყენება ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკს. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. დადებითად მოქმედებს კოგნიტურ სფეროზე და ძილ-გამოღვიძების ფაზების რეგულაციაზე.

ვიტამინი C 100% - 80 მგ

ვიტამინი C მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რომელიც აუცილებელია სისხლძარღვების, მყესებისა და ძვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი C წარმოადგენს იმუნიტეტის მასტიმულირებელ საშუალებას, ხელს უწყობს ორგანიზმში მეტალების შეწოვას, არეგულირებს ენერგეტიკული ცვლის პროცესებს.

რუტინი (რუტოზიდი) - 50 მგ

რუტინი (ვიტამინი P) ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების მტვრევადობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების, ტროფიკული დარღვევების შემცირებას, ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.

დიოსმინი - 50 მგ

დიოსმინი ხასიათდება ანგიოპროტექტორული და ვენების მატონიზირებელი ეფექტით, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს, მიკროცირკულაციას, აღადგენს ქსოვილების ტროფიკას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჰესპერიდინი - 50 მგ

ჰესპერიდინი წარმოადგენს ციტრუსებისაგან მიღებულ ფლავონოიდს, რომელიც ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენული ეფექტით. ჰესპერიდინი ხელს უწყობს ვენური სტაზის შემცირებას, ამცირებს ვენების დაჭიმულობასა და სპაზმს, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს.

ჩვენებები

ქვემო კიდეურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ჰემოროიდული კვანძები, ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, ღამის კრამპები, ოპერაციის შემდგომი ვენური უკმარისობა, დიაბეტური მიკროანგიოპათია, რეტინოპათია, რბილი ქსოვილების პოსტტრავმული დაზიანება, ტროფიკული წყლულები.

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

- 18 წლამდე ასაკის პირები;

- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად; გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა დამოკიდებულია ექიმის გადაწყვეტილებაზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის რძეში გადასვლის შესახებ ცნობების არარსებობის გამო, მკურნალობის დროს ბავშვის კვება რეკომენდირებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლირებს საგულე გლიკოზიდების, ნიტრატებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტს.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ინიშნება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის ერთი კურსი შეადგენს 45 დღეს.

გამოშვების ფორმა

ვენოლასტი #45. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია

NOVATOR PHARMA” დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი

“GRICAR CHEMICAL” S.R.L via san juzeppe, 18/20 - Brugherio (MI)) - იტალია.

შემადგენლობა:
ბიოფლავანოიდები - 140 მგ
ცენტელას ექსტრაქტი 2% - 45 მგ
მოცვის ექსტრაქტი 1% - 59 მგ
სამკურნალო ძიძოს ექსტრაქტი 0.5 % - 56 მგ
გინკო ბილობას ექსტრაქტი 3% - 20 მგ
ვიტამინი ჩ 100% - 80 მგ
რუტინი (რუტოზიდი) - 50 მგ
დიოსმინი - 50 მგ
ჰესპერიდინი - 50 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოპროტექტორი, ანტიოქსიდანიტი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო,
ტკივილგამაყუჩებელი, ნეიროპროტექტორული, ანტიკოაგულაციური, იმუნომასტიმულირებელი,
ჰიპოტენზიური, შარდმდენი, დერმატომატონიზებელი საშუალება.

ჩვენებები: ქვემო კიდეურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ჰემოროიდული კვანძები, ვენური
უკმარისობა, თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება,
ღამის კრამპები, ოპერაციის შემდგომი ვენური უკმარისობა, დიაბეტური მიკროანგიოპათია,
რეტინოპათია, რბილი ქსოვილების პოსტრავმატული დაზიანება, ტროფიკული წყლულები.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. 18 წლამდე ასაკის
პირები, ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად; გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, დიარეა,
ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობა და ლაქტაცია – ორსულობის პერიოდში პრეპარატის
დანიშვნა დამოკიდებულია ექიმის გადაწყვეტილებაზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის რძეში
გადასვლის შესახებ ცნობების არარსებობის გამო, მკურნალობის დროს ბავშვის კვება
რეკომენდირებული არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლირებს საგულე
გლიკოზიდების, ნიტრატებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტს.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ინიშნება 1 ტაბლეტი
1 - 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ერთი კურსი შეადგენს 45 დღეს.
გამოშვების ფორმა: ვენოლასტი #45. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელჩანართთან
ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას. არაუმეტეს 25ოჩ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის
ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შემადგენლობა:
მიმოზა - 6%
გინკო ბილობა - 5 %
წითელი ყურძენი - 5 %
მენთოლი - 4,3 %
ნესვის ხის ნაყოფი (პაპაია) - 4 %
აზიური ცენტელა - 4 %
კიპარისი - 3 %
წითელი მოცვი - 0.3 %
რუტინი - 2 %
დიოსმინი - 0,1 %
ჰესპერიდინი 0,1 %

ჩვენებები:
ქვემო კიდეურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი,
ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, ღამის კრამპები,
ოპერაციის შემდგომი ვენური უკმარისობა, დიაბეტური მიკროანგიოპათია, რბილი
ქსოვილების პოსტრავმატული დაზიანება (ღრძობა, დაჭიმულობა, დეჟეჟილობა).
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად; ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
არ დაიტანოთ პრეპარატი ღია ჭრილობაზე, სიმსივნურ წარმონაქმნებზე (ხალი, პოლიპი,
პაპილომა)
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გარეგანი გამოყენების შესახებ
ინფორმაცია არ არსებობს.
გამოყენების წესი და დოზირება: დაიტანეთ დაზიანებულ მიდამოზე დღეში 2-3 ჯერ, კარგად
შეიზილეთ ისე, რომ არ მოხვდეს ლორწოვან გარსებსა და ღია ჭრილობებზე.
გამოშვების ფორმა: ვენოლასტი 100 მლ. გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას. არაუმეტეს 25ოჩ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის
შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია “NOVAთOღ PHAღMA” დიდი
ბრიტანეთი.
მწარმოებელი “GღIჩAღ ჩHEMIჩAL” შ.ღ.L ვია სან ჯუზეპპე, 18/20 - Bრუგჰერიო (MI) - იტალია

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოპროტექტორული, ფლებოტროპული, ანტიოქსიდანიტური საშუალება.

შემადგენლობა:

მიმოზა - 6%

გინკო ბილობა - 5%

წითელი ყურძენი - 5%

მენთოლი - 4,3%

ნესვის ხის ნაყოფი (პაპაია) – 4%

აზიური ცენტელა - 4%

კიპარისი - 3%

წითელი მოცვი - 0.3%

რუტინი - 2%

დიოსმინი - 0,1%

ჰესპერიდინი 0,1%

დიოსმინი: დიოსმინს ახასიათებს ვენების მატონიზირებელი ეფექტი, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს, მიკროცირკულაციას, აღადგენს ქსოვილების ტროფიკას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჰესპერიდინი: წარმოადგენს ციტრუსებისაგან მიღებულ ფლავანოიდს, რომელიც ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო დაანტიკანცეროგენული აფექტით. ჰესპერიდინი ხელს უწყობს ვენური სტაზის შემცირებას, ამცირებს ვენების დაჭიმულობასა და სპაზმს, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს.

მიმოზა: გააჩნია ანტისეპტიური, რეგენერაციის მასტიმულირებელი, სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ ჭრილობების, წყლულებისა და ნახეთქების შეხორცებას, ხელს უწყობენ კანის ნორმალურ ფუნქციონირებას და აფერხებენ კანის დაბერების პროცესს.

გინკო ბილობა: ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით. მატებს ელასტიურობას სისხლძარღვის კედლებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს ანთებით გამოწვეულ სიწითლესა და შეშუპებას.

წითელი ყურძენი: მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ასევე შეიცავს ტანინსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებსაც გააჩნიათ ანგიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ანტიკანცეროგენული ეფექტი. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.

მენთოლი: მოქმედებს კანის უჯრედებზე როგორც მატონიზირებელი, ქავილისა და გამონაყრის საწინააღმდეგო საშუალება. აქვს ანტიმიკრობული მოქმედება.

ნესვის ხის ნაყოფი (პაპაია): შეიცავს ნივთიერება პაპაინს, რომელიც წარმოადგენს ანტიკოაგულანტს და გამოიყენება თრომბოზების სამკურნალოდ. ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.

აზიური ცენტელა: მასში შემავალი ფლავანოიდები და ეთერზეთები ხასიათდებიან ვენოპროტექტორული ეფექტით. ცენტელას შემადგენლობაში შემავალი ნაერთები ამცირებენ შეშუპებას, არეგულირებენ სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობენ რეგენერაციას და აუმჯობესებენ ქსოვილების ტროფიკას.

კიპარისი: ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური და მატონიზირებელი თვისებებით. კიპარისის ზეთი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰემოროის, პოდაგრის, ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.

წითელი მოცვი: წარმოადგენს ანტიმიკრობულ და იმუნომასტიმულირებელ საშუალებას. მდიდარია მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.

რუტინი: რუტინი (ვიტამინი P) ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების მტვრევადობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების შემცირებას.

**ჩვენებები: **ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, ღამის კრამპები, ოპერაციის შემდგომი ვენური უკმარისობა, დიაბეტური მიკროანგიოპათია, რბილი ქსოვილების პოსტრავმატული დაზიანება ( ღრძობა, დაჭიმულობა, დაჟეჟილობა).

**უკუჩვენებები: ** ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად; ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები: არ დაიტანოთ პრეპარატი ღია ჭრილობაზე, სიმსივნურ წარმონაქმნებზე (ხალი, პოლიპი, პაპილომა)
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გარეგანი გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზირება: დიტანეთ დაზიანებულ მიდამოზე დღეში 2-3 ჯერ, კარგად შეიზილეთ ისე, რომ არ მოხვდეს ლორწოვან გარსებსა და ღია ჭრილობებზე.

**გამოშვების ფორმა: ** ვენოლასტი 100 მლ. გელი გარეგანი გამოყენებისათვის.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

**შენახვის ვადა: ** მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

**აფთიაქიდან გაცემის პირობა: ** გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა