ფაურილი - Fauril
ფაურილი - Fauril

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფაურილი ყელის სპრეი

შემადგენლობა: პროპოლისის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტი, ვიტამინი C, ისლანდიური ხავსის ექსტრაქტის პოლისაქარიდები 30%, ინგლისური სუროს ექსტრაქტი 1%, ვერბასკოზიდი, ფენოლები 5%, ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტის გელი, ნატრიუმის ჰიალურონატი, რესვერატროლი. დამხმარე ნივთიერებები: დემინერალიზებული წყალი, ფრუქტოზა, კალიუმის სორბიტი, ფორთოხლის არომატი, სტევიოლას გლიკოზიდები.

ჩვენება: ფაურილის ყელის სპრეი არის საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება ტკივილის, წვის შეგრძნების, ყლაპვის გაძნელებასთან დაკავშირებული ყელის გაღიზიანების მოსახსნელად. ინოვაციური ფორმულა მოქმედებს როგორც ბარიერი, ქმნის დამცავ გარსს, რომელიც ფარავს პირის ღრუს და იცავს მას გარე გამღიზიანებლებისგან.
ფაურილის ყელის სპრეი ატენიანებს ლორწოვან გარსს და ინარჩუნებს მას ხანგრძლივი დროით, რაც ხელს უწყობს ყელის ტკივილის შემაწუხებელი სიმპტომების შემსუბუქებას.

უკუჩვენება: არ გამოიყენება ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში.

გამოყენების ინსტრუქცია: ბავშვები 2-დან 12 წლამდე: 2 შესხურება, სამჯერ დღეში. მოზრდილები: 4 შესხურება, სამჯერ დღეში.

გაფრთხილება: კარგად უნდა შეანჯღრიონ გამოყენებამდე. ყოველი გამოყენების შემდეგ ფრთხილად უნდა დახურონ კონტეინერი. ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციით. არ გამოიყენება თუ პაკეტი დაზიანებულია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა 3 წელი.

ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადა მითითებულია პროდუქტზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: საკვები დანამატი-1 ბოთლი 30მლ.

მწარმოებელი კომპანია: ერბოზეტა, იტალია.

ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: შპს. 3დ ფარმა
ltd3dgeorgia@gmail.com

ფაურილი

ნაზალური აეროზოლი

სამედიცინო მოწყობილობა ცხვირის ღრუს ლორწოვანზე გამოსაყენებლად

ფურცელ-ჩანართი შეიცავს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას: გამოყენების წინ გაეცანით ყურადღებით. პროდუქტი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სრულყოფილი ეფექტის მისაღებად პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში უმჯობესია ინსტრუქციის შენახვა და გადახედვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

დემინერალიზებული წყალი, კონცენტრირებული ზღვის წყალი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ალოე ვერას ფოთლების გელის ფხვნილი, მეთილსულფონილმეთანი, რესვერატროლი, კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ლაქტატი, ვაშლის მჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, სტევიოლის გლიკოზიდები.

არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას

რა არის ფაურილის ნაზალური აეროზოლი

ფაურილის ნაზალური აეროზოლი წყალ-მარილის ჰიპერტონული ხსნარია, რომელიც ათხელებს ლორწოს და ხსნის შეშუპებას. უზრუნველყოფს სეკრეტის გამოდევნას რინიტის და რინოსინუსიტის დროს. ათავისუფლებს ჰაერსავალ გზებს და აუმჯობესებს სუნთქვას.

ჩვენებები

ფაურილის ნაზალური აეროზოლი გამოიყენება სურდოს, რინოსინუსიტის, სინუსიტის დროს. ნატრიუმის ჰიალურონატის ბარიერული მოქმედების და პოლისაქარიდული კომპონენტის ეფექტების წყალობით იცავს და აღადგენს ანთებად ლორწოვან გარსს, უზრუნველყოფს ჰიდრირებას და რეგენერაციას.

გამოყენების წესი და დოზირება

რეკომენდებულია:

- მოზრდილები: 1-2 შესხურება თითო ნესტოში

- ბავშვები 1-12 წლამდე: 1 შესხურება თითო ნესტოში

დღეში 2-3-ჯერ ან ექიმის რეკომენდაცის შესაბამისად.

წლამდე ასაკში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომებზე. შესაძლებელია გამოყენების გახანგრძლივება მაქსიმუმ 30 დღემდე.

გამოყენების წინ რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა.

გახსნილი ფლაკონი ვარგისია 2 თვის განმავლობაში.

გამოყენების ინსტრუქცია

პირველი გამოყენების წინ რამდენჯერმე დააჭირეთ დისპენსერის ფრთებს თანაბარი დოზირებული გამოფრქვევისთვის. ამ მოქმედების გამეორება შესაძლოა საჭირო გახდეს აეროზოლის ხანგრძლივად გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.

რეკომენდებულია მოწყობილობის პერსონალური გამოყენება.

გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები.

1)შეანჯღრიეთ ფლაკონი
2)დისპენსერს მოხსენით დამცავი ხუფი
3)თავი ოდნავ დახარეთ, დისპენსერის თავი მოათავსეთ ნესტოში და მეორე ნესტო დახურეთ.
ბავშვებში გამოსაყენებლად დისპენსერი მოათავსეთ ნესტოს ქვეშ და ნაზად დააჭირეთ

4)დისპენსერის ფრთებზე სწრაფი და ძლიერად დააჭირეთ შეისხურეთ და შეისუნთქეთ დახურული პირით ნესტოში და ცხვირის ღრუს ლორწოვანზე გასანაწილებლად.
5)ნელა აწიეთ თავი და და გაიმეორეთ პროცედურა მეორე ნესტოში.
6)გამოყენების შემდეგ დისპენსერი დახურეთ დამცავი ხუფით
სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ და დაზიანების შემთხვევაში. ადგილობრივი მედიკამენტების ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სენსიტიზაციის ფენომენი: სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და აცნობეთ ექიმს. გამოყენების შემდეგ კონტეინერი არ გადააგდოთ გარემოში.

ურთიერთქმედება

ფაურილის ნაზალური აეროზოლის გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ ფორმულის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის ან შეუთავსებლობის შემთხვევაში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კვლევები არ ჩატარებულა, გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა პროდუქტის სწორად გამოყენების დროს. პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში შეაჩერეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას 25° C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. გამოყენების ვადა ვრცელდება პირობების დაცვით შენახულ გაუხსნელ პროდუქტზე.

გამოშვების ფორმა

20მლ ნაზალური აეროზოლი ფლაკონში დისპენსერით

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა