ნატურმილი-თმა,ფრჩხილი - Naturmilli-Thma, Frchkili
ნატურმილი-თმა,ფრჩხილი - Naturmilli-Thma, Frchkili

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნატურმილი-თმისა და ფრჩხილების კომპლექსი #60 ტაბლეტი, საკვები დანამატი

შემადგენლობა 1 ტაბლეტში: MSM 500მგ, L-პროლინი 50მგ, L-ლიზინი 50მგ, L-ცისტინი 50მგ, ბიოტინი 25მკგ, ნიაცინი 8მგ, ვიტამინი C 40მგ, სელენი 27.5მკგ, თუთია 5მგ.

მიღების წესი: მიიღეთ 1 ტაბ. დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ.

თვისებები: აუმჯობესებს თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას. გამოიყენება თმის ცვენისა და დაზიანების შემთხვევაში. განაპირობებს თმის ზრდას, ანიჭებს თმას ბრწყინვალებას, იცავს თმას გამოშრობისგან.

გამოიყენება მტვრევადი ფრჩხილების სამკურნალოდ. უზრუნველყოფს ფრჩხილების გამაგრებას და ზრდას.

გამოიყენება კანის სიმშრალის დროს. ატენიანებს კანს და ანიჭებს სიგლუვეს.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე, ორსულებში და მეძუძურებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილზე არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს.

არ შეიცავს გლუტენს, შაქარს, ლაქტოზას, კარგად გადაიტანება დიაბეტიანებში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნატურმილი-თმა,ფრჩხილი #60ტ
  • სახელი: ნატურმილი-თმა,ფრჩხილი #60ტ
Aversi 42.48 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა