ნეო პეკეს-Suero+ელექტრ - Neo Pekes-Suero+Electro
ნეო პეკეს-Suero+ელექტრ - Neo Pekes-Suero+Electro

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები / გასტროენტეროლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა | 1 პაკეტი**(50მლ)**
---|---
ენერგეტიკული ღირებულება | 3,20 კკალ/ 13,60 კჯ
კარბონჰიდრატი | 0,8 გ
გლუკოზა | 0,8 გ
ცილები | 0 გ
ცხიმები | 0 გ
K+ | 39,10 მგ
Na+ | 65,52 მგ
Cl- | 88,63 მგ
მარილები | 0,09 გ

**თვისებები:
** პრეპარატი თავისი საუკეთესო შემადგენლობით აკმაყოფილებს ESPGHAN მოთხოვნილებას.
გლუკოზის დაბალი შემცველობის გამო პრეპარატი ხასიათდება ჰიპოოსმოლარული თვისებით
დამატკბობელად შემადგენლობაში შეიცავს სუკრალოზას - ყველაზე ტკბილ შაქარს და ამიტომ პრეპარატის გამოყენება დიაბეტიან პაციენტებში დასაშვებია
გელისებური კონსისტენციიდან გამომდინარე ღრმად ჩადის კუჭში და ღებინების დროს არ არის საშიშროება მისი უკუამოღების, ამიტომ არ საჭიროებს ყლუპ-ყლუპ მიღებას
სწრაფად აღადგენს დეჰიდრატაციის დროს დაკარგული ელექტროლიტების რაოდენობას, გააჩნია სასიამოვნო ხილის არომატი და მისაღებად კომფორტულია

ჩვენება:
• წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია, ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს
• აციდოზის კორექცია ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს
• ტემპერატურული რეაქცია

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
• ასაკის მიუხედავად სიმძიმის მიხედვით 1-3 პაკეტი დღეში
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით

**გამოყენების წესი:
** - პაკეტი არ საჭიროებს წყალში ან რაიმე სითხეში განზავებას
- პაკეტის პირდაპირ გამოყენება შესაძლებელია.
- პაკეტის შიგთავსი მიიღება როგორც ყლუპ - ყლუპად ასევე მთლიანი პაკეტი ერთიანად პაციენტის სურვილის მიხედვით

გამოშვების ფორმა:
50 მლ პაკეტი გელის კონსისტენციის შიგთავსით № 5 (250 მლ)
ოქროსფერი მალინის არომატით

**განსაკუთრებული მითითებები:
** პრეპარატის მიღების შემთხვევაში ორგანიზმი ივსება ელექტროლიტებით, ხოლო წყლის დეფიციტის შესავსებად შესაძლებელია ნებისმიერი სითხის გამოყენება ( სასმელი წყლის ჩათვლით)

შენახვის პირობები და ვადები:
პაკეტი ინახება გახსნილ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნილი პაკეტი ვარგისია 24 საათის მანძილზე.

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნეო პეკეს-Suero+ელექტრ50მლ#5პ
  • სახელი: ნეო პეკეს-Suero+ელექტრ50მლ#5პ
Aversi 21.52 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა