ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
კრალონინ ტროპფენი
**Cralonin tropfen
**
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები: 30 მლ ან 100 მლ.
წვეთები: 100 მლ ხსნარი შეიცავს: Crataegus q - 70 ml, Spigelia anthelmia D2,
Kalium carbonicum D3 შესაბამისად 1 მლ; Ethanol 43 vol%.
საინექციო ხსნარი: 1,1 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Crataegus D2 8.8 mg, Spigelia
anthelmia D1, Kalium carbonicum D2 - შესაბამისად 1.1 მგ; ასევე საინექციო
წყალი, ნატრიუმქლორიდი.
**
ჩვენებები**
წვეთები: ნაჩვენებია სიმპტომთა კომპლექსის შესაბამისად, რო მელთა კუპირებისთვის
რეცეპტურის ცალკეული კომპონენტები გამოიყენება: დაბერებული გული, გულის კუნთის
დაზიანებათა შედეგები, გულის მოქმედების ნევროგენული მოშლილობები, გულის არეში
მჩხვლეტავი და სხვა ხასიათის ტკივილები (გულის იშემიური დაავადების
პროფილაქტიკა).
საინექციო ხსნარი: სისხლის კორონარული მიმოქცევის დარღვევები, გულის იშემიური
დაავადება, სხვადასხვა გენეზის ტკივილები გულის არეში, ინფექციურ-ტოქსიკური
მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა.
**
მიღების წესები და დოზები**
დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
წვეთები: ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას, 2-10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე
სიმპტომატიკის შემთხვევაში 10 წვეთი ყოველ 15 წუთში დაავადების საწყის სტადიაზე
(ყურადღება! ამ დოზირებით წამლის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექიმის
კონტროლის გარეშე არ შეიძლება).
საინექციო ხსნარი: დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის
ინდივიდუალურად. მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში - 1 ამპულა ყოველდღიურად
(შეიძლება 6-8 საათში ერთხელ), სხვა შემთხვევებში - 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ
ვენაში, კუნთში, კანქვეშ, კანში.
**
გვერდითი მოვლენები**
არ გააჩნია.
**
უკუჩვენება**
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები
Craegus პირველ ყოვლისა ზემოქმედებს გულის დაზიანებულ კუნთზე; გულის დატვირთვასა
და ფიზიოლოგიურ დაბერებაზე, რომლებიც იწვევს მისი მუშაობის ფუნქციონალურ
შესუსტებას; იგი ხელს უწყობს მიოკარდის სისხლით და ჟანგბადით მომარაგებას და
არეგულირებს სისხლის წნევას; Kalium carbonicum და Spigelia ხელს უწყობს
Crataegus-ის ზემოქმედებას.
ოსტეოქონდროზით გართულებული გულის დაავადებებისას (ვერტებროგენული სტენოკარდია)
დამატებით ინიშნება Colocynthis -Homaccord და სხვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
**
შენახვის პირობები და ვადები**
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების
პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,
(ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე
**
აფთიაქში გაცემის წესი**
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი : კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Crataegus D0 70 ml, Kalium
carbonicum D3, Spigelia anthelmia D2 – შესაბამისად 1 მლ; ეთანოლი (43%).
ჩვენება: გულის იშემიური დაავადება (მკურნალობა და პროფილაქტიკა), არტერიული
ჰიპერტენზია (შესაძლებელია მონოთერაპიის სახითაც), გულის კუნთის დაზინებათა
შედეგები, სენილური გული, ვეგეტატიური დარღვევები (კომპლექსურ თერაპიაში), გულის
მოქმედების ნევროგენული მოშლილობები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების
მიმართ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია შემადგენელ კომპონენტებზე.
განსაკუთრებული მითითება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში (6
წ-მდე), აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატი
არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში
– იგი ვერ შეცვლის მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულ სხვა პრეპარატებს.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის – 10
წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის
შემდეგ. ერთჯერადი დოზის გახსნა შესაძლებელია გარკვეულ რაოდენობა (100 მლ)
წყალშიც და მიიღება მცირე ყლუპებად, პირის ღრუში რამდენიმე ხნით გაჩერებით.
შედარებით ხანგრძლივი მკურნალობისთვის ექიმი არჩევს ერთჯერად დოზის რაოდენობას.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის
დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების
გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ
ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ ან 100 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები : გაიცემა ურეცეპტოდ.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
29.88 ლ | ||
|
22.66 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა