კალმოზინი - Calmosine
კალმოზინი - Calmosine

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კალმოზინი ღრძილების გელი
Calmosine Teething

დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე! არ შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს! არ შეიცავს შაქარს!

შემადგენლობა: ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი (Aloe Barbadensis), ძირტკბილა (Reglis), ზამბახის ფესურის ექსტრაქტი (Iris Germanica), ფუტკრის დინდგელი (პროპოლისი). დამხმარე ნივთიერებები: წყალი, გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, დიკალიუმის გლიცირიზატი, ფენილპროპანოლი.

ჩვენება: კალმოზინი კბილების ამოჭრა-გამოიყენება კბილების ამოჭრის დაწყებისა და მიმდინარეობის მთელს პერიოდში.

გამოყენების წესი: უნდა დააწვეთონ ბავშვს გელი ღრძილზე და თითით ფრთხილად გადაუნაწილონ. გამოყენება შესაძლებელია დღეში 5-ჯერ. უმჯობესია კვების შემდგომ. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება კბილების ამოჭრის პერიოდის ხანგრძლივობით.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის წესი: პროდუქტი გახსნამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გახსნის შემდგომ ინახება მაცივარში, +8C-დან +15C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: გელი 15მლ.

მწარმოებელი: ლაბორატორიეს ლაუდავიე (Laboratories Laudavie), საფრანგეთი.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ნ-ფარმა (N-PHARMA), თბილისი.

Calmosine Digestion

კალმოზინი საჭმლის მონელება

საკვები დანამატი

დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე!

არ შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს!

არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს!

არ შეიცავს კონსერვანტებს!

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს შემდეგ კომპონენტებს _ ცერეცოს თესლის ექსტრაქტი (Foeniculum Vulgare) 10 მგ., ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი (Tilia Cordata) 0,63 მგ.

დამხმარე ნივთიერებები : წყალი, მცენარეული გლუკოზის სიროფი, ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი (Citrus Aurantium), ლიმონის წვენი (Citrus Lemon).

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კალმოზინი საჭმლის მონელება _ კომბინირებული სიროფია, რომელიც გამოიყენება ჩვილებში აირების დაგროვების, მუცლის შებერვისა და ტკივილის მოსახსნელად. ცერეცოს თესლის ექსტრაქტი ადუნებს გლუვ კუნთებს, არეგულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას, და ხელს უწყობს ნაწლავებში დაგროვილი აირების ადვილად გამოდევნას, ამცირებს და სრულიად ხსნის შემაწუხებელ კოლიკას და მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილს. ცერეცოს თესლის ექსტრაქტი ააქტივებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და აადვილებს საკვების გადამუშავებას. გარდა ამისა, ცერეცოს თესლის ექსტრაქტს აქვს ანტიმიკრობული ეფექტიც, ეწინააღმდეგება ნაწლავებში პათოგენური ფლორის გამრავლებას; ცერეცო გამოირჩევა, დამამშვიდებელი მოქმედებით ბავშვის ნერვულ სისტემაზე. ცაცხვის ყვავილები შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინს, C ვიტამინს, მიკროელემენტებს, გააჩნია გლუვი კუნთების მომადუნებელი, ზოგადდამამშვიდებელი მოქმედება. ცაცხვი, გარდა იმისა, რომ ეფექტურად ხსნის მუცლის გლუვი კუნთების დაჭიმულობას, ეფექტურად ამშვიდებს და აწყნარებს ბავშვის ნერვულ სისტემას, არეგულირებს მადას, ძილის რეჟიმს.

გამოყენების რეკომენდაციები:

• კოლიკა/მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი
• მუცლის შებერილობა/მეტეორიზმი, ნაწლავთა სპაზმი
• საჭმლის მონელების დარღვევა
• დისფეპსიური მოვლენები (გულისრევა, პირღებინება)
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ასოცირებული ნაწლავთა სპაზმი და მუცლის ტკივილი
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გათავისუფლებისა და მეტეორიზმის მოხსნის მიზნით (მაგ. რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ).

**დოზირება და მიღების წესი: ** სიროფი მიიღება დაბადებიდან. რეკომენდებული დღიური დოზაა 5 მლ. 2-3 _ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 5 მლ.-ს 6_ჯერ დღეში.

მიიღება კვებამდე ნახევარი საათით ადრე.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

**შენახვის პირობები: **სიროფი გახსნამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გახსნის შემდგომ ინახება მაცივარში, +8 °C_დან +15 °C ტემპერატურაზე. გამოსაყენებლად ვარგისია გახსნიდან 10 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა : სიროფი 100 მლ., დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

მწარმოებელი: Laboratories Laudavie, საფრანგეთი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა