კალიკორდი ფორტე - Calicord Forte
კალიკორდი ფორტე - Calicord Forte

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კალიკორდი ფორტე

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: 307 მგ კალიუმს (მოხმარების რეკომენდირებული ნორმა 15%).

კალიუმი

კალიუმი - ეს არის მნიშვნელოვანი კათიონი ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს ნერვული იმპულსის გავრცელებაში, ხელს უწყობს ორგანიზმში pH-ის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ასევე უჯრედებში ოსმოსური წნევის შენარჩუნებას, ზემოქმედებას ახდენს გაღიზიანებადობაზე და ორგანზმის სხვა ფუნქციებზე. საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება კალიუმი კარტოფილში, ბანანში, ავოკადოში, ნესვში, ქიშმიშში, ფორთოხალში, ისპანახში, ლობიოში, ხორცში, რძეში, ყველში.

კალიუმის ცვლა ორგანიზმში რეგულირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებით და თირკმელებით. კალიუმი ზემოქმედებას ახდენს გულის გამტარობის სისტემის უჯრედების ფუნქციაზე და ნერვული იმპულსის გამტარობაზე, ასტიმულირებს განივზოლიანი კუნთების მგრძნობელობას და ამით უზრუნველყოფს ამ კუნთების კუმშვადობას.

კალიუმის დაახლოებით 98 პროცენტი გროვდება უჯრედებში და კალიუმის მხოლოდ 0,4 პროცენტს შეიცავს სისხლის პლაზმა. გარკვეული მიზეზების გამო კალიუმის რაოდენობა უჯრედებში შეიძლება შემცირდეს, ამასთან ვითარდება ჰიპოკალიემია. ეს ხდება ზოგიერთი დიურეტიკის, გულის გლიკოზიდების გამოყენებისას, ღებინების, კუჭის აშლის, არასრულფასოვანი კვების, შიმშილის, ძლიერი ოფლიანობის, მაგნიუმის რაოდენობის შემცირების დროს (მაგნიუმი აუცილებელია კალიუმის ნორმალური შეთვისებისა და ორგანიზმში მისი ცვლისათვის), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისას, ინტენსიური სპორტით დაკავებისას.

ორგანიზმში კალიუმის შემცირებისას აღინიშნება მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ასევე გულის რითმის დარღვევა, სისუსტის და კუნთებში ტკივილის შეგრძნება, აღინიშნება კუჭის შეკრულობა, წყურვილი, კანის სიმშრალე, ეცემა არტერიული წნევა. კალიუმის ციტრატი კალიუმის სხვა მარილებთან შედარებით ნაკლებად აღიზიანებს კუჭს, არ იწვევს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას, ზრდის ტუტეს კონცენტრაციას შარდში და ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.

რეკომენდაციები გამოყენებისათვის:

• ორგანიზმში კალიუმის არასაკმარისი რაოდენობის შესავსებად;

• არასრულფასოვანი კვებისას;

• ინტენსიური სპორტით დაკავების დროს;

• ძლიერი ოფლიანობისას;

• კალიუმის უკმარისობის გამო გულის რითმის დარღვევებისას;

• კუნთებში ტკივილის და სისუსტის შეგრძნების დროს.

დოზირება:

გამოიყენება თითო კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.

მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

შეფუთვა: 30 კაფსულა.

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 307 მგ კალიუმს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ჩვენებები: ორგანიზმში კალიუმის არასაკმარისი რაოდენობის შესავსებად, არასრულფასოვანი კვება, ინტენსიური სპორტით დაკავების დროს, ძლიერი ოფლიანობა, კალიუმის უკმარისობის გამო გულის რითმის დარღვევები, კუნთებში ტკივილის და სისუსტის შეგრძნების დროს.

დოზირება და მიღების წესი: ინიშნება თითო კაფსულა 1-2-ჯერ დრეში.

განსაკუთრებული მითითებები: მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #30 კაფსულა.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: დსს „აკონიტუმ“, ლიტვა.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კალიკორდი ფორტე 850მგ#30კაფს
  • სახელი: კალიკორდი ფორტე 850მგ#30კაფს
Aversi 16.93 ლ
კალიკორდი ფორტე კაფსულა 850მგ #30
  • სახელი: კალიკორდი ფორტე კაფსულა 850მგ #30
Pharmadepot 16.47 ლ
კალიკორდი ფორტე კაფსულა 850მგ #30
  • სახელი: კალიკორდი ფორტე კაფსულა 850მგ #30
GPC 16.94 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა