ივაკარდი - Ivacardi
ივაკარდი - Ivacardi

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება–ივაბრადინის ჰიდროქლორიდს
გამოყენების ჩვენებები: ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობა. ივაბრადინი გამოიყენება ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობისთვის, ნორმალური სინუსური რიტმის და გულის შეკუმშვათა სიხშირე მეტი ან ტოლი 70 წუთში მქონე მოზრდილებში. ივაბრადინი უნდა დაინიშნოს: ბეტა- ადრენობლოკატორების აუტანლობის ან გამოყენებისადმი უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში მოზრდილებში; ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაცისას, არასაკმარისი კონტროლის ქვეშ მყოფ პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორის ოპტიმალური დოზის ფონზე. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა. ივაბრადინი გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობისას (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში, სინუსური რიტმით და გულის შეკუმშვათა სიხშირით მეტი ან ტოლი 75 წუთში, სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, რომელიც მოიცავს თერაპიას ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებით, ან ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისადმი უკუჩვენებების, აგრეთვე მათი აუტანლობის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში მკურნალობის დაწყებამდე შეადგენს არანაკლებ 70 დარტყმას წუთში; კარდიოგენური შოკი; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (ნაკლები 90-50 მმ ვერცხლისწყლის სვეტის); ღვიძლის მძიმე უკმარისობა; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; სინოატრიალური ბლოკადა; არასტაბილური ან გულის მწვავე უკმარისობა; პაციენტს უდგას რიტმის ხელოვნური წამყვანი (გულის შეკუმშვათა სიხშირე რეგულირდება მხოლოდ და მხოლოდ კარდიოსტიმულატორის დახმარებით); არასტაბილური სტენოკარდია; III ხარისხის AB ბლოკადა; ციტოქრომ P450 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება, როგორებიცაა, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან (კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი შიგნით მისაღები, ჯოზამიცინი, ტელიტრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდონი; ერთდროული გამოყენება ვერაპამილთან ან დილთიაზემთან, რომლებიც CYR3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორებს წარმოადგენენ და გააჩნიათ გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების თვისებება; ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სათანადო მეთოდებს.

გამოყენების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება შიგნით დღეში ორჯერ, ანუ დილა- საღამოს საკვების მიღების დროს.
ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტები: 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას ივაბრადინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ორსულობას, აღნიშნული წამლის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

შენახვის პირობები: არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი–II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებისამებრ).

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება–ივაბრადინის ჰიდროქლორიდს
გამოყენების ჩვენებები: ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობა. ივაბრადინი გამოიყენება ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობისთვის, ნორმალური სინუსური რიტმის და გულის შეკუმშვათა სიხშირე მეტი ან ტოლი 70 წუთში მქონე მოზრდილებში. ივაბრადინი უნდა დაინიშნოს: ბეტა- ადრენობლოკატორების აუტანლობის ან გამოყენებისადმი უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში მოზრდილებში; ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაცისას, არასაკმარისი კონტროლის ქვეშ მყოფ პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორის ოპტიმალური დოზის ფონზე. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა. ივაბრადინი გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობისას (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში, სინუსური რიტმით და გულის შეკუმშვათა სიხშირით მეტი ან ტოლი 75 წუთში, სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, რომელიც მოიცავს თერაპიას ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებით, ან ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისადმი უკუჩვენებების, აგრეთვე მათი აუტანლობის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში მკურნალობის დაწყებამდე შეადგენს არანაკლებ 70 დარტყმას წუთში; კარდიოგენური შოკი; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (ნაკლები 90-50 მმ ვერცხლისწყლის სვეტის); ღვიძლის მძიმე უკმარისობა; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; სინოატრიალური ბლოკადა; არასტაბილური ან გულის მწვავე უკმარისობა; პაციენტს უდგას რიტმის ხელოვნური წამყვანი (გულის შეკუმშვათა სიხშირე რეგულირდება მხოლოდ და მხოლოდ კარდიოსტიმულატორის დახმარებით); არასტაბილური სტენოკარდია; III ხარისხის AB ბლოკადა; ციტოქრომ P450 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება, როგორებიცაა, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან (კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი შიგნით მისაღები, ჯოზამიცინი, ტელიტრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდონი; ერთდროული გამოყენება ვერაპამილთან ან დილთიაზემთან, რომლებიც CYR3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორებს წარმოადგენენ და გააჩნიათ გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების თვისებება; ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სათანადო მეთოდებს.

გამოყენების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება შიგნით დღეში ორჯერ, ანუ დილა- საღამოს საკვების მიღების დროს.
ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტები: 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას ივაბრადინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ორსულობას, აღნიშნული წამლის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

შენახვის პირობები: არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი–II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებისამებრ).

სამკურნალწამლო ფორმა და შემადგენლობა

აპკით შემოგარსული ტაბლეტები

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება – ივაბრადინის ჰიდროქლორიდი 8,085 მგ (ივაბრადინზე გადაანგარიშებისას 7,50 მგ, შესაბამისად);

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი;

გარსი (ოპადრაი II ნარინჯისფერი 31F240016): ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), რკინის ოქსიდი წითელი (E 172).

აღწერა

ტაბლეტები 7.5 მგ – მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, რომლებიც დაფარულია ღია ნარინჯისფერ-ვარდისფერი აპკისებრი გარსით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. სხვა საშუალებები გულის დაავადებების სამკურნალოდ. ათქ კოდი: С01ЕВ17

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ივაბრადინი არის სუფთა საშუალება, რომელიც ახდენს გულის შეკუმშვათა სიხშირის შენელებას გულის რიტმის მართვის სისტემის იf (იონური f არხების) სელექტიური და სპეციფიური ინჰიბირების გზით, რომლებიც აკონტროლებენ სპონტანურ დიასტოლურ დეპოლარიზაციას სინუსურ კვანძში და არეგულირებენ გულის რიტმს. გულის ეფექტები სპეციფიკურია სინუსური კვანძისთვის, ისინი ზემოქმედებას არ ახდენენ იმპულსების გატარების ხანგრძლივობაზე წინაგულთაშიდა, წინაგულ-პარკუჭოვან და პარკუჭთაშიდა გამტარ არხებში, აგრეთვე მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარზე და პარკუჭების რეპოლარიზაციაზე.

ივაბრადინს შეუძლია შევიდეს ურთიერთქმედებაში თვალის ბადურის იh ნაკადთან, რომელიც გულის სინუსური კვანძის იf არხების სტრუქტურის მსგავსია. იგი მონაწილეობს მხედველობითი აღქმის სისტემის დროებითი ცვლილების წარმოქმნაში, სინათლის კაშკაშა სტიმულებზე ბადურის რეაქციის ცვლილების ხარჯზე. მაპროვოცირებელი გარემოებების არსებობისას (მაგალითად, განათების ინტენსივობის მკვეთრი ცვლილება) იh ნაკადის ნაწილობრივ დათრგუნვამ ივაბრადინით, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტებში ნათებითი ფენომენების მოულოდნელი გაჩენა. ნათებითი ფენომენები (ფოტოპსიები) აღწერილია, როგორც სინათლის გარდამავალი გაელვებები მხედველობის შეზღუდულ არეალში.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ივაბრადინის ძირითად ფარმაკოდინამიკურ მოქმედებას ადამიანებში წარმოადგენს სპეციფიური, დოზაზე დამოკიდებული, გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება. გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების ანალიზმა 20 მგ დოზის შემთხვევაში დღეში ორჯერ, გამოავლინა პლატოს ეფექტის მიღწევისადმი ტენდენცია, რაც ამცირებს გამოხატული ბრადიკარდიის – წუთში არანაკლებ 40 დარტყმა, რისკს. ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზების შემთხვევაში, გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება წუთში დაახლოებით 10 დარტყმას შეადგენს, მშვიდ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვის დროს. ეს იწვევს გულის დატვირთვისა და მიოკარდიუმის ჟანგბადისადმი მოთხოვნილების შემცირებას. ივაბრადინი არ მოქმედებს გულშიდა გამტარობაზე, მიოკარდიუმის კუმშვადობის უნარზე (არ იწვევს უარყოფით ინოტროპულ ეფექტს) ან პარკუჭების რეპოლარიზაციაზე:

- კლინიკურ ელექტროფიზიოლოგიურ კვლევებში ივაბრადინი გავლენას არ ახდენდა წინაგულპარკუჭოვან ან პარკუჭშიდა გამტარ გზებში იმპულსების გატარების ხანგრძლივობაზე, და აგრეთვე QT კორექტირებულ ინტერვალებზე;

- მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (მპგფ) 30-45%) მქონე პაციენტებში, ივაბრადინი არ ახდენდა მავნე ზეგავლენას მპგფ-ზე.

ფარმაკოკინეტიკა

ფიზიოლოგიურ პირობებში ივაბრადინი სწრაფად გამოიყოფა ტაბლეტებიდან და ადვილად იხსნება წყალში (>10 მგ/მლ). ივაბრადინი არის S-ენანტიომერი in vivo ბიოკონვერსიის გარეშე. ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენს ივაბრადინის N დესმეთილირებული წარმოებული.

ივაბრადინის კინეტიკა 0,5-24 მგ დოზების დიაპაზონში არის სწორხაზოვანი.

შეწოვა

ივაბრადინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციით დაახლოებით 1 საათში. აპკით შემოგარსული ტაბლეტების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 40%-ს შეადგენს, რაც განპირობებულია ნაწლავსა და ღვიძლში „პირველი გავლის“ ეფექტით.

საკვები აფერხებს შეწოვას დაახლოებით 1 საათით და ზრდის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 20-დან 30%-მდე. კონცენტრაციის ინდივიდუალური ვარიაბელურობის შემცირების მიზნით პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებასთან ერთად.

განაწილება

ივაბრადინის დაკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან დაახლოებით 70%-ს შეადგენს, განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში დაახლოებით 100 ლიტრს შეადგენს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, დღეში 2-ჯერ 5 მგ რეკომენდებული დოზის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, დაახლოებით 22 ნგ/მლ შეადგენს (ვარიაციის კოეფიციენტი = 29%). სისხლის პლაზმაში საშუალო წონასწორული კონცენტრაცია 10 ნგ/მლ შეადგენს (ვარიაციის კოეფიციენტი = 38%).

მეტაბოლიზმი

ივაბრადინი მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწლავებში მხოლოდ P450 3A4 (CYP3A4) ციტოქრომით დაჟანგვის გზით. ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს N დესმეთილირებული წარმოებული (S 18982), რომლის კონცენტრაცია ივაბრადინის დოზის 40%-ს შადგენს. ივაბრადინის აქტიური მეტაბოლიტის მეტაბოლიზმი ასევე ხდება CYP3A4-ის საშუალებით. ივაბრადინს გააჩნია დაბალი ნათესაობა CYP3A4-თან, ის არ იწვევს მის ინდუცირებასა და ინჰიბირებას. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივაბრადინი ზემოქმედებას ახდენს მეტაბოლიზმზე ან CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატების კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში. მეორე მხრივ, ძლიერ ინჰიბიტორებს და ინდუქტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად იმოქმედონ ივაბრადინის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში.

გამოყოფა

ივაბრადინის გამოყოფის საშუალო ნახევარპერიოდი სისხლის პლაზმაში შეადგენს 2 სთ (ფართობის 70-75% მაჩვენებლის მრუდის ქვეშ, სისხლში პრეპარატის კონცენტრაციისა და დაკვირვების დროის [AUC] შორის დამოკიდებულების გრაფიკზე), გამოყოფის ეფექტური ნახევარპერიოდი შეადგენს 11 სთ. ივაბრადინის საერთო კლირენსი – დაახლოებით 400 მლ/წთ., ივაბრადინის თირკმლოვანი კლირენსი – თითქმის 70 მლ/წთ. მეტაბოლიტების გამოყოფა ხდება განავალთან და შარდთან ერთად თანაბარი რაოდენობით. მიღებული დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

- ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები (AUC და Cmax) ხანდაზმულ (≥65 წლის) პაციენტთა ან ძალიან ხანდაზმულ პაციენტთა (≥75 წლის) და საერთო პოპულაციის პაციენტთა ჯგუფებში არსებითად არ განსხვავდება;

- თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 15-60 მლ/წთ) გავლენა ივაბრადინის ფარმაკოკინეტიკაზე მცირეა, რადგან თირკმელებით ივაბრადინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის მხოლოდ 20% გამოიყოფა;

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის მსუბუქი სიმძიმის უკმარისობის (7 ქულა ჩაილდ-პიუს სკალით) მქონე პაციენტებში თავისუფალი ივაბრადინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის AUC 20%-ით მეტია, ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მონაცემები ივაბრადინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდულია და არ იძლევა ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის თავისებურებების შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ღვიძლის მძიმე უკმარიობის მქონე პაციენტებში ივაბრადინის გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემები არ არსებობს;

- ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტები: ივაბრადინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე 6 თვიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ჰგავს ფარმაკოკინეტიკას, რომელიც აღწერილია მოზრდილებში ტიტრაციის სქემის გამოყენებისას, ასაკისა და წონის საფუძველზე.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (ფკ/ფდ) თანაფარდობა

ფკ/ფდ თანაფარდობის ანალიზმა აჩვენა, რომ გულის შეკუმშვათა სიხშირე (გშს) თითქმის სწორხაზოვნად მცირდება სისხლის პლაზმაში ივაბრადინის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის კონცენტრაციის გაზრდასთან ერთად, როდესაც მიღების დოზა შეადგენს 15-20 მგ დღეში ორჯერ. უფრო დიდი დოზების შემთხვევაში, გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირებას არ გააჩნია პროპორციული დამოკიდებულება ივაბრადინის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში და ხასიათდება პლატოს მიღწევის ტენდენციით. ივაბრადინის მაღალ კონცენტრაციებს, რომელთა მიღწევა შესაძლებელია CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციით, შეუძლია გულის შეკუმშვათა სიხშირის ზედმეტი შემცირების გამოწვევა, მაგრამ ეს რისკი უფრო დაბალია CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციისას.

ივაბრადინის ფკ/ფდ თანაფარდობა გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე 6 თვიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, მოზრდილების ფკ/ფდ თანაფარდობის ანალოგიურია.

გამოყენების ჩვენებები

- ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობა. ივაბრადინი გამოიყენება ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობისთვის, ნორმალური სინუსური რიტმის და გულის შეკუმშვათა სიხშირე ≥70 წუთში მქონე მოზრდილებში. ივაბრადინი უნდა დაინიშნოს:

• ბეტა-ადრენობლოკატორების აუტანლობის ან გამოყენებისადმი უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში მოზრდილებში;

• ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაცისას, არასაკმარისი კონტროლის ქვეშ მყოფ პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორის ოპტიმალური დოზის ფონზე.

- გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა.

ივაბრადინი გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობისას (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში, სინუსური რიტმით და გულის შეკუმშვათა სიხშირით ≥75 წუთში, სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, რომელიც მოიცავს თერაპიას ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებით, ან ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისადმი უკუჩვენებების, აგრეთვე მათი აუტანლობის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება

ტაბლეტები მიიღება შიგნით დღეში ორჯერ, ანუ დილა-საღამოს საკვების მიღების დროს.

ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობა

რეკომენდებულია, თერაპიის დაწყების ან შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნას გულის შეკუმშვათა სიხშირის, ელექტროკარდიოგრამის რეგულარული კონტროლის ქვეშ ან ამბულატორიული მონიტორინგის დროს 24 საათის განმავლობაში.

ივაბრადინის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ დღეში ორჯერ 75 წლამდე ასაკის პაციენტებში. თუ სიმპტომები ნარჩუნდება 3-4 კვირის განმავლობაში, საწყისი დოზა კარგად გადაიტანებოდა, გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში რჩება წუთში 60 დარტყმაზე მეტი, დოზა შეიძლება გაიზარდოს მომდევნო უფრო მაღალ დოზამდე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ივაბრადინს დღეში ორჯერ 2,5 მგ დოზით ან დღეში ორჯერ 5 მგ დოზით. შემანარჩუნებელი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ-ს დღეში ორჯერ.

თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში სტენოკარდიის სიმპტომები არ შემცირებულა, ივაბრადინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გარდა ამისა, მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ 3 თვის განმავლობაში მიღებული სიმპტომური გაუმჯობესება უმნიშვნელოა ან თუ არ შეინიშნება გულის შეკუმშვათა სიხშირის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება მშვიდ მდგომარეობაში.

თუ მკურნალობისას გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში მცირდება წუთში არანაკლებ 50 დარტყმამდე, ან პაციენტი გრძნობს ბრადიკარდიის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზია, აუცილებელია ივაბრადინის დოზის შემცირება 2,5 მგ-მდე (5 მგ ტაბლეტის ნახევარი) ორჯერ დღეში. დოზის შემცირების შემდეგ აუცილებელია გულის შეკუმშვათა სიხშირის (გშს) კონტროლი. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ ივაბრადინის დოზის შემცირებისას გულის შეკუმშვათა სიხშირე რჩება წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები ან ნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა

მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტაბილური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. რეკომენდებულია, რომ მკურნალ ექიმს გააჩნდეს გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის გამოცდილება.

ივაბრადინის ჩვეულებრივ რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში ორჯერ. ივაბრადინის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 7,5 მგ-მდე დღეში ორჯერ, თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში, სტაბილურად, წუთში 60 დარტყმაზე მეტს შეადგენს, ან შეიძლება შემცირდეს 2,5 მგ-მდე დღეში ორჯერ (5 მგ ტაბლეტის ნახევარი დღეში ორჯერ), თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში, სტაბილურად, წუთში 50 დარტყმაზე ნაკლებია, ან ბრადიკარდიის სიმპტომების შენარჩუნებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზია. თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50-60 დარტყმას შეადგენს, დოზამ უნდა შეადგინოს 5 მგ დღეში ორჯერ.

თუ მკურნალობის პროცესში გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში, სტაბილურად წუთში 50 დარტყმაზე ნაკლებია, ან თუ პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდიის სიმპტომები, დოზა უნდა შემცირდეს მომდევნო დაბალ დოზამდე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 7,5 მგ-ს დღეში ორჯერ ან 5 მგ-ს დღეში ორჯერ. თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 2,5-ს მგ დღეში ორჯერ ან 5 მგ-ს დღეში ორჯერ, სტაბილურად, წუთში 60 დარტყმაზე მეტს შეადგენს, დოზა შეიძლება გაიზარდოს მომდევნო უფრო მაღალ დოზამდე.

მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები რჩება, ან პაციენტს უნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები.

ხანდაზმული პაციენტები

75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის გაზრდამდე რეკომენდებულია ნაკლები საწყისი დოზა (2,5 მგ დღეში ორჯერ, ანუ 5 მგ ტაბლეტის ნახევარი დღეში ორჯერ), საჭიროების შემთხვევაში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობისა და 15 მლ/წთ მეტი კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტების დოზა კორექციას არ საჭიროებს.

15 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტების შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, ივაბრადინის გამოყენება ამ პოპულაციაში სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

ღვიძლის მსუბუქი სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტების დოზა კორექციას არ საჭიროებს. გამოსაჩენია სიფრთხილე, ივაბრადინის გამოყენებისას ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. ივაბრადინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მისი გამოყენება ამ პაციენტებში შესწავლილი არ არის და, შესაძლოა, სისტემური ზემოქმედების მნიშვნელოვანი ზრდა.

ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტები

18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას ივაბრადინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში მკურნალობის დაწყებამდე შეადგენს არანაკლებ 70 დარტყმას წუთში;

- კარდიოგენური შოკი;

  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

- მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (<90/50 ვერცხლისწყლის სვეტის მმ);

- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

- სინოატრიალური ბლოკადა;

- არასტაბილური ან გულის მწვავე უკმარისობა;

- პაციენტს უდგას რიტმის ხელოვნური წამყვანი (გულის შეკუმშვათა სიხშირე რეგულირდება მხოლოდ და მხოლოდ კარდიოსტიმულატორის დახმარებით);

- არასტაბილური სტენოკარდია;

- III ხარისხის AB ბლოკადა;

- ციტოქრომ P450 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება, როგორებიცაა, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან (კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი შიგნით მისაღები, ჯოზამიცინი, ტელიტრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდონი;

- ერთდროული გამოყენება ვერაპამილთან ან დილთიაზემთან, რომლებიც CYR3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორებს წარმოადგენენ და გააჩნიათ გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების თვისებება;

- ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სათანადო მეთოდებს.

გვერდითი მოვლენები

ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: ნათებითი მოვლენები (ფოტოპსიები) და ბრადიკარდია, ატარებდა დოზადამოკიდებულ ხასიათს და უკავშირდებოდა ივაბრადინის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.

შემდგომში ნახსენები გვერდითი მოვლენები მოყვანილია ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის MedDRA-ის და შემთხვევათა სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირად: (≥1/10), ხშირად (≥1/100 <1/10), არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10 000- <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), არ არის ცნობილი (არსებული მონაცემების მიხედვით ვერ განისაზღვრება).

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

არახშირად – ეოზინოფილია.

გულის მხრივ დარღვევები

ხშირად – ბრადიკარდია, I ხარისხის АВ ბლოკადა (PQ ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ- ზე), პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, წინაგულების ფიბრილაცია.

არახშირად – ძლიერი გულისცემა (პალპიტაცია), პარკუჭზედა ექსტრასისტოლია.

ძალიან იშვიათად – II და III ხარისხის АВ ბლოკადები, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი.

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირად – არაკონტროლირებადი არტერიული წნევა.

არახშირად* – არტერიული ჰიპოტენზია (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).

დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ

არახშირად – ქოშინი.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირად: თავის ტკივილი (როგორც წესი, მკურნალობის პირველ თვეს), თავბრუსხვევა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).

არახშირად* – გონების დაკარგვა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

არახშირად – შარდმჟავას დონის მომატება სისხლის პლაზმაში.

მხედველობის ორგანოების დარღვევები

ძალიან ხშირად – ნათებითი მოვლენები (ფოტოპსიები).

ხშირად – არამკვეთრი მხედველობა.

არახშირად* – დიპლოპია, მხედველობის დარღვევა.

სმენისა ორგანოებისა და ლაბირინთის მხრივ დარღვევა

არახშირად – ვერტიგო.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

არახშირად – გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში*.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

არახშირად* – ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი.

იშვიათად* – ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

არახშირად – კუნთების კრუნჩხვები.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

არახშირად* – ასთენია (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან), დაღლილობა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).

იშვიათად* – შეუძლოდ ყოფნა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).

კვლევები

არახშირად – სისხლში კრეატინის დონის მომატება, QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე.

*სიხშირე განისაზღვრებოდა კლინიკური კვლევების დროს მიღებული გვერდითი რეაქციების შესახებ სპონტანური შეტყობინებების საფუძველზე.

ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ნათებითი ფენომენები (ფოტოპსიები) შეინიშნებოდა პაციენტთა 14,5% -ში, მხედველობის არეალის შეზღუდულ მონაკვეთში სიკაშკაშის დროებითი მომატების სახით. როგორც წესი, მათი გამოჩენა განპირობებულია სინათლის ინტენსივობის მოულოდნელი ცვლილებით. ფოტოპსიები ასევე შეიძლება აღწერილ იქნას, როგორც ჰალო, გამოსახულების დაშლა (სტრობოსკოპიული ან კალეიდოსკოპიული ეფექტები), ფერადი კაშკაშა ნათებებები ან რამდენიმე გამოსახულება (თვალის ბადურის სიმტკიცე). როგორც წესი, ფოტოპსიები ჩნდება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი შეიძლება განმეორებით გაჩნდეს. როგორც წესი, კეთდება შეტყობინებები სუსტი ან საშუალო ინტენსივობის ფოტოპსიების შესახებ. ფოტოპსიები ქრება მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში (77,5%) მკურნალობის დროს. პაციენტთა 1%-ზე ნაკლებმა შეცვალა საკუთარი დღის წესრიგი ან შეწყვიტა მკურნალობა ფოტოპსიების გამო.

ბრადიკარდია აღენიშნებოდა 3,3% პაციენტს, განსაკუთრებით კი, მკურნალობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში. ბრადიკარდიის მძიმე ფორმა, გულის შეკუმშვათა სიხშირით ≤40 დარტყმა/წთ., ჰქონდა 0,5% პაციენტს.

წინაგულების ფიბრილაცია აღენიშნებოდა 5,3% პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ივაბრადინს, პლაცებო ჯგუფში გამოვლენილ 3,8%-თან შედარებით.

განსაკუთრებული მითითებები

განსაკუთრებული გაფრთხილებები

არასასურველი გავლენა კლინიკურ შედეგებზე სიმპტომატური ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში

ივაბრადინი გამოიყენება მხოლოდ ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური თერაპიის დროს, რადგან მას არ გააჩნია ხელსაყრელი გავლენა გულ-სისხლძარღვოვან შედეგზე (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან სიკვდილი გულ-სისხლძარღვოვანი მიზეზების შედეგად).

გულის შეკუმშვათა სიხშირის (გშს) გაზომვა

გულის შეკუმშვათა სიხშირის მნიშვნელოვანი ვარიაბელურობის გათვალისწინებით, თერაპიის დაწყებამდე, ან დოზის ტიტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ჩატარდეს გშს-ს სერიული გაზომვა, ელექტროკარდიოგრამა ან სადღეღამისო ამბულატორიული დაკვირვება. ასეთი განსაზღვრა აგრეთვე უნდა ჩაუტარდეს გულის შეკუმშვათა ნელი სიხშირის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით კი, იმ შემთხვევაში, თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე <50 წუთში , ან დოზის შემცირების შემდეგ.

გულის არითმია

ივაბრადინი არაეფექტურია გულის არითმიების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით და, შესაძლოა, კარგავს ეფექტურობას ტაქიარითმიის განვითარების დროს (მაგალითად, პარკუჭოვანი ან პარკუჭზედა ტაქიკარდია). ივაბრადინი არ არის რეკომენდებული წინაგულების ფიბრილაციის ან სინუსური კვანძის ფუნქციასთან დაკავშრებული გულის სხვა არითმიების მქონე პაციენტებში.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ივაბრადინს, მომატებულია წინაგულების ფიბრილაციის განვითარების რისკი. წინაგულების ფიბრილაცია უფრო ხშირად შეინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ივაბრადინთან ერთდროულად იღებდნენ ამიოდარონს ან I კლასის ძლიერ ანტიარითმიულ პრეპარატებს. რეკომენდებულია ივაბრადინით მკურნალობის დროს ჩატარდეს რეგულარული კლინიკური დაკვირვება პაციენტებზე, რათა გამოვლინდეს წინაგულების ფიბრილაცია (მუდმივი ან პაროქსიზმული), რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს ეკგ კონტროლს შესაბამისი კლინიკური ჩვენებების დროს (მაგალითად, სტენოკარდიის მიმდინარეობის გაუარესება, გაძლიერებული გულისცემის შეგრძნების გაჩენა, არარეგულარული გულის რიტმი).

პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ წინაგულების ფიბრილაციის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, მათ უნდა მიმართონ ექიმს, თუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები.

თუ თერაპიის დროს გაჩნდა წინაგულების ფიბრილაცია, მოსალოდნელი სარგებლისა და შესაძლო რისკების თანაფარდობა ივაბრადინის შემდგომი გამოყენების შემთხვევაში ხელახლა ყურადღებით უნდა განიხილოს.

გულის ქრონიკული უკმარისობის და პარკუჭშიდა გამტარობის დარღვევების (ჰისის კონის მარცხენა ან მარჯვენა ფეხის ბლოკადა) და პარკუჭოვანი დისინქრონიის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი კონტროლის ქვეშ.

გამოყენება II ხარისხის АВ ბლოკადის მქონე პაციენტებში

ივაბრადინი არ არის რეკომენდებული II ხარისხის АВ ბლოკადის მქონე პაციენტებისთვის.

გამოყენება გულის შეკუმშვათა ნელი სიხშირის მქონე პაციენტებში

ივაბრადინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, თუკი თერაპიის დაწყებამდე გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში წუთში 70 დარტყმაზე ნაკლებს შეადგენს.

თუ თერაპიის ფონზე გულის შეკუმშვათა სიხიშრე მშვიდ მდგომარეობაში, მუდმივად, წუთში 50 დარტყმაზე ნაკლებია, ან პაციენტს აქვს ბრადიკარდიასთან დაკავშრებული სიმპტომები (როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზია), უნდა შემცირდეს დოზა ან შეწყდეს მკურნალობა, თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში ისევ 50 დარტყმაზე ნაკლებია, ან ნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები.

კომბინაცია კალციუმის არხების ბლოკატორებთან

ივაბრადინის ერთდროული გამოყენება კალციუმის არხების ბლოკატორებთან, რომლებიც ანელებენ გულის შეკუმშვის სიხშირეს, როგორიცაა ვერაპამილი ან დილთიაზემი, უკუნაჩვენებია. ნიტრატებთან და დიჰიდროპირიდინის რიგის კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთად, როგორიცაა ამლოდიპინი, ივაბრადინის კომბინირებული გამოყენების დროს, ჩატარებული თერაპიის უსაფრთხოების პროფილის შეცვლა არ შეინიშნებოდა. არ არის დადგენილი, რომ კალციუმის არხების დიჰიდროპირიდინის ბლოკატორებთან ერთდროული გამოყენება ზრდის ივაბრადინის ეფექტურობას.

გულის ქრონიკული უკმარისობა

ივაბრადინი გამოიყენება მხოლოდ სტაბილური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ივაბრადინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული NYHA კლასიფიკაციის მიხედვით IV ფუნქციური კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მონაცემები ამ ჯგუფის პაციენტებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია.

ინსულტი

არ არის რეკომენდებული ივაბრადინის გამოყენება უშუალოდ გადატანილი ინსულტის შემდეგ, რადგან კვლევა ამ პაციენტთა ჯგუფის მონაწილეობით არ ჩატარებულა.

მხედველობითი ფუნქცია

ივაბრადინი გავლენას ახდენს თვალის ბადურის ფუნქციაზე. დღემდე, არ გამოვლენილა ივაბრადინის ტოქსიური მოქმედება თვალის ბადურაზე, თუმცა მისი გავლენა თვალის ბადურაზე ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში (1 წელზე მეტი) ცნობილი არ არის. მხედველობის ფუნქციის ისეთი დარღვევების აღმოჩენისას, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, განსახილველია ივაბრადინის მოხმარების შეწყვეტის საკითხი. პიგმენტური რეტინიტის მქონე პაციენტებში ივაბრადინი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პაციენტები არტერიული ჰიპოტენზიით

მონაცემების ნაკლებობის გამო, ივაბრადინი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში. ივაბრადინი უკუნაჩვენებია მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის დროს (სისხლის წნევა <90/50 ვერც.წყ. სვ. მმ).

წინაგულების ფიბრილაცია – გულის არითმია

დამტკიცებული არ არის გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკი ივაბრადინის მიღების ფონზე, სინუსური რიტმის აღდგენისას ფარმაკოლოგიური კარდიოვერსიის დროს. მიუხედავად ამისა, საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, თუ არსებობს გეგმიური ელექტრული კარდიოვერსიის გადავადების შესაძლებლობა, ივაბრადინის მიღება უნდა შეწყდეს 24 საათის განმავლობაში მის ჩატარებამდე.

გამოყენება QT გახანგრძლივებული ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომის მქონე ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების მიმღებ პაციენტებში

ივაბრადინი არ უნდა იქნას გამოყენებული QT გახანგრძლივებული ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომის დროს, აგრეთვე QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან კომბინაციაში. ასეთი კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გულის მოქმედების მკაცრი კონტროლი. ივაბრადინით გამოწვეული გულის შეკუმშვის სიხშირის შენელებამ, შეიძლება გააძლიეროს QT ინტერვალის გახანგრძლივება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არითმიები, კერძოდ, Torsade de pointes („პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია).

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ცვლილებას სისხლის წნევის შემცირების მკურნალობაში

ივაბრადინით მკურნალობისას მთელ რიგ პაციენტებს აღენიშნებოდა სისხლის წნევის მომატება (7,1%) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (6,1%). ეს ეპიზოდები ყველაზე ხშირად შეინიშნებოდა მკურნალობის ცვლილებისთანავე, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის წნევის შემცირებას, ატარებდა დროებით ხასიათს და არ ახდენდა გავლენას ივაბრადინით მკურნალობის ეფექტზე. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ივაბრადინს, მკურნალობის შეცვლისას, სისხლის წნევის კონტროლირება ხდებოდა შესაბამისი ინტერვალებით.

დამხმარე ნივთიერებები

გამომდინარე იქიდან, რომ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ისინი არ უნდა იქნას გამოყენებული იშვიათი თანდაყოლილი გალაქტოზის აუტანლობის, ლაპას ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება დადგეს ორსულობა ან გეგმავთ ორსულობას, წინამდებარე წამლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის სათანადო ზომები.

ორსულობა

ორსულ ქალებში ივაბრადინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობს, პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. ამიტომ ივაბრადინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

დედის რძეში ივაბრადინის მოხვედრის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ ივაბრადინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს. ქალებმა, რომელთაც ესაჭიროებათ ივაბრადინით მკურნალობა, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება და აირჩიონ ბავშვის კვების სხვა მეთოდი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარდა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ივაბრადინის სავარაუდო გავლენის სპეციფიკური კვლევა, რომელმაც არ გამოავლინა ცვლილებები ამ უნარ-ჩვევებში. თუმცა, პოსტ-სარეგისტრაციო დაკვირვებით, შენიშნულ იქნა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის-ჩვევების დაქვეითების შემთხვევები მხედველობის სიმპტომების გამო. ივაბრადინმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი ნათებითი მოვლენები, ძირითადად ფოტოპსიის სახით. ამგვარი ნათებითი მოვლენების შესაძლებლობა გასათვალიწინებელია სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის დროს სინათლის ინტენსივობის მოულოდნელი ცვლილებების შემთხვევაში, განსაკუთრებით ღამე მგზავრობისას.

ივაბრადინი არ ახდენს გავლენას მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული

QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები

- QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ბეპრიდილი, სოტალოლი იბუტილიდი, ამიოდარონი).

- პრეპარატები, რომლებიც გავლენას არ ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, და ახანგრძლივებს QT ინტერვალს (მაგალითად, პიმოზიდი, ზიპრასიდონი, სერტინდოლი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, პენტამიდინი, ციზაპრიდი, ინტრავენური ერითრომიცინი).

ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება ივაბრადინთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან QT ინტერვალის გახანგრძლივება შეიძლება გაძლიერდეს გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირების ხარჯზე. კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გულის მოქმედების მკაცრი კონტროლი.

ერთდროული გამოიყენება სიფრთხილით

კალიუმის არადამზოგავი დიურეტიკები (თიაზიდური დიურეტიკები და მარყუჟის დიურეტიკები): ჰიპოკალემიამ შესაძლოა გაზარდოს არითმიის რისკი. გამომდინარე იქიდან, რომ ივაბრადინს შეუძლია ბრადიკარდიის გამოწვევა, ჰიპოკალემია ერთდროულად ბრადიკარდიასთან ერთად წარმოადგენს მძიმე არითმიის დაწყების განმაპირობებელ ფაქტორს, განსაკუთრებით QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომის მქონე პაციენტებში, როგორც თანდაყოლილი, ასევე წამლებით გამოწვეული სინდრომის შემთხვევაში.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4)

ივაბრადინი მეტაბოლიზდება CYP3A4-ს დახმარებით, და წარმოადგენს ამ ციტოქრომის ძალიან სუსტ ინჰიბიტორს. ივაბრადინი არ ახდენს გავლენას მეტაბოლიზმზე და პლაზმაში CYP3A4-ის სხვა სუბსტრატების კონცენტრაციაზე (სუსტი, საშუალო და ძლიერი ინჰიბიტორები). CYP3A4-ის ინჰიბიტორებს და ინდუქტორებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ივაბრადინთან და მისი მეტაბოლიზმისა და ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვნად შეცვლა. წამლისმიერი ურთიერთქმედების შესწავლამ გამოავლინა, რომ CYP3A4 ინჰიბიტორები ზრდიან ივაბრადინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, ხოლო ინდუქტორები ამცირებენ მას. ივაბრადინის მომატებული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება იყოს დაკავშირებული ბრადიკარდიის გაზრდილ რისკთან.

უკუნაჩვენები ერთდროული გამოყენება

- ივაბრადინის და CYP3A4-ის ისეთი ძლიერი ინჰიბიტორების, როგორიცაა, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები (კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი შიგნით მისაღები, ჯოზამიცინი, ტელიტრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდონი (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“) ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. CYP3A4-ის ისეთი ძლიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა კეტოკონაზოლი (200 მგ დღეში ერთხელ) და ჯოზამიცინი (1 გ დღეში ორჯერ) ივაბრადინის საშუალო კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 7-8-ჯერ ზრდიან.

- ზომიერი მოქმედების CYP3A4-ის ინჰიბიტორები: ჯანმრთელ მოხალისეებზე და პაციენტებზე ჩატარებულმა ურთიერთქმედების სპეციფიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ივაბრადინის კომბინაცია დილტიაზემთან ან ვერაპამილთან იწვევს ივაბრადინის კონცენტრაციის ზრდას (2-3-ჯერ AUC მაჩვენებლის მიხედვით) და გულის შეკუმშვის სიხშირის დამატებით შემცირებას წუთში 5 დარტყმით. ივაბრადინის ერთდროული გამოყენება ამ წამლებთან უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული

გრეიფრუტის წვენი: გრეიფრუტის წვენთან ერთდროული გამოყენების დროს ივაბრადინის ეფექტი 2-ჯერ იზრდება, ასე რომ, თავიდან ავიცილოთ გრეიფრუტის წვენის გამოყენება.

ერთდროული გამოყენება სიფრთხილის დაცვით

- ზომიერი ინჰიბიტორები CYP3A4: ივაბრადინის ერთდროული გამოყენება CYP3A4-ის სხვა ზომიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ფლუკონაზოლი) შესაძლებელია საწყისი დოზის დროს – 2,5 მგ დღეში ორჯერ, და გულის შეკუმშვის წუთში 70 დარტყმაზე მეტი სიხშირის შემთხვევაში, გულის შეკუმშვის კონტროლის განხორციელებით.

- CYP3A4-ის ინდუქტორები: CYP3A4-ის ინდუქტორებს (მაგალითად, რიფამპიცინი, ბარბიტურატები, ფენიტოინი, Hypericum perforatum (პერფორირებული კრაზანას ბალახი)) შეუძლიათ ივაბრადინის მოქმედების და აქტივობის შემცირება. CYP3A4 ინდუქტორების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ივაბრადინის დოზის კორექცია. 10 მგ დოზით დღეში ორჯერ ივაბრადინის და პერფორირებული კრაზანას ბალახის კომბინირებულმა გამოყენებამ აჩვენა ივაბრადინის AUC-ის ნახევარად შემცირება. კრაზანას ბალახის გამოყენება უნდა შეიზღუდოს ივაბრადინით მკურნალობისას.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება

სპეციფიკური წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევამ არ გამოავლინა შემდეგი სამედიცინო პროფუქტების კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება ივაბრადინის ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკაზე: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი), სილდენაფილის, ГМГ-КоА რედუქტაზას ინჰიბიტორები (სიმვასტატინი), კალციუმის არხების დიჰიდროპირიდინის ბლოკატორები (ამლოდიპინი, ლაციდიპინი), დიგოქსინი და ვარფარინი. გარდა ამისა, არ არსებობდა ივაბრადინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება სიმვასტატინის, ამლოდიპინის, ლაციდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე, დიგოქსინის, ვარფარინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე, და ასპირინის ფარმაკოდინამიკაზე.

უსაფრთხოებაზე გავლენის მოხდენის გარეშე ივაბრადინთან ერთად გამოიყენებოდა შემდეგი სამედიცინო პროდუქტები: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, ბეტა-ადრენობლოკატორები, დიურეტიკები, ალდოსტერონის ანტაგონისტები, მოკლე და ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატები, ГМГ-КоА რედუქტაზას ინჰიბიტორები, ფიბრატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, ასპირინი და სხვა ანტითრომბული საშუალებები.

ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულებში.

ჭარბი დოზირება

ნიშნები და სიმპტომები

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და ხანგრძლივი ბრადიკარდია.

მკურნალობა

ბრადიკარდიის მძიმე ფორმის მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად სპეციალიზებულ პირობებში. სუსტი ჰემოდინამიკური ტოლერანტობის ბრადიკარდიის დროს უნდა შეფასდეს სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის ისეთი ბეტა-სტიმულირების საშუალებების ინტრავენური შეყვანა, როგორიცაა იზოპრენალინი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რიტმის ხელოვნური წამყვანის დაყენება.

შენახვის პირობები

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II (გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებისამებრ).

**ვარგისობის ვადა

** 3 წელი.

შეფუთვა

14 ტაბლეტი კონტურული უჯრედებიანი ლამინირებული ალუმინის ფოლგისა და ალუმინის ფოლგის შეფუთვაში.

4 კონტურული უჯრედებიანი შეფუთვა, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მუყაოს კოლოფში.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა