ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
ნატურმილი-ვირთევზას ღვიძლის ქონი 400მგ #90 რბილი კაფსულა, საკვები დანამატი
შემადგენლობა 1 კაფსულაში: ვირთევზას ღვიძლის ქონი 400მგ, ვიტამინი A 750მკგ, ვიტამინი D 5მკგ, ვიტამინი E 0.335მგ α-TE. საერთო ომეგა 3 81.7მგ (32.7მგ EPA, 36.7მგ of DHA)
თვისებები: უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების ნორმალურ ჯანმრთელობას. ზრდის სასუნთქი გზების ინფექციებისადმი გამძლეობას. აუმჯობესებს ღამის მხედველობას. სასარგებლოა ფრჩხილებისა და თმებისთვის. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს: ქრონიკული ანთება, რაქიტის პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზის დროს წაქცევებისა და მოტეხილობების პროფილაქტიკა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება, რევმატოიდული ართრიტი, გლაუკომა, ასაკდამოკიდებული მაკულის დეგენერაცია, შფოთვა, დეპრესია.
მიღების წესი: მოზრდილებში - 1 კაფს. 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ბავშვებში 3 წლიდან - 1 კაფს. დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ.
გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება ბავშვებში 3 წლამდე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილზე არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს.
არ შეიცავს შაქარს, სახამებელს, ლაქტოზას, გლუტენს.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
25.2 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა