სელენიუმ ფორტე - Selenium Forte
სელენიუმ ფორტე - Selenium Forte

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**შემადგენლობა: ** სელენი 200მკგ.

**ფარმაკოთერაპიული ჯგუფი **: მიკროელემენტo, ანტიოქსიდანტი.

გამოყენების რეკომენდაცია

სელენიუმ ფორტე წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ ფერმენტ გლუტათიონ პეროქსიდაზას კოფაქტორს, რომლებიც ანეიტრალებენ ენდოგენურად და ეგზოგენურად წარმოქმნილ ყველაზე აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედს მათი მავნე ზემოქმედებისგან

სელენი შედის ფერმენტ- იოდთირონინ 5-დეიოდინაზას შემადგენლობაში, რომელიც აკონტროლებს ტრიოდთირონინის წარმოქმნას. ჰიპოთირეოზის დროს, სელენიუმ ფორტე არა მხოლოდ ააქტიურებს თირეოიდულ ჰორმონს, არამედ იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისაგან.

სელენიუმ ფორტე ,როგორც ანტიოქსიდანტი ამცირებს სტრესის ჰორმონ-კორტიზოლის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

სელენი ხელს უწყობს ინტერლეიკინ 2 (IL-2)-ის აქტივობის ზრდას და T-ჰელპერების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას.

შესაბამისად აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

ჩვენებები:

_ ჰიპოთირეოზი ,იოდდეფიციტი

_ არასასურველი ეკოლოგიური გარემოს და მავნე ჩვევების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით;

_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;

_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;

_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

_ სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

გამოყენების წესი და დოზირება
სელენიუმ ფორტე ინიშნება დღეში ერთხელ, საუზმის დროს. მკურნალობის კურსი ერთი თვე
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-3 ჯერ.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის პირობა

ინახება მშრალ,გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი

IRB Laboratoires Nutrisanté – 85612 Montaigu FRANCE, საფრანგეთი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სელენიუმ ფორტე 200მკგ #30ტ
  • სახელი: სელენიუმ ფორტე 200მკგ #30ტ
Aversi 23.25 ლ
Selenium Forte - სელენიუმ ფორტე 200მკგ 30 კაფსულა
  • სახელი: Selenium Forte - სელენიუმ ფორტე 200მკგ 30 კაფსულა
PSP 24.91 ლ
Selenium Forte - სელენიუმ ფორტე 200მკგ 30 ტაბლეტი
  • სახელი: Selenium Forte - სელენიუმ ფორტე 200მკგ 30 ტაბლეტი
PSP 21.61 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა