ცაინფ-კრილი - Zainf-Krill
ცაინფ-კრილი - Zainf-Krill

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ცაინფარმა - ანტარქტიდის კრილის ქონი 500 მგ, #60 რბილი კაფსულა, საკვები დანამატი

ანტარქტიდის კრილის ქონი Superba2™ ბუნებრივი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების, ფოსფოლიპიდებისა და ასტაქსანტინის შემცველობით. სუფთა სუბსტანციები.

1 კაფსულა 500 მგ კრილის ქონი შეესაბამება 200 მგ ფოსფოლიპიდებს, 110 მგ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს (60 მგ ეიკოზაპენტაენის მჟავას/EPA, 27.5 მგ დოკოზაჰექსაენის მჟავას/DHA), 50 მკგ კაროტინოიდ ასტაქსანტინს. წარმოადგენს სასარგებლო ცხიმების საუკეთესო წყაროს.

კრილის ქონის სასარგებლო ეფექტები 1:

  • შეიცავს ფოსფოლიპიდებს, რომლებიც ხელს უწყობს ომეგა-3 მჟავების ადვილად შეწოვას.
  • შეიცავს ასტაქსანტინს, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • კრილის ქონი 1000 მგ დღეში მნიშვნელოვნად ამცირებს ანთების მარკერს.
  • რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის დროს ამცირებს ართრიტის სიმპტომებს: შებოჭილობას, ტკივილს, ფუნქციურ დაზიანებას.

შემადგენლობა: კრილის ქონი (12% EPA, 5.5% DHA), ჟელატინი (კაფსულა, თევზი), გაწმენდილი წყალი, დამატენიანებელი გლიცერინი, სორბიტოლი.

მიღების****წესი: რეკომენდებულია 1-3 კაფსულა დღეში საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვა არ შეიძლება. ინიშნება 12 წლიდან. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.

არ შეიცავს

  • ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს
  • კონსერვანტებს
  • გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.

  1. Science-Based Health Benefits of Krill Oil. healthline.com/nutrition. 2020
ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ცაინფ-კრილის ქონი 500მგ#60კაფს
  • სახელი: ცაინფ-კრილის ქონი 500მგ#60კაფს
Aversi 56.88 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა