ნატურმილი-კრაზანა - Naturmili-Krazana
ნატურმილი-კრაზანა - Naturmili-Krazana

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნატურმილი-კრაზანა #90 კაფსულა, საკვები დანამატი

შემადგენლობა 1 კაფსულაში: კრაზანა/hypericum perforatum (0,3%, 900მკგ ჰიპერიცინი) 300მგ.

თვისებები: კრაზანა არის სეროტონინის, დოფამინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი, ასევე აინჰიბირებს მონოამინოოქსიდაზას, რაც განაპირობებს მის ანტიდეპრესიულ მოქმედებას. აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. წარმოადგენს ნეიროპროტექტორს, აღადგენს ქრ. სტრესით გამოწვეულ ჰიპოკამპის (აქვს ძირითადი როლი დამახსოვრებისა და დასწავლის ფუნქციებში) დაზიანებულ ნერვულ უჯრედებს.

გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

დეპრესიის მსუბუქი და ზომიერი ფორმები, სეზონური აფექტური აშლილობა, ალკოჰოლის და თამბაქოს თავის დანებების დროს განვითარებული სიმპტომების შემსუბუქება.

მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფს. 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 12 კვირა.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე, ორსულებში და მეძუძურებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილზე არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს.

არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს, რძის პროდუქტებს, სოიას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნატურმილი-კრაზანა 300 მგ #90ტ
  • სახელი: ნატურმილი-კრაზანა 300 მგ #90ტ
Aversi 25.2 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა