ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
სელენის L-მეთიონინი 200 მკგ.
თვისებები: სელენის L-მეთიონინი ორგანულად დაკავშირებული სელენის ყველაზე
ადვილად შეთვისებადი ფორმაა ადამიანის ორგანიზმისათვის. შედის ორასამდე
ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენდამოკიდებულია ცოცხალ ორგანიზმებში
არსებული ყველაზე ძლიერი და მთავარი ანტიოქსიდანტი გლუტათიონპეროქსიდაზა. შედის
იმ ფერმენტის შემადგენლობაში, რომელიც ააქტიურებს თიროქსინს. სელენის დეფიციტმა
შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის შენელება და გაცხიმოვნება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: სელენი ითვლება ძლიერ კანცეროსტატიკულ აგენტად.
იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის
სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან მომწამვლელი
მეტალების გამოყოფას (კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია), რომლებიც აზიანებენ გულის
კუნთს. სელენი გულის კუნთს იცავს ჟანგბადოვანი შიმშილისაგან. სელენი იცავს
ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. ამცირებს
ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, რის
შედეგადაც მცირდება პროფესიული დაავადებების განვითარების რისკი. ასტიმულირებს
თმის ზრდას. ანელებს დაბერების პროცესს.
**გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში:
**- სელენის დეფიციტი
- ანტიოქსიდანტური თერაპია
- დაავადებები რომლების გამოწვეულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან, მწვავე და
ქრონიკული ინფექციები
- იოდდეფიციტი
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- თირეოიდული ოფთალმოპათია
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა
- სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
53.01 ლ | ||
|
38.02 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა