ვიტ დ3 ფიქს ულტრა - Vit D3 Fix Ultra
ვიტ დ3 ფიქს ულტრა - Vit D3 Fix Ultra

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

D3 fix® ულტრა
(ქოლეკალციფეროლი)

10,000 IU ვიტამინი D3

საკვები დანამატი
ვიტამინი D 3 წარმოიქმნება კანში ულტრაიისფერი რადიაციიის ფოტოლიტიკური რეაქციის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ორგანიზმს შეუძლია D3 ვიტამინის გამომუშავება, თანამედროვე ცხოვრების წესი და მზის სხივების არაადექვატური ზემოქმედება იწვევს D3 ვიტამინის დეფიციტს, რომელიც უნდა შეივსოს საკვებით.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს:
- კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ აბსორბციას/უტილიზაციას
- სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შეარჩუნებას
- ნორმალური ძვლების და კბილების ჩამოყალიბებას
- კუნთოვანი და ნერვული სისტემებისს ნორმალურ ფუნქციონირებას
- იმუნური სიტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- უჯრედის დაყოფის პროცესს

მიღების წესი:

მიიღება ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად, რადგან D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი და ცხიმიანი საკვები ეხმარება ორგანიზმს მის შეთვისებაში. ცხიმიან საკვებად ითვლება: ცხიმიანი რძე და იოგურტი, ცხიმიანი თევზი (ორაგული, სარდინი და სხვა), თხილი, ნიგოზი და ზეითუნის ზეთის შემცვრლი საკვები.

თითოეული ტაბლეტი D3 ფიქსი® ულტრა შეიცავს ვიტამინ D3 250 μg (10,000 IU, 5000% NRV*).
*NRV- კვებითი ღირებულება.

დოზირება:

1 ტაბლეტი 3 დღეში ერთხელ .
შესაფერისი დოზის შერჩევა ხდება სისხლის შრატში D ვიტამინის დონის განსაზღვრის შემდეგ. დოზირების სქემა იცვლება ექიმის რეკომენდაციით.

სიფრთხილის ზომები:

- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
- საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად
- ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის. ორსულობის, ძუძუთი კვების და სხვა მედიკამენტების მოხმარების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან
- შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას (150-250 C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
- მოარიდეთ მზის და სინათლის პირდაპირ სხივებს

არ შეიცავს ცხიმს - შეიცავს შაქარს მცირე რაოდენობით - არ შეიცავს გლუტენს

მწარმოებელი:
UNI-PHARMA KLEON TSETIS Pharmaceutical Laboratories S.A.
14th klm National Road 1, GR-145 64 Kiˆssia, Athens - Greece, www.uni- pharma.gr

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვიტ დ3 ფიქს ულტრა #30კაფს
  • სახელი: ვიტ დ3 ფიქს ულტრა #30კაფს
Aversi 34.3 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა