ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
**თურმანიძე +
მალამო ანტისეპტიკური
**
**
ფარმაკოლოგიური მოქმედება** - ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად
ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს,
ასუფთავებს ჭრილობას ჩირქისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა
და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.
ჩვენებები – გამოიყენება შემდეგი დაავადებებისას : რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, პოსტინექციური აბსცესი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი), ტროფიული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, ნაწოლები, ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.
პროქტოლოგიაში – ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი, ბუასილი.
მეანობაში – კერტების ნახეთქი, კერატიტი, შორისზე ჭრილობები.
გინეკოლოგიაში – საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიტი.
მოხმარების წესი – ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალს ან სამფენა
დოლბანდს თხლად წასმული მალამოთი. ღრმა ჭრილობაში მალამოს შეტანა ხდება ტამპონის
მეშვეობით. საჭიროებისას ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის
პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა
ხდება 24 საათში ერთხელ.
პროქტოლოგიაში – ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად
წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
გინეკოლოგიაში –– ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.
**
არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.**
**
წამლის ფორმა**
25 გრ. ალუმინის ტუბები
**
შენახვის ვადა**
3 წელი, ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
7.56 ლ | ||
|
4.66 ლ | ||
|
4.65 ლ | ||
|
7.56 ლ | ||
|
7.56 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა