ორნიქსილი - Ornyxil
ორნიქსილი - Ornyxil

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
ორნითინი 200 მგ
სილიმარინი 140 მგ
არტიშოკი 200 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტორული, დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური, ჰიპოამონიემიური, ნაღვლმდენი, შარდმდენი საშუალება.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმელების დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში. მათ შორის:
• ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი. ვირუსული ჰეპატიტის ქვემწვავე, პერსისტირებადი და აქტიური ქრონიკული ფორმა;
• მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი;
• ღვიძლის დაზიანებები, დაკავშირებული ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან, მათ შორის სტეატოზი (ცხიმოვანი ჰეპატოზი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი;
• პრეპარატი ასევე გამოიყენება ლიპიდურ-ქოლესტერინული ცვლის დარღვევის მქონე პაციენტებში კომპლექსურ თერაპიაში;
• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
• მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ფორმა;
• ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებში;
• ორსულთა ტოქსიკოზი.
პრეპარატს კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით იყენებენ ღვიძლის სხვადასხვა სახის ტოქსიური დაზიანების შემთხვევაში, მათ შორის:
• ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება და ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების პერიოდი;
• მძიმე მეტალებით და ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით მოწამვლა;
• ორგანული წარმოშობის გამხსნელებით ინტოქსიკაცია;
• ღვიძლის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლის გამოყენებასთან, მათ შორის პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ასევე ეთილის სპირტით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში.

გამოყენების წესი და დოზირება:
ორნიქსილი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, 1 ტაბლეტი 1-3ჯერ დღეში.
გვერდითი მოქმედება: იშვიათად კანის რეაქციები, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება.
უკუჩვენება: გამოხატული თირკმლის უკმარისობა (პლაზმაში კრეატინინის დონე 3მგ/100მლ-ზე მეტი), ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში, ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ჭარბი დოზირება: გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა: ორნიქსილი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25˚c ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ორნიტინი.........................200მგ

სილიმარინი.....................140მგ

არტიშოკი..........................200მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღვიძლის დამცველი, დეზინტოქსიკანტი, ჰიპოაზოტემიური, ჰიპოამონიემიური, ნაღველმდენი, შარდმდენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორნიტინი - აქვს დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური, ღვიძლის დამცველობითი, ჰიპოამონიემიური მოქმედება. შარდოვანას სინთეზში იყენებს ამონიუმის ჯგუფებს. ამცირებს ამიაკის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, მონაწილეობს ორგანიზმის მჟავა- ტუტოვანი გარემოს ბალანსირებაში და ინსულინისა და ჰიპოფიზის ჰორმონის გამომუშავებაში. მიღებისას ორნიტინ-ასპარტატი დისოცირდება შემადგენელ ელემენტებად (ორნიტინად და ასპარტატად), რომლებიც წვრილი ნაწლავის მიერ შეიწოვება აქტიური ტრანსპორტის გზით ნაწლავის ეპითელის გავლით. გამოიყოფა შარდთან ერთად.

სილიმარინი - ფლავონოიდური ნაერთების კომპლექსის შემცველი საშუალება, რომელიც მიიღება მცენარე ბაყაყურადან. სილიმარინი ხასიათდება აღმდგენი, დეზინტოქსიკაციური, ღვიძლის დამცველობითი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან რნმ-პოლიმერაზას სტიმულაციის ხარჯზე გაააქტიუროს სიცოცხლისთვის აუცილებელი ცილებისა და ფოსპოლიპიდების სინთეზი ჰეპატოციტებში. სილიმარინს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი, მონაწილეობს თავისუფალი რადიკალების უარყოფითი გავლენისა და პეროქსიდებისგან უჯრედების დაცვაში. წამლის ანტიტოქსიკური ეფექტი განპირობებულია ფლავონოიდების მოლეკულებში ფენოლური სტრუქტურების არსებობით, რომლებიც მონაწილეობენ თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში. პრეპარატი ამცირებს მალონალდეჰიდის ფორმირების ინტენსიობას და არეგულირებს ჟანგბადის შთანთქმას უჯრედების მიერ. პრეპარატი აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ აქტიობას გლუტატიონის კონცენტრაციის გაზრდის ხარჯზე. ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას პრეპარატი ამცირებს აცეტალდეჰიდის წარმოქმნას. სილიმარინს აქვს , მემბარნის მასტაბილიზირებელი ძლიერი ეფექტი, უჯრედის მემბრანასთან ბიოქიმიური ურთიერთქმედების ხარჯზე ხელს უშლის უჯრედის შემადგენელი ნივთიერებების კარგვას და აუმჯობესებს ცვლის პროცესებს.

არტიშოკი - აქვს ნაღველმდენი, ღვიძლის დამცველი და შარდმდენი ფუნქცია. ასევე ამცირებს შარდოვანას კონცენტრაციას სისხლის შრატში. პრეპარატი ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოენზიმის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს ქოლესტერინისა და ლიპიდების ცვლას და კეტონური სხეულების მეტაბოლიზმს. ანტიბიოტიკოთერაპიისას მოქმედებს თირკმელებისა და ღვიძლის პარენქიმაზე, როგორც დეზინტოქსიკაციური საშუალება. ინულინი და B ჯგუფის ვიტამინები(B1,B2), რომლებიც შედიან არტიშოკის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჩამონათვალში არეგულირებენ ცვლის პროცესებს ორგანიზმში. პრეპარატი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, მათ შორის აზოტოვანი ნაერთების, მძიმე მეტალების მარილებისა და ალკალოიდებისგან.

მიღება რეკომენდებულია:

- პრეპარატს იღებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადების კომპლექსური მკურნალობისას.

მათ შორის:

-ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის. პაციენტების მკურნალობა ქვემწვავე, პერსისტიული და ვირუსული ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით.
- ვირუსული ჰეპატიტის მწვავე ფორმის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში.
- ღვიძლის დაზიანება, რომელიც ცხიმოვანი ცვლის დაზიანებითაა გამოწვეული, მათ შორის, სტეაროზი(ცხიმოვანი ჰეპატიტი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.
- ღვიძლის სხვადასხვა ეტიოლოგიის ციროზი.
- პრეპარატი ასევე გამოიყენება სინთეზურ მკურნალობაში პაციენტებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ ლიპიდო-ქოლესტერული ცვლა.
- ღვიძლის ენცეფალოპათია.
- მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ნაღვლის გამომტანი გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ვარიანტი.
- ორსულთა ტოქსიკოზის დროს.
პრეპარატი გამოიყენება კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით ღვიძლის სხვადასხვა ტოქსიკური დაზიანებისას, მათ შორის:
- ღვიძლის დაზიანება წამლისგან, იმ წამლების მიღების პერიოდში, რომლებიც ხასიათდება ჰეპატოტოკსიკური მოქმედებით.
- ჰალოგენური ნახშირწყლებითა და მძიმე მეტალებით მოწამვლა.
- ორგანული წარმოშობის გამხსნელებით მოწამვლა.
- ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, მით უმეტეს, პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი; ეთილის სპირტით მწვავე მოწამვლისას.
**მიღების წესები და დოზები:
** მიიღება შიგნით. ჭამის შემდეგ, თითო ტაბლეტი 1-3ჯერ დღე-ღამეში.
**გვერდითი მოქმედება:
** იშვიათად კანისმიერი რეაქცია, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ღებინება და გულისრევა.
უარყოფითი ჩვენება :
თირკმლის მწვავე უკმარისობა(როდესაც კრეატინის დონე პლაზმაში აღემატება 3მგ/100მლ), ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
**მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვებისას:
** ორსულობისას პრეპარატის მიღება დასაშვებია. მკურნალობისას საჭიროა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
**დოზის გადაჭარბება:
** გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური მკურნალობა.

საერთაშორისო დასახელება - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
ორნითინი 200 მგ
სილიმარინი 140 მგ
არტიშოკი 200 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტორული, დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური, ჰიპოამონიემიური, ნაღვლმდენი, შარდმდენი საშუალება.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმელების დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში. მათ შორის:
• ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი. ვირუსული ჰეპატიტის ქვემწვავე, პერსისტირებადი და აქტიური ქრონიკული ფორმა;
• მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი;
• ღვიძლის დაზიანებები, დაკავშირებული ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან, მათ შორის სტეატოზი (ცხიმოვანი ჰეპატოზი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი;
• პრეპარატი ასევე გამოიყენება ლიპიდურ-ქოლესტერინული ცვლის დარღვევის მქონე პაციენტებში კომპლექსურ თერაპიაში;
• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
• მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ფორმა;
• ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებში;
• ორსულთა ტოქსიკოზი.
პრეპარატს კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით იყენებენ ღვიძლის სხვადასხვა სახის ტოქსიური დაზიანების შემთხვევაში, მათ შორის:
• ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება და ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების პერიოდი;
• მძიმე მეტალებით და ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით მოწამვლა;
• ორგანული წარმოშობის გამხსნელებით ინტოქსიკაცია;
• ღვიძლის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლის გამოყენებასთან, მათ შორის პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ასევე ეთილის სპირტით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში.

გამოყენების წესი და დოზირება:
ორნიქსილი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, 1 ტაბლეტი 1-3ჯერ დღეში.
გვერდითი მოქმედება: იშვიათად კანის რეაქციები, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება.
უკუჩვენება: გამოხატული თირკმლის უკმარისობა (პლაზმაში კრეატინინის დონე 3მგ/100მლ-ზე მეტი), ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში, ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ჭარბი დოზირება: გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა: ორნიქსილი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25˚c ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ორნიქსილი #30ტ *
  • სახელი: ორნიქსილი #30ტ *
Aversi 65.8 ლ
ორნიქსილი ტაბლეტი #30
  • სახელი: ორნიქსილი ტაბლეტი #30
GPC 49.35 ლ
ორნიქსილი 30 ტაბლეტი
  • სახელი: ორნიქსილი 30 ტაბლეტი
PSP 46.61 ლ
ორნიქსილი ტაბლეტი #30
  • სახელი: ორნიქსილი ტაბლეტი #30
Pharmadepot 61.85 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა