ურინალი აქტივი - Urinal Active
ურინალი აქტივი - Urinal Active

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი "URINAL Active"

გამოშვების ფორმა: 4.5 გრ პაკეტები. 7 პაკეტი მოთავესბულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა : D-მანნოზა, დამატკბობელი ერითრიტოლი, მოცვის წვენის კონცენტრატი (ფხვნილი), მანიტოლის დამატკბობელი, ქსილიტოლის დამატკბობელი, მჟავიანობის რეგულატორი - ლიმონმჟავა, ჟოლოს არომატიზატორი, მოცვის არომატიზატორი, მტირალა არყის ფოთლის ექსტრაქტი, სტევიოლგლიკოზიდი (რებაუდიოზიდი A), ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი)

**** აქტიური კომპონენტი | ყოველდღიური მოხმარების ნორმის****შემადგენლობა (1პაკეტი****4,5გ) | % სარეკომნდაციო ყოველდღიური მოხმარების დონიდან ან ადეკვატური მოხმარებისას დონემდე
---|---|---
პროანტოციანიდები | 31,0 მგ | 31*
ვიტამინი D | 0,005 მგ | 100

  • არ აღემატება მოხმარების დასაშვებ ზედა ზღვარს.

გამოყენების სფერო: პროანტოციანიდინებისა და ვიტამინი D3-ის დამატებითი წყარო.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი Urinal Active შეიცავს აქტიური ინგრედიენტების უნიკალურ კომბინაციას სხეულის დასაცავად, სპეციალურად შერჩეულ დოზებში გამაგრილებელი სასმელის სახით სასიამოვნო ჟოლოს არომატით (შემადგენლობაში დამატებითი შაქრის გარეშე). არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. პაკეტიდან მიღებული სასმელი შეიძლება მიირთვათ როგორც ცივი, ასევე ცხელი. უპირატესობა ენიჭება თხევად ფორმას, რადგან ის ბუნებრივად ზრდის ორგანიზმის ყოველდღიური სითხის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია შარდიგამომყოფი სისტემის ჯანმრთელობისთვის.

რეკომენდებული დოზით, მას შეუძლია გახდეს პროანტოციანიდინებისა და ვიტამინი D3-ის დამატებითი წყარო, ასევე დაეხმაროს შარდსასქესო და იმუნური სისტემების ფუნქციის შენარჩუნებას. ვარგისია როგორც ერთჯერადი, ასევე კომბინირებული გამოყენებისთვის (მაგალითად, ანტიბიოტიკებთან ერთად).

რეალიზაციის პირობები : მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილი განისაზღვრება ევრაზესის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალური კანონმდებლობით.

გამოყენების წესი: მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - დღეში 1 პაკეტი ჭამის დროს, საღამოს, პაკეტის შიგთავსის ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა: 7-14 დღე. წლის განმავლობაში შესაძლებელია განმეორებითი მიღების კურსები.

უკუჩვენებები: კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ლაქტაცია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C .

მწარმოებლის დასახელება და ადგილი: “Walmakr a.s.”, Oldrichovice 44, 739 61 Trinec, ჩეხეთის რესპუბლიკა.

მომხმარებლის პრეტენზიების მიმღების ორგანიზაცია/ იმპორტიორი:

სს „ნიჟფარმი“, რუსეთი, 603105, ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქ. სახლის #7

ტელ: +7(831)278-80-88, ფაქსი: +7(831)430-72-28, e-mail: [email protected]

შენახვის ვადა: 2 წელი

სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის № AM.01.07.01.003.R.000239.03.22 07.03.2022წ

არ არის წამალი.

პროდუქტმა გაიარა ნებაყოფლობითი სერტიფიცირება.

დამატებითი ინფორმაცია

შარდსასქესო სისტემა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან სიცოცხლის პროცესში წარმოქმნილი არასაჭირო და მავნე ნივთიერებების გამოდევნას.ჩვეულებრივ, პათოგენური მიკროორგანიზმები არ მრავლდება შარდსასქესო სისტემის ყველა ორგანოში, თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გავლენით (ჰიპოთერმია, ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება ინფექციებზე და ა.შ.), ბაქტერიებს შეუძლიათ გადალახონ დამცავი ბარიერები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები და ამ სისტემის დისფუნქცია. შარდსასქესო სისტემის ფუნქციის შენარჩუნებას შეიძლება ხელი შეუწყოს საკვებთან ერთად საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) დამატებითმა მიღებამ, რაც ზრდის ორგანიზმის დაცვას არასასურველი გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან, ხელს უშლის ინფექციური პათოგენების ორგანიზმში შეღწევას და აჩქარებს მათ გამოყოფას.

URIRAL Active-ის ცალკეული კომპონენტების მახასიათებლები****

კანადური მოცვი (Vaccinium macrocarpon) უნიკალური საკვები პროდუქტია. მოცვის ნაყოფი (კენკრა) შეიცავს ორგანულ მჟავებს (ქვინიკის, ვაშლის, ლიმონის და ა.), ვიტამინ C-ს (200 მგ/კგ ახალი კენკრა) ირიდოიდ გლიკოზიდებს, ფენოლის მჟავებს (ჰიდროქსიბენზოინის და ჰიდროქსიცინამის მჟავების ჩათვლით), ტრიტერპენოიდებს (ურსოლის მჟავა და მისი წარმოებულები), ანთოციანინებს (წითელი პიგმენტები; არაბინოზა, გალაქტოზა, გლუკოზის 3-O-გლიკოზიდები), პროანტოციანიდინები, ფლავონოიდები (კვერცეტინი, მირიცეტინი, კემპფეროლი), შაქარი და რთული ნახშირწყლები. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებები, რომლებიც შედიან მოცვის წვენის შემადგენლობაში, ფლობენ რამდენიმე სახის აქტივობას, რაც ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემის ლორწოვანი გარსების დაცვას პათოგენური მიკროფლორის კოლონიზაციისგან. კანადური მოცვის წვენის კომპონენტები ავლენენ ანტიმიკრობულ აქტივობას სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმების მიმართ, აფერხებენ მიკროორგანიზმების ადჰეზიას ლორწოვანი გარსების ეპითელიუმის ზედაპირზე და აფერხებენ ბიოფილმების წარმოებას უროთელიუმის ზედაპირზე (ე.წ. ბიოფილმები). კვლევების თანახმად, მოცვის პროდუქტების დამატებითი მიღება ამცირებს საშარდე გზების განმეორებითი ინფექციების რისკს 16-35%-ით. შარდის ბუშტსა და საშარდე გზებში ქმნის მჟავე გარემოს, რის შედეგადაც Escherichia coli ვერ მრავლდება და კარგავს სიცოცხლის უნარს. გარდა ამისა, ცნობილია მოცვის ექსტრაქტის ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისებები. კვლევებმა აჩვენა, რომ მოცვის წვენის კომპლექსური გამოყენება ანტიბიოტიკებთან ერთად ხელს უწყობს არარეციდიული პრეიოდის გაზრდას. მოცვის ექსტრაქციის ინოვაციური Exocyan® ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს მოცვიდან მივიღოთ მაქსიმალური რაოდენობა აქტიური ნივთიერებების - პროანტოციანიდინები, ბუნებრივი ფლავონოიდები ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ისინი არიან მოცვის ანტიმიკრობული აქტივობის საფუძველი.

D-Mannose არის ბუნებრივი მონოსაქარიდი, რომელიც ხშირად გვხვდება ბუნებაში და აქვს განსაკუთრებული თვისებები. D-მანოზა ადვილად შეიწოვება სისხლში, მაგრამ არ შედის მეტაბოლიზმში და უცვლელი გადადის შარდში. ცისტიტის შემთხვევების 85%-ზე მეტი გამოწვეულია ენტერობაქტერიებით. ყველაზე გავრცელებულია Escherichia coli. ამ ბაქტერიას აქვს მრავალძაფიანი (ბუსუსებიანი) ჩხირის სახე. ამ ძაფებით ბაქტერიები უმაგრდება შარდის ბუშტის უჯრედებს. მანოზა უკავშირდება ენტერობაქტერიების ბუსუსებს, რის გამოც ისინი ვეღარ უმაგრდებიან შარდის ბუშტის კედლებს და აღარ იწვევენ ანთებას. თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი ბაქტერიები გამოირეცხება ორგანიზმიდან შარდის ნაკადთან ერთად, რაც ხელს უშლის ბაქტერიული ინფექციების განვითარებას. ამასთან, ბაქტერიები გამოირეცხება მხოლოდ იმ გარემოდან, სადაც მათი არსებობა ატიპიურია. არაერთმა ევროპულმა რანდომიზებულმა კონტროლირებადმა კვლევამ აჩვენა შარდ-სასქესო სისტემის ჯანმრთელობისთვის იმ ბიოლოგიური დანამატების მაღალი სარგებელი, რომლებიც შეიცავს D-მანოზას. ევროპისა და რუსეთის უროლოგთა ასოციაციები თავიანთ უახლოეს გაიდლაინებსა და რეკომენდაციებში საშარდე გზების ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის აღნიშნავენ D-მანოზას როლს. D-მანოზა უარყოფითად არ მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე. გარდა ამისა, D-მანოზას აქვს პრებიოტიკური თვისებები, ასტიმულირებს რა ნაწლავების ფუნქციონირებას და სელექციურად უზრუნველყოფს ადამიანებისა და ცხოველების ნაწლავის მიკროფლორის ბიფიდობაქტერიების ზრდას. D-მანოზას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, არ არღვევს შაქრის ბალანსს სისხლში.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - მისი ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციაა კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულირება და ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მდგომარეობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ვიტამინი D3 ასევე მონაწილეობს სხეულის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციონირებაში და მისი დეფიციტი მნიშვნელოვნად აისახება ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. ვიტამინი D3 აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, არტერიული წნევის რეგულირებისთვის და ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას. ვიტამინი D3 ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უროთელიუმის ანტიბაქტერიული დაცვის ბუნებრივი მექანიზმების უზრუნველსაყოფად, ქვედა საშარდე გზების ენდოთელური დისფუნქციის პრევენციაში, უროთელიუმის ოქსიდაციური სტრესის სიმძიმის შემცირებაში, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ქვედა საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციების სიხშირის და სიმძიმის შემცირებას. ბოლო კვლევების თანახმად, D3 ვიტამინის დეფიციტს თან ახლავს შარდის ბუშტის მოცულობის დაქვეითება და მისი სპონტანური აქტივობის ზრდა, რითაც ქმნის ქრონიკული ცისტიტის ან შარდის ბუშტის ჰიპერ აქტიური სურათის „იმიტაციას“, ხოლო ვიტამინი D3-ის დეფიციტის შევსება იწვევს ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების ლიკვიდაციას. ვიტამინი D3-ისს დაბალი დონე მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ქვედა საშარდე გზების განმეორებით ინფექციებთან პოსტმენოპაუზურ ქალებში.

მტირალა არყის ხე**(მეჭეჭეჭიანი) (Betula pendula**) - ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემისა და თირკმელების ჯანმრთელობას. არყის კვირტები შეიცავს ეთერზეთს, რომელშიც შედის ბეტულენი, ბეტულოლი, ბეტულენოლის მჟავა. ფოთლებში აღმოჩნდა ბეტულორეტინის მჟავა ბუტილის ეთერის სახით, ასკორბინის მჟავა 2- 8 %-მდე, ჰიპეროზიდი, ტანინები 5-9%, საპონინები 3,2%-მდე, ეთერზეთი (0,04-0,05%). არყის ქერქი შეიცავს ტრიტერპენის სპირტ ბეტულინს (ბეტულენოლს), გლიკოზიდებს ბეტულოზიდს და გაულტერინს, ტანინები 15%-მდე, ალკალოიდებსა და ეთერზეთებს. კვლევებმა აჩვენა არყის კვირტის ექსტრაქტის შარდმდენი, სადეზინფექციო, ანთების საწინააღმდეგო, ანტისპაზმური, ჭრილობების შეხორცების, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიჰელმინთური მოქმედება. ექსტრაქტს ასევე აქვს ანტიმიკრობული მოქმედება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი სტაფილოკოკების, ლამბლიების და ტრიქომონას წინააღმდეგ. არყის ფოთლებზე დაფუძნებული პროდუქტები ტრადიციულად გამოიყენებოდა როგორც შარდმდენი საშარდე გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ და თირკმელებიდან შარდმჟავას კრისტალების მოსაცილებლად. საშარდე გზების ინფექციების მქონე პაციენტებში რამდენიმე ღია კვლევაში ნაჩვენები იყო არყის ფოთლის ნაყენის დადებითი ეფექტი.

დასახელება - ურინალი აქტივი ფხვნილი პაკეტი #7
გამოყენების სფერო:
პროანტოციანიდინებისა და ვიტამინი D3-ის დამატებითი წყარო.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი Urinal Active შეიცავს აქტიური ინგრედიენტების უნიკალურ კომბინაციას სხეულის დასაცავად, სპეციალურად შერჩეულ დოზებში გამაგრილებელი ნაყენის სახით სასიამოვნო ჟოლოს არომატით (შემადგენლობაში დამატებითი შაქრის გარეშე). არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. პაკეტზე დაფუძნებული ნაყენი შეიძლება მიირთვათ როგორც ცივი, ასევე ცხელი. უპირატესობა ენიჭება თხევად ფორმას, რადგან ის ბუნებრივად ზრდის ორგანიზმის ყოველდღიური სითხის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია შარდიგამომყოფი სისტემის ჯანმრთელობისთვის.
რეკომენდებული დოზით, მას შეუძლია გახდეს პროანტოციანიდინებისა და ვიტამინი D3-ის დამატებითი წყარო, ასევე დაეხმაროს შარდსასქესო და იმუნური სისტემების ფუნქციის შენარჩუნებას. ვარგისია როგორც ერთჯერადი, ასევე კომბინირებული გამოყენებისთვის (მაგალითად, ანტიბიოტიკებთან ერთად).
გამოყენების წესი:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - დღეში 1 პაკეტი ჭამის დროს, საღამოს, პაკეტის შიგთავსის ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა: 7-14 დღე. წლის განმავლობაში შესაძლებელია განმეორებითი მიღების კურსები.
უკუჩვენებები:
კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ლაქტაცია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C .

დასახელება - ურინალი აქტივი ფხვნილი პაკეტი #7
გამოყენების სფერო:
პროანტოციანიდინებისა და ვიტამინი D3-ის დამატებითი წყარო.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი Urinal Active შეიცავს აქტიური ინგრედიენტების უნიკალურ კომბინაციას სხეულის დასაცავად, სპეციალურად შერჩეულ დოზებში გამაგრილებელი ნაყენის სახით სასიამოვნო ჟოლოს არომატით (შემადგენლობაში დამატებითი შაქრის გარეშე). არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. პაკეტზე დაფუძნებული ნაყენი შეიძლება მიირთვათ როგორც ცივი, ასევე ცხელი. უპირატესობა ენიჭება თხევად ფორმას, რადგან ის ბუნებრივად ზრდის ორგანიზმის ყოველდღიური სითხის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია შარდიგამომყოფი სისტემის ჯანმრთელობისთვის.
რეკომენდებული დოზით, მას შეუძლია გახდეს პროანტოციანიდინებისა და ვიტამინი D3-ის დამატებითი წყარო, ასევე დაეხმაროს შარდსასქესო და იმუნური სისტემების ფუნქციის შენარჩუნებას. ვარგისია როგორც ერთჯერადი, ასევე კომბინირებული გამოყენებისთვის (მაგალითად, ანტიბიოტიკებთან ერთად).
გამოყენების წესი:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - დღეში 1 პაკეტი ჭამის დროს, საღამოს, პაკეტის შიგთავსის ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა: 7-14 დღე. წლის განმავლობაში შესაძლებელია განმეორებითი მიღების კურსები.
უკუჩვენებები:
კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ლაქტაცია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C .

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ურინალი აქტივი #7ფხვ
  • სახელი: ურინალი აქტივი #7ფხვ
Aversi 24.3 ლ
ურინალი აქტივი ფხვნილი პაკეტი #7
  • სახელი: ურინალი აქტივი ფხვნილი პაკეტი #7
Pharmadepot 24.84 ლ
ურინალი აქტივი ფხვნილი პაკეტი #7
  • სახელი: ურინალი აქტივი ფხვნილი პაკეტი #7
GPC 25.19 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა