პროპოთიონი - Propothion
პროპოთიონი - Propothion

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

პროპოთიონი

PROPOTION

**შემადგენლობა:
**

ინგრედიენტები სპრეის ყოველ | 0.1 მლ-ში | 0.6 მლ-ში | 0.9 მლ-ში
---|---|---|---
ბეგქონდარას ექსტრაქტი (Thymus vulgaris) | 4,5 მგ | 27 მგ | 40,5 მგ
გვირილის ექსტრაქტი (Matricaria chamomile) | 2,8 მგ | 16,8 მგ | 25,2 მგ
პროპოლისის ექსტრაქტი | 2,2 მგ | 13,2 მგ | 19,8 მგ
ძირტკბილას ექსტრაქტი(Glycyrrhiza glabra) | 2,2 მგ | 13,2 მგ | 19,8 მგ

დამატენიანებელი გლიცერინი, დამატკბობელი ქსილიტოლი, მჟავიანობის რეგულატორი ლიმონმჟავა, კონსერვანტები ნატრიუმის ბენზოატი და კალიუმის სორბატი, პიტნის არომატიზატორი; *0.1მლ უდრის 1 შესხურებას.

ალკოჰოლის გარეშე.

**პროპოლისი **ფუტკრის პროდუქტია, რომელიც ცნობილია როგორც ფუტკრის წებო. ხასიათდება ფართო სპექტრის სასარგებლო ეფექტით. აძლიერებს რესპირატორული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. პროპოლისის შემადგენლობაშია ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ეთერები, ტერპენები, ვიტამინები, მინერალები და სხვა. გვირილა, ბეგქონდარა, ძირტკბილა გამოიყენება ყელისა და სასუნთქი გზების დაავადებებისას . გვირილის, თიმის და ძირტკბილას შემადგენლობაშია ეთერზეთები, ორგანული მჟავები, ვიტამინები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები, მთრთვილავი ნივთიერებები და სხვა. ბეგქონდარას ეთერზეთიდან თიმოლის დადებითი ეფექტი და გვირილიდან შამაზულენის წარმოებულები წარმატებითა შესწავლილი. გვირილის, ბეგქონდარასა და ძირტკბილას ექსტრაქტებში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს ხახის და ბრონქების ეპითელიუმის რეგენერაციას.

**გამოიყენება:

**

3-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის - 3-ჯერ დღეში 2 შესხურება ყელში. 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის - 3-ჯერ დღეში 3 შესხურება ყელში. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ! საუკეთესო ეფექტისთვის, არ მოიხმაროთ წყალი ან სითხე შესხურების შემდგომ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

**უკუჩვენებები:

**

არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს. საკვები დანამატი დამატკბობელთან ერთად არ არის მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. გამოიყენება დიაბეტიან პაციენტებშიც. მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე.

გამოშვების ფორმა: 30 მლ სპრეი. საკვები დანამატი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა