თიროქსილი - Thyroxil
თიროქსილი - Thyroxil

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს მიო-ინოზიტოლს 600 მგ, სელენს 83 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ჩვენებები: საკვებიდან სელენისა და ინოზიტოლის შემცირებული მიღების ან მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში. მსუბუქი სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდირებულია დღეში ერთი ტაბლეტის მიღება, დღის ნებისმიერ დროს.

განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატები არ განიხილება როგორც დაბალანსებული დიეტის ნაირსახეობის შემცვლელი და არ ცვლის სრულფასოვანი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილს. დამახასიათებელი სუნის არსებობა არ ნიშნავს პროდუქტის უვარგისობას.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ინახებამშრალ, გრილ, სინათლისაგან მოშორებულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ლო. ლი. ფარმაინტერნეშნალ, იტალია.

ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ინოთიმი“.

შემადგენლობა:

მიო-ინოიტოლი - 600 მგ;

სელენი - 83 მკგ.

თიროქსილი 4.0 არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მიოინოზიტოლსა და სელენს, განკუთვნილია საკვებიდან მათი შემცირებული მიღების ან გაძლიერებული ხარჯვის შემთხვევაში. იგი

სპეციალურად განკუთვნილია მსუბუქი სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს, როდესაც პრეპარატებით მკურნალობა ჯერ კიდევ არ იწყება

რა არის მიო-ინოზიტოლისა და სელენის ფიზიოლოგიური ფუნქცია?

სელენი აუცილებელი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ლიტერატურული მონაცემები აჩვენებს, რომ სელენი სელენოპროტეინის კოფაქტორია, ჩართულია თიროიდულ ჰომეოსტაზში, იმუნური სისტემის მოდულაციაში, ჰორმონალურ ბალანსში, უჯრედის დაცვაში. სელენის დეფიციტი შეიძლება გახდეს თიროიდული დაავადების მიზეზი.

მიოინოზიტოლი არის უჯრედის ფოსფოლიპიდების შემადგენელი ნაწილი და მისი მთავარი ბიოლოგიური როლი არის ის, რომ მონაწილეობს მრავალი ჰორმონის სიგნალის გადაცემაში. მაგ: ინსულინი, FSH და TSH. ფარისებრ ჯირკვალში მიო-ინოზიტოლი ჩართულია TSH-ით ინდუცირებულ იოდის ორგანიფიკაციაში.

გამოყენების რეკომენდაცია:

პოპულაციის მიმოხილვამ (წყარო-NHANES III) აჩვენა, რომ TSH-ის ნორმალური საზღვრებია 0.4-4.0 mUI/L. TSH-ის მაჩვენებელი 4.0-სა და 10.0 mUI/L შორის ნორმალური FT3 და FT4-ით განიხილება როგორც სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის ღრმა ჰიპოთირეოზის დაავადების განვითარების რისკი.

თიროქსილი 4.0 მიო-ინოზიტოლისა და სელენის წყალობით, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს.

გაფრთხილება:

შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის და ჯანმრთელი ცხოვრების სტილის შემცვლელად. შეინახეთ მშრალ, გრილ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას. სპეციფიური სუნი არ მიანიშნებს პროდუქტის არავარგისიანობას, იგი ტიპიურია L-სელენომეთიონინის ორგანოლეპტიური თვისებებისთვის.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში დღის ნებისმიერ დროს.

შეფუთვა:

თიროქსილი 4.0 გამოდის 30 ტაბლეტიანი შეფუთვით, 15 ტაბლეტი ერთ ფირფიტაზე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
თიროქსილი 4.0 #30ტ
  • სახელი: თიროქსილი 4.0 #30ტ
Aversi 64.62 ლ
თიროქსილი ტაბლეტი #30
  • სახელი: თიროქსილი ტაბლეტი #30
Pharmadepot 49.76 ლ
თიროქსილი ტაბლეტი #30
  • სახელი: თიროქსილი ტაბლეტი #30
GPC 49.76 ლ
Tiroxil - თიროქსილი 4.0 30 ტაბლეტი
  • სახელი: Tiroxil - თიროქსილი 4.0 30 ტაბლეტი
PSP 48.4 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა