ვენოპლანტი - Venoplant
ვენოპლანტი - Venoplant

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვენოპლანტი

გასტროპროტექტორული ტაბლეტები

ენტეროსომა-I®

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: დიოსმინი 300 მგ, ყვითელი ძიძოს ექსტრაქტი 160 მგ- 20% კუმარინი, აზიური ცენტელა 15 მგ.

ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტები წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომლის შემადგენლობაში შედის მიკრონიზებული დიოსმინი, ტიტრირებული მელილოტოს მშრალი ექსტრაქტი, რომლებიც უზრუნველყოფენ ვენურ და ჰემოროიდულ წნულში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, აზიური ცენტელას მშრალი ექსტრაქტი, რომელიც განაპირობებს მიკროცირკულაციის ფიზიოლოგიურად მიმდინარეობას და ხელს უშლის შეშუპების განვითარებას. ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტების შექმნისას გამოყენებულია დაპატენტებული ტექნოლოგია ენტეროსომა-I®, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს ისეთი აქტიური ნივთიერებების ათვისება, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ ძნელად ხსნადია ან რთულად შეიწოვება ნაწლავიდან.

ენტეროსომა-I® წარმოადგენს რამდენიმე კომპონენტის კომბინაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაწლავის უჯრედებთან კავშირს და ხდიან მათ უფრო მეტად გამტარს ნივთირებების მიღებისადმი. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ვენოპლანტის შემადგენლობაში შემავალი ლიპოფილური ნივთიერებები უკეთესად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

ტექნოლოგია ენტეროსომა-I® დაცულია საერთაშორისო პატენტით no. WO2013/171270.

ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტების მოქმედი ნივთირებები:

მელილოტო

გამოყენებულია ამ მცენარის მშრალი ექსტრაქტის ყვავილოვანი ნაწილი, რომელიც შეიცავს კუმარინს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრავალი ისეთი თვისება, რაც მას ყოველთვის საინტერესოს ხდიდა სამედიცინო და მეცნიერული თვალსაზრისით. მელილოტო აუმჯობესებს ვენურ და ჰემოროიდულ წნულში სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს მიკროცირკულაციას და ახდენს ქსოვილოვანი სითხის დრენირების გაძლიერებას.

აზიური ცენტელა

სამკურნალო მცენარე, დიდი ხანია ცნობილია და აქტიურად გამოიყენება მედიცინაში. იგი მდიდარია ტრიტერპენული ნივთიერებებით, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ ვენურ სისხლის მიმოქცევაზე. ტრიტერპენული ფრაქცია შედგება ნივთიერებებისგან, რომლებიც ერთვებიან მიკროცირკულაციის პროცესში და ღებულობენ მონაწილეობას ქსოვილოვანი სითხის დრენირების ფიზიოლოგიური ფუნქციის გაძლიერებაში, რომლის დარღვევაც იწვევს შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ქვემო კიდურებში.

მიკრონიზებული დიოსმინი

ბუნებრივი ფლავონოიდი, რომელიც მიღებულია ლიმონის ხიდან, ფორთოხლიდან და სხვა ციტრუსებიდან.

ჩვენებები

ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

ტროფიკული წყლულები.

ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება.

ტრავმის და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.

თვალის მიკროცირკულაციის დარღვევისას შეშუპების მკურნალობა.

მიკროცირკულაციის დარღვევა გამოხატული სისხლძარღვთა გამავლობის მოშლით.

გამოშვების ფორმა

ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტები შეფუთვაში 20 ტაბლეტია.

მიღების წესი

მიიღება დღეში ერთი ტაბლეტი, საუზმის შემდეგ, ჭიქა წყლის მიყოლებით.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას, არ გადააჭარბოთ დღიურად დასაშვებ დოზას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ წარმოადგენს ბალანსირებული დიეტის შემცვლელს.

შეინახეთ მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა ეხება პროდუქტის რომელიც ინახება ყველა წესის დაცვით და არის გაუხსნელ მდგომარეობაში,

გლუტენის გარეშე

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: დიოსმინი 300 მგ, ყვითელი ძიძოს ექსტრაქტი 160 მგ- 20% კუმარინი, აზიური ცენტელა 15 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ჩვენებები: ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები. ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ტროფიკული წყლულები. ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება. ტრავმის და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა. თვალის მიკროცირკულაციის დარღვევისას შეშუპების მკურნალობა. მიკროცირკულაციის დარღვევა გამოხატული სისხლძარღვთა გამავლობის მოშლით.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება დღეში ერთი ტაბლეტი, საუზმის შემდეგ, ჭიქა წყლის მიყოლებით.

განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება. არ შეიცავს გლუტენს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ვენოპლანტი ენტეროსომა-I, გასტროპროტექტორული ტაბლეტები შეფუთვაშია #20 ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: აესკულაპი.

შემადგენლობა: ჰეპარინი 4.000 სე, ყვითელი ძიძო- 20% კუმარინი 0,1გ, ესცინი 1გ, აზიური ცენტელა 0,1გ. ფარმაკოლოგიური თვისებები: ვენოპლანტის კრემ-გელს გააჩნია ანგიოპროტექტული მოქმედება. აუმჯობესებს ტროფიკას, მიკროცირკულაციას და კაპილარების ტონუსს ქვედა კიდურების ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს. ვენოპლანტის კრემ-გელი შეიცავს მცენარეულ ლიპოპროტეინულ ემულგატორს: ზეითუნის ზეთის გლუტინატი. ნივთიერება დამზადებულია ზეითუნის ზეთზე და ხორბლის პროტეინზე, რაც უზრუნველყოფს კრემ- გელის კანზე წასმისას კარგ ამტანობას და მთავარი კომპონენტების კარგად შეწოვას. ესცინი- ცხენისწაბლას მთავარი შემადგენელი კომპონენტია, მრავალ ექსპერიმენტულ მოდელებში დამტკიცებულია ესცინის ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და კაპილარების განვლადობის შემამცირებელი მოქმედება. სისხლძარღვების განვლადობის შემცირება ხელს უშლის ცილოვანი მოლეკულების, ელექტროლიტების და წყლის გადასვლას მიმდებარე ქსოვილებში, შედეგად მცირდება ვენური უკმარისობის სიმპტომები: ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი და ქავილი. ცენტელას ექსტრაქტის ტრიტერპენული ფრაქცია - აზიური ცენტელა (Centella Asiatica) სამკურნალო მცენარეა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენება თერაპიული მიზნით. ეს მცენარე მდიდარია ტრიტერპენებით, რომელიც სამკურნალო ეფექტს ახდენს კანზე და ვენურ ცირკულაციაზე. ტრიტერპენული ფრაქცია შეიცავს : Asian Acid (30%), Madecassic acid (30%), Asiaticoside (40%). ეს ნივთიერებები აუმჯობესებენ შემაერთებელი ქსოვილის ტროფიკას და ამცირებენ მიკროსისხლძარღვოვან განვლადობას. შედეგად ისინი უზრუნველყოფენ შემაერთებელი ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებას კანქვეშა ელასტიურობის და ვენების ელასტიურობის გაუმჯობესების ხარჯზე, ასევე აუმჯობესებენ ქსოვილების ფიზიოლოგიურ დრენაჟს, რომლის შეფერხებაც იწვევს ცელულიტს, შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში. ყვითელი ძიძო - ამ მცენარის ნედლი ან გამხმარი ფოთლები და ყვავილები გამოიყენება სამედიცინო თვალსაზრისით. შეიცავს კუმარინს, აქტიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება მედიცინაში და მისი ძალიან მაღალი ლიპოფილურობიდან გამომდინარე მთლიანად შეიწოვება კანიდან. კუმარინი ასტიმულირებს მაკროფაგული ენზიმების პროტეოლიზურ აქტივობას, რითაც ახდენს ვენური უკმარისობის დროს შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციას. ამ ნივთიერების შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ამცირებს ვენური შეგუბების და ლიმფური სტაზის განვითარებას გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, მათ შორის ტრავმისა და ორთოპედიული ქირურგიის დროს. ჰეპარინი- მუკოპოლისაქარიდი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჰემოკოაგულაციურ კასკადზე და გამოიყენება მისი ანტიკოაგულაციური მოქმედებიდან გამომდინარე. კანზე წასმისას ამცირებს ჰემატომების წარმოქმნას და ტრავმის შედეგად სითხის გაჟონვას, დაჟეჟილობის განვითარებას ან ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევას.
ჩვენებები: ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები. ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ტრავმის და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა. დოზირების რეჟიმი: კრემ-გელის თხელი ფენა წაისვით დაზიანებულ ადგილას 1-ჯერ ან რამოდენიმეჯერ დღეში. ნაზად შეიზილეთ სანამ კრემ-გელი მთლიანად არ შეიწოვება. შენახვის პირობები: ინახება 15-30 C ტემპერატურაზე, სითბოსგან, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

**შემადგენლობა და გამოშვების ფორმა **
კრემ-გელი: ტუბში 100 მლ.

100 მლ ტუბი შეიცავს:

ჰეპარინი 4.000 სე

ყვითელი ძიძო- 20% კუმარინი 0,1გ

ესცინი 1გ
აზიური ცენტელა 0,1გ

**კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
** ვენების მატონიზირებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვენოპლანტის კრემ-გელს გააჩნია ანგიოპროტექტული მოქმედება. აუმჯობესებს ტროფიკას, მიკროცირკულაციას და კაპილარების ტონუსს ქვედა კიდურების ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს. ვენოპლანტის კრემ-გელი შეიცავს მცენარეულ ლიპოპროტეინულ ემულგატორს: ზეითუნის ზეთის გლუტინატი. ნივთიერება დამზადებულია ზეითუნის ზეთზე და ხორბლის პროტეინზე, რაც უზრუნველყოფს კრემ- გელის კანზე წასმისას კარგ ამტანობას და მთავარი კომპონენტების კარგად შეწოვას. ესცინი- ცხენისწაბლას მთავარი შემადგენელი კომპონენტია, მრავალ ექსპერიმენტულ მოდელებში დამტკიცებულია ესცინის ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და კაპილარების განვლადობის შემამცირებელი მოქმედება. სისხლძარღვების განვლადობის შემცირება ხელს უშლის ცილოვანი მოლეკულების, ელექტროლიტების და წყლის გადასვლას მიმდებარე ქსოვილებში, შედეგად მცირდება ვენური უკმარისობის სიმპტომები: ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი და ქავილი. ცენტელას ექსტრაქტის ტრიტერპენული ფრაქცია - აზიური ცენტელა (Centella Asiatica) სამკურნალო მცენარეა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენება თერაპიული მიზნით. ეს მცენარე მდიდარია ტრიტერპენებით, რომელიც სამკურნალო ეფექტს ახდენს კანზე და ვენურ ცირკულაციაზე. ტრიტერპენული ფრაქცია შეიცავს : Asian Acid (30%), Madecassic acid (30%) and Asiaticoside (40%). ეს ნივთიერებები აუმჯობესებენ შემაერთებელი ქსოვილის ტროფიკას და ამცირებენ მიკროსისხლძარღვოვან განვლადობას. შედეგად ისინი უზრუნველყოფენ შემაერთებელი ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებას კანქვეშა ელასტიურობის და ვენების ელასტიურობის გაუმჯობესების ხარჯზე, ასევე აუმჯობესებენ ქსოვილების ფიზიოლოგიურ დრენაჟს, რომლის შეფერხებაც იწვევს ცელულიტს, შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში. ყვითელი ძიძო - ამ მცენარის ნედლი ან გამხმარი ფოთლები და ყვავილები გამოიყენება სამედიცინო თვალსაზრისით. შეიცავს კუმარინს, აქტიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება მედიცინაში და მისი ძალიან მაღალი ლიპოფილურობიდან გამომდინარე მთლიანად შეიწოვება კანიდან. კუმარინი ასტიმულირებს მაკროფაგული ენზიმების პროტეოლიზურ აქტივობას, რითაც ახდენს ვენური უკმარისობის დროს შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციას. ამ ნივთიერების შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ამცირებს ვენური შეგუბების და ლიმფური სტაზის განვითარებას გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, მათ შორის ტრავმისა და ორთოპედიული ქირურგიის დროს. ჰეპარინი- მუკოპოლისაქარიდი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ჰემოკოაგულაციურ კასკადზე და გამოიყენება მისი ანტიკოაგულაციური მოქმედებიდან გამომდინარე. კანზე წასმისას ამცირებს ჰემატომების წარმოქმნას და ტრავმის შედეგად სითხის გაჟონვას, დაჟეჟილობის განვითარებას ან ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევას.

ჩვენებები

ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები. ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

ტრავმის და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.

**დოზირების რეჟიმი **

კრემ-გელის თხელი ფენა წაისვით დაზიანებულ ადგილას 1-ჯერ ან რამოდენიმეჯერ დღეში. ნაზად შეიზილეთ სანამ კრემ-გელი მთლიანად არ შეიწოვება.

შენახვის პირობები

ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, სითბოსგან, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა