ცაინფ-ვიტამინი B12 - Kyanf-Vitamin B12
ცაინფ-ვიტამინი B12 - Kyanf-Vitamin B12

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ცაინფარმა - მეთილ B12 500 მკგ, #60 ტაბლეტი, საკვები დანამატი

სწრაფი აბსორბციის მქონე ბიოაქტიური მეთილკობალამინი პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტის ფორმით. სუფთა სუბსტანციები.

მეთილ B12****-ის სასარგებლო ეფექტები 1:

  • ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ახდენს მეგალობლასტური ანემიის განვითარების პრევენციას.
  • უზრუნველყოფს ორსულობისას ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის ნორმალურ განვითარებას.
  • ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას.
  • ამცირებს ჰომოცისტეინის დონეს სისხლში და ახდენს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის განვითარების პრევენციას.
  • იღებს მონაწილეობას სეროტონინის წარმოქმნაში და აქვს ანტიდეპრესიული მოქმედება.
  • ხელს უშლის თავის ტვინში ატროფიული ცვლილებების განვითარებას და მეხსიერების დაკარგვას.
  • აქვს მნიშვნელოვანი როლი თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაში.

შემადგენლობა : მეთილკობალამინი 500 მკგ (ვიტამინი B12), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილი და ტრიკალციუმის ფოსფატი, კარტოფილის სახამებელი, არომატიზატორი ლიმონი, სორბიტოლი, ქსილიტოლი, ლიმონმჟავა.

მიღების წესი: რეკომენდებულია 1 პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი დღეში. ინიშნება 4 წლიდან. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.

არ შეიცავს

  • მაგნიუმის სტეარატს
  • კონსერვანტებს
  • გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.

  1. 9 Health Benefits of Vitamin B12, Based on Science. healthline.com. NUTRITION. Evidence Based. 2018
ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ცაინფ-ვიტამინი B12 500მკგ#60ტ
  • სახელი: ცაინფ-ვიტამინი B12 500მკგ#60ტ
Aversi 27.44 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა