ნატურმილი-ვიტ. E - Naturmili-Vit. E
ნატურმილი-ვიტ. E - Naturmili-Vit. E

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნატურმილი-ვიტამინი E 400 სე #60 რბილი კაფსულა, საკვები დანამატი

შემადგენლობა 1 კაფსულაში: E ვიტამინი 400 სე.

თვისებები: ანტიოქსიდანტი. აუმჯობესებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. სასარგებლოა მხედველობის, თავის ტვინის, სისხლის, კანის ჯანმრთელობისთვის.

გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს: E ვიტამინის დეფიციტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ცისტური ფიბროზის, ქოლესტაზის, ღვიძლის მძიმე დაავადების, აბეტალიპოპროტეინემიის ან არასრულფასოვანი კვების დროს, E ვიტამინის დეფიციტთან ასოცირებული პერიფერიული ნეიროპათია, მაკულის დეგენერაცია, ენდომეტრიოზი, ნაადრევი მშობიარობა, პრეეკლამპსიის პრევენცია, თვითნებური აბორტის პრევენცია, ქალისა და კაცის უნაყოფობა, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, გულის კორონარული დაავადების პრევენცია, ტარდიული დისკინეზია (ანტიფსიქოზური მედიკამენტების მიღებასთან ასოცირებული), ალცჰეიმერის დაავადება.

მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის წინ.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს.

არ შეიცავს შაქარს, სახამებელს, ლაქტოზას, გლუტენს.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნატურმილი-ვიტ. E 400სე #60კაფს
  • სახელი: ნატურმილი-ვიტ. E 400სე #60კაფს
Aversi 35.36 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა