გლიცეროლო - Glycerol
გლიცეროლო - Glycerol

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გლიცერინი (გლიცეროლო) სელა

საბავშვო სანთელი რექტალური #18

შემადგენლობა

გლიცერინის სანთლები 1375მგ–იანი, ბავშვების.

თითოეული სანთელის შემცველობაა:

აქტიურნივთიერება**:** გლიცერინი 1375მგ.

დამხმარენივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი, ნატრიუმის ბიკარბონატი.

ჩვენება

შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა.

უკუჩვენებები

რომელიმე შემადგენელი კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობა, უცნობი წარმოშობის და მწვავე აბდომინალური ტკივილი, ღებინება და თავბრუსხვევა, ნაწლავების ობსტრუქცია ან სტენოზი, უცნობი წარმოშობის რექტალური სისხდენა, მწვავე ჰემორაგიული ტკივილი და სისხლდენა; დეჰიდრატაციის მწვავე შემთხვევა.

სიფრთხილისზომებიგამოყენებისას

გამოყენებული უნდა იქნას შეძლებისდაგვარად იშვიათად, არა უმეტეს შვიდი დღისა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება მოითხოვს ექიმის დანიშნულებას, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ადეკვატურად ინდივიდუალურ შემთხვევაში.
ქრონიკული ან მორეციდივე შეკრულობის მკურნალობის დროს ყოველთვის უნდა მოითხოვონ მკურნალი ექიმის დიაგნოზი, მედიკამენტოზური მკურნალობისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით.
საფაღარათო საშუალების მომატებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა აუცილებელი ნუტრიენტების შესაბამისი დაკარგვა. ყველაზე სერიოზულ შემთხვევად მიჩნეულია დეჰიდრატაციისა ან ჰიპოკალემიის დაწყება, აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები ან კუნთოვანი დაავადებები, განსაკუთრებით, საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.
საფაღარათო საშუალებამ, განსაკუთრებით კონტაქტის დროს (საფაღარათო სტიმულანტი) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (და შესაბამისად შესაძლებელია დოზირების გაზრდა), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავების ნორმალური ფუნქციების დაკარგვა (ნაწლავის ატონია).
შეკრულობის შემთხვევაში, პაციენტმა თავდაპირველად უნდა გამოასწოროს კვების ჩვევები, დაიცვას ყოველდღიური დიეტა, არ უნდა მიიღოს ძნელად გადასამუშავებელი საკვები და რეკომენდებულია წვნიანი საკვები.
საფაღარათო საშუალების გამოყენებისას უნდა მიიღონ დღეში მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი, სხვა სითხეები.

ორსულობადალაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

დოზირება**,გამოყენებისწესიდახანგრძლივობა**

სასურველია დაბალი დოზით გამოყენება.

2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 სანთელი, მაქსიმუმ 1 ან 2-ჯერ დღეში.

გამოყენების****წესი

თავდაპირველად უნდა მოხდეს სანთელის ამოღება თავისი კონტეინერიდან და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ნაზად შეყვანა რექტალურად. თუ სანთელი დარბილებულია, მაშინ კონტეინერს გახსნამდე უნდა დაესხას ცივი წყალი.

თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ექიმის კონსულტაციის თანახმად.

საფაღარათო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული არა უმეტეს შვიდი დღისა (იხ. სიფრთხილის ზომები). წვნიანი საკვებით დიეტა ხელს უწყობს მედიკამენტის მოქმედებას.

შენახვის****წესი

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ტენისგან დაცულ ადგილისაგან და სითბოს წყაროსგან მოშორებით.

გამოშვებისფორმადა შეფუთვა

სანთელი რექტალური.

რაოდენობა შეფუთვაში - 18.

სავჭროლიცენზიისმფლობელი

Fadem International S.r.l.

იურიდიული ოფისი

Viale Plutone, 16, 80014

Guigliano in Campania (NA)

მწარმოებელი

New.Fa.Dem. srl

რეგისტრირებულიოფისიდაწარმოებისადგილი

Viale Ferrovia dello Stato Zona ASI, 80014

Guigliano in Campania (NA).

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
გლიცეროლო #18სუპოზ.ბავშვთა
  • სახელი: გლიცეროლო #18სუპოზ.ბავშვთა
Aversi 6.08 ლ
გლიცეროლო #18სუპოზ.მოზრდილთა
  • სახელი: გლიცეროლო #18სუპოზ.მოზრდილთა
Aversi 7.08 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა