ნეოპროტექტი - Neoprotect
ნეოპროტექტი - Neoprotect

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნეოპროტექტი

N 30 კაფსულა

საკვები დანამატი

შემადგენლობა | მგ / 1 კაფსულა
---|---
ინდოლ 3 კარბინოლი ( Indole 3 carbinol) | 300 მგ
DIM დიინდოლილმეთანი (Diindolylmethane) | 100 მგ
რესვერატროლი (Resveratrol) | 100 მგ

რას წარმოადგენს ნეოპროტექტი?

ნეოპროტექტი წარმოადგენს ონკოგენურ პროტექტორს, იცავს რეპროდუქციული სისტემის ორგანოებს და ქსოვილებს ნეოპლაზიური პროცესებისგან.

ინდოლ 3 კარბინოლი - მცენარეული წარმოშობის ნივთიერებაა, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. ინდოლ 3 კარბინოლი არის ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოებსა და ქსოვილებში ( სარძევე ჯირკვალი, ენდომეტრიუმი, მიომეტრიუმი, საშვილოსნოს ყელი, საკვერცხეები) პათოლოგიური პროცესების უნივერსალური კორექტორი. ის ახდენს ესტროგენის ბალანსის ნორმალიზებას და თრგუნავს მათ უარყოფით მასტიმულირებელ ეფექტს, ასევე ბლოკავს სხვა( ჰორმონისაგან დამოუკიდებელ) მექანიზმებს, რომლებიც ააქტიურებენ პათოლოგიური უჯრედების ზრდას სარძევე ჯირკვალსა და საშვილოსნოს ქსოვილებში. მას აქვს უნარი გამოიწვიოს იმ უჯრედების შერჩევითი სიკვდილი, რომლებიც გამოირჩევიან არანორმალურად მაღალი პროლიფერაციით.

მას აქვს უნარი გარდაქმნას ესტროგენის აქტიური ფორმა, რომელიც იწვევს სიმსივნის განვითარებას, არატოქსიურ დაშლის პროდუქტად. ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის ნორმალიზებას და აკონტროლებს უჯრედის ანომალურ ზრდას მიომატოზისა და ენდომეტრიოზის დროს.

იგი კარგად აიტანება რეპროდუქციულ, პრეკლიმაქტერული და კლიმაქტერული ასაკის ქალებში. ასევე აქვს გამოხატული ეფექტურობა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური მდგომარეობების დროს.

DIM დიინდოლილმეთანი - არის მცენარეული ნივთიერება, რომელიც გვხვდება ბოსტნეულში ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენლებში, როგორიცაა ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და თეთრი კომბოსტო. იგი უზრუნვეყოფს ჯანმრთელობის სხვადასხვა სარგებელს. არის ინოლ 3 კარბინოლის მთავარი მეტაბოლიტი, რომელსაც აქვს ძლიერი კიბოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გამოიყენება მორეციდივე პაპილომატოზის სამკურნალოდ. ასტიმულირებს ინფიცირებული ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) და ტრანსფორმირებული უჯრედების აპოპტოზს, აგრეთვე y-ინტერფერონის რეცეპტორების ექსპრესიის სტიმულატორს. ამრიგად, დიინდოლილმეთანის თერაპიული ეფექტი ეფუძნება მის უნარს დააჩქაროს ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირებული და ტრანსფორმირებული უჯრედების ელიმინაცია და გააძლიეროს არასპეციფიკური იმუნური პასუხი ინფექციაზე.

გარდა ამისა, დიინდოლილმეთანი ახდენს ესტრადიოლის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას HPV- ით ინფიცირებულ უჯრედებში, ხელს უშლის კანცეროგენული ესტროგენის მეტაბოლიტის (16α-ჰიდროქსიესტრონი) წარმოქმნას, რომელიც ასტიმულირებს HPV ონკოგენების ექსპრესიას. ადამიანის პაპილომავირუსის E7 ონკოგენის ექსპრესიის დათრგუნვით, დიინდოლილმეთანი ბლოკავს HPV-ით ინფიცირებული უჯრედების ჰორმონდამოკიდებულ პათოლოგიურ პროლიფერაციას.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის (საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია) მკურნალობა (მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგები აქვს PCR-ით ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციის გამოვლენას).

რესვერატროლი - რესვერატროლი ძირითადად გვხვდება ყურძენსა და წითელ ღვინოში, მაგრამ ასევე ზოგიერთ მცენარესა და ხილში, როგორიცაა არაქისი, ფისტა და მოცვი. რესვერატროლი არის ფლავინოიდი, გამდიდრებული ცხიმოვანი მჟავებით და ფიტოსტეროლით. რესვერატროლს აქვს მოქმედების ფართო სპექტრი ადამიანის ორგანიზმზე - ანტითრომბოციტული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ჰიპოგლიკემიური და კიბოს საწინააღმდეგო. ბოლო წლებში ეს თვისებები ფართოდ იქნა შესწავლილი ცხოველებსა და ადამიანებში, როგორც in vitro, ასევე in vivo.

რეკომენდაცია გამოყენებისთვის:

•რეპროდუქციული სისტემის ჰორმონდამოკიდებული დაავადებების განვითარების რისკის შემცირება.

•საშვილოსნოს მიომა (ფიბრომიომა), ფიბროადენომის ქირურგიული მკურნალობის შემდგომ განმეორებითი განვითარების პროფილქატიკა.

•საშვილოსნოს ყელის ეროზია, დისპლაზია, პაპილომატოზი.

•ენდომეტრიოზი და საკვერცხის კისტა.

•მასტოპათია.

•წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დღეში წყალთან ერთად, 3 თვის განმავლობაში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.

შენახვის პრობები:

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

ფორმა და შეფუთვა:

შეფუთვა 1X10X3 კაფსულა ბლისტერულ შეფუთვაში.

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნეოპროტექტი #30კაფს
  • სახელი: ნეოპროტექტი #30კაფს
Aversi 54.8 ლ
Neoprotect - ნეოპროტექტი 30 კაფსულა
  • სახელი: Neoprotect - ნეოპროტექტი 30 კაფსულა
PSP 42.88 ლ
ნეოპროტექტი კაფსულა #30
  • სახელი: ნეოპროტექტი კაფსულა #30
Pharmadepot 44.39 ლ
ნეოპროტექტი კაფსულა #30
  • სახელი: ნეოპროტექტი კაფსულა #30
GPC 44.39 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა