სალბურესტი - Salburesti
სალბურესტი - Salburesti

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სალბურესტი

სალბუტამოლი პერორალური ხსნარი BP 2 მგ/5 მლ

SALBUREST

შემადგენლობა:

თითოეული 5 მლ შეიცავს:

სალბუტამოლის სულფატს BP, რომელიც სალბუტამოლის ეკვივალენტურია - 2 მგ-ს.

არომატიზებული სიროფის ბაზაზე.

დამხმარე ნივთიერებები: Q.S.

საღებავი: Ponceau 4R.

თერაპიული****ჯგუფი:

ბრონქოდილატორი.

ფარმაკოლოგიური****მოქმედება

ფარმაკოდინამიკა** :** სალბუტამოლი არის ბეტა-ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტი. თერაპიული დოზებით მოქმედებს ბრონქების მუკოზურ გარსში განთავსებულ ბეტა-ადრენორეცეპტორებზე, ხანმოკლე დროით (4-6 სთ-ის განმავლობაში) იწვევს ბრონქოდილატაციას და ამცირებს სასუნქი გზების ობსტრუქციას.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღების შემდეგ სალბუტამოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში „პირველი გავლის“ შედეგად, მისი ძირითადი მეტაბოლიტია არააქტიური სულფატური კონიუგატი. 10% უკავშირდება პლაზმის ცილებს. სალბუტამოლი გამოიყოფა ძირითადად შარდით უცვლელი ნივთიერების და მეტაბოლიტების სახით; მცირე რაოდენობით გამოიყოფა ფეკალიებით. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს. პერორალური მიღებისას სალბუტამოლის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50%.

ჩვენებები:

სალბუტამოლი ბრონქოდილატორის სახით გამოიყენება სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის დროს, ბრონქოსპაზმის პრევენციისა და კუპირებისთვის ყველა ფორმის ბრონქული ასთმის დროს და ზოგიერთ შემთხვევაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სალბუტამოლის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. სალბუტამოლის პერორალური ფორმები არ გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის და აბორტის რისკის დროს.

გვერდითი ეფექტები:

ტრემორი (განსაკუთრებით ხელების), ნერვული დაძაბულობა, თავის ტკივილი, კუნთების სპაზმი, გაძლიერებული გულისცემა. სხვა გვერდითი მოვლენებია ტაქიკარდია, არითმიები (მათ შორის, წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები), პერიფერიული ვაზოდილაცია, მიოკარდიუმის იშემია, ძილისა და ქცევის დარღვევები, პარადოქსული ბრონქოსპაზმი (ზოგჯერ მძიმე ხარისხის), ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპოტენზია და კოლაფსი. ბეტა-აგონისტების მაღალი დოზების გამოყენებისას მოსალოდნელია ჰიპოკალემიის განვითარება.

განსაკუთრებულიმითითებებიდასიფრთხილისზომები:

სალბუტამოლი და სხვა ბეტა აგონისტები სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის, არითმიების დროს, ასევე QT-ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომის, ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. სიფრთხილით გამოიყენება მძიმე ასთმური მდგომარეობების დროს ჰიპოკალემიის თავიდან ასაცილებლად; ჰიპოქსიამ ან ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება მოახდინონ ჰიპოკალემიის ინდუცირება, რის გამოც საჭიროა პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი. სალბუტამოლი არ არის რეკომენდებული მსუბუქი ხარისხის ასთმის მკურნალობისთვის.

სალბუტამოლის დოზის ან გამოყენების სიხშირის გაზრდა ასთმური მდგომარეობის დამძიმებაზე მეტყველებს და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების აუცილებლობას მოითხოვს.

სალბუტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი მეტაბოლური ცვლილებები, როგორიცაა სისხლში გლუკოზის დონის მომატება.

ორსულობა: სალბუტამოლი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია: უცნობია გადადის თუ არა სალბუტამოლი დედის რძეში ან აქვს თუ არა მას უარყოფითი მოქმედება ახალშობილზე, რის გამოც სალბუტამოლი არ ინიშნება მეძუძურ დედებში, თუ სარგებელი არ აღემატება რისკს.

დოზირება და გამოყენების წესი:

მოზრდილები: მინიმალური საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს 3-ჯერ დღეში.

ჩვეულებრივი ეფექტური დოზა შეადგენს 4 მგ-ს 3-4-ჯერ დღეში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 8 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში, თუ არ იყო მიღწეული ადეკვატური ბრონქოდილატაცია.

ხანდაზმულები: ხანდაზმულებში ან ბეტა-ადრენორეცეპტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მინიმალური საწყისი დოზით.

ბავშვები** :**

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: მინიმალური საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ-ს 3-ჯერ დღეში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 2 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მინიმალური საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს 3-ჯერ დღეში, შემდეგ შეიძლება 2 მგ-ის 4-ჯერ დღეში მიღება.

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: მინიმალური საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს 3-ჯერ დღეში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 4 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში.

ურთიერთქმედებებისხვასამკურნალო საშუალებებთან:

სალბუტამოლის და კორტიკოსტეროიდების, დიურეზული საშუალებების ან ქსანტინების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალემიის განვითარების რისკს, რის გამოც მძიმე ასთმის დროს რეკომენდებულია კალიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი. ბეტა- ადრენობლოკატორები აინჰიბირებენ სალბუტამოლის და სხვა სიმპტომური ბრონქოდილატორების მოქმედებას. თუმცა ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა გამოიყენებოდეს ასთმიან პაციენტებში, რადგან ისინი ზრდიან სასუნთქი გზების რეზისტენტობას.

სიფრთხილით გამოიყენება სალბუტამოლი სხვა სიმპათომიმეტურ ამინებთან ერთად ჭარბი სიმპატომიმეტური სტიმულაციის რისკის გამო.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სალბუტამოტის ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტაქიკარდია, ტრემორი, ჰიპერაქტიურობა და მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის ჰიპოკალემია.

მაღალი თერაპიული დოზებით გამოყენებისას ან ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტებით ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარება. გულისრევა, ღებინება და ჰიპერგლიკემია აღინიშნა ძირითადად ბავშვებში.

მკურნალობა: საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური თერაპიის ჩატარება, მათ შორის კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორების ინტრავენური შეყვანა გულის მხრივ გვერდითი ეფექტების მქონე პაციენტებში (მაგ., ტაქიკარდია, გაძლიერებული გულისცემა). ბეტა-ბლოკატორები სიფრთხილით გამოიყენება მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის გამო.

შეფუთვა: ფლაკონში.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

პუბლიკაციის თარიღი: 01.05.2017

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

BioMatrix Healthcare Pvt. Ltd.

26, ბაგირას ინდასტრიალ ესტეიტ,

ამრაივადი, აჰამაბადი - 380 026

AI: პლოტ # პ-2, სავლი ბიოტექ პარკ. ეტ. მანჯუსარ,

ტალ-სავლი. დისტ. - ვადოდარა, გუჯარატი - ინდოეთი

საერთაშორისო დასახელება - salbutamol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → ბრონქოლიზური საშუალებები → ბეტა ადრენომიმეტიკები → ბეტა 2 ადრენომიმეტიკები

რას შეიცავს სალბუტამოლი
- აქტიური ნივთიერება - სალბუტამოლის სულფატი, ექვივალენტურია 2 მგ სალბუტამოლის 5 მლ სიროფში.
- სხვა შემადგენელი ნაწილები: ეთანოლი, საქაროზა, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნატრიუმის ციტრატი დიჰიდრატი, ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, ,,ლიმნის” თხევადი ესენცია, გასუფთავებული წყალი.

სალბუტამოლის მიღების წესი
მიიღეთ სალბუტამოლი სოფარმა ყოველთვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიროფი მიიღება შიგნით.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
უფროსები და 12 წელზე ზემოთ ბავშვები: 5-10 მლ სიროფი (2-4 მგ სალბუტამოლი) 3-4 ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 20 მლ (8 მგ) მდე დღეში 4-ჯერ (მაქსიმალური დღიური დოზა 32მგ).
ბავშვები 6 დან 12 წლამდე: 5 მლ სიროფი (2 მგ) 3-4 ჯერ დღეში. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 15 მლ-მდე (6 მგ) 4 ჯერ დღეში (მაქსიმალური დღიური დოზა 24 მგ).
ბავშვები 2 დან 6 წლამდე: საწყისი დოზა - 2,5 - 5 მლ სიროფი (1-2 მგ) 3-4 ჯერ დღEში.
2 წლამდე ასაკის ბავშვები: უსაფრთხოება, ეფექტურობა და დოზირება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება უფრო დაბალი დოზებით - 5 მლ სიროფი (2მგ) 3-4 ჯერ დღეში.
თუ მკურნალობის პერიოდში იგრძნობთ, რომ სამკურნალო პრეპარატის ეფექტი ძალიან სუსტია (ჩნდება სიროფის ჩვეულებრივზე ხშირი გამოყენების მოთხოვნილება), მიმართეთ ექიმს. ის შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შესაძლო აშეცვალოს მკურნალობა. არ შეცვალოთ სამკურნალო პრეპარატის დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე!

შესაძლო გვერდითი მოქმედებები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, სალბუტამოლმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვლინდებიან არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირი: (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში): ტრემორი (კიდურების კანკალი), თავის ტკივილი, გულის მოქმედების გახშირება, ტკივილი გულის არეში.
იშვიათად (ვლინდება 1000პაციენტინდა 1 ზე ნაკლებში): კუნთების კრუნჩხვა, ღებინება, გულისრევა (უპირატესად ბავშვებში რომლებმაც მიიღეს ჭარბიდოზირება), არათანაბარი გულის რითმი, გულისცემა, სისხლში შაქრის დონის მომატება და კალიუმის რაოდენობის შემცირება.
ძალიან იშვიათი ვლინდება 10000პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში): ალერგიული რეაქციები ჭინჭრის ცხელების სახით, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ყელის შეშუპება, რამაც შესაძლოა გაართულოს ყლაპვა და სუნთქვა), სასუნთქი გზების სპაზმი, სისხლის წნევის დაცემა და კოლაფსი, ჰიპერაქტივობა, კუნთებში დაჭიმულობის შეგრძნება.
უცნობი სიხშირე: (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება).
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ არის ცნობილი თუ რამდენად ხშირად ვლინდება, ზოგიერთ პაციენტში შესაძLო აგამოვლინდეს ტკივილი მკერდის უჯრედში (გულის დარღვევების შედეგად), უძილობა, მოუსვენრობ, თავბრუსხვევა; პაციენტებში პარკინსონის დაავადებით - ტრემორის გაძლიერება და კუნთების კრუნჩხვა.

თერაპიული ჯგუფი:

ბრონქოდილატორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

**ფარმაკოდინამიკა: **სალბუტამოლი არის ბეტა-ადრენორეცეპტორების სელექციური აგონისტი. თერაპიული დოზებით მოქმედებს ბრონქების მუკოზურ გარსში განთავსებულ ბეტა-ადრენორეცეპტორებზე, ხანმოკლე დროით (4-6 სთ-ის განმავლობაში) იწვევს ბრონქოდილატაციას და ამცირებს სასუნქი გზების ობსტრუქციას.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღების შემდეგ სალბუტამოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში „პირველი გავლის“ შედეგად, მისი ძირითადი მეტაბოლიტია არააქტიური სულფატური კონიუგატი. 10% უკავშირდება პლაზმის ცილებს. სალბუტამოლი გამოიყოფა ძირითადად შარდით უცვლელი ნივთიერების და მეტაბოლიტების სახით; მცირე რაოდენობით გამოიყოფა ფეკალიებით. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-6 სთ-ს. პერორალური მიღებისას სალბუტამოლის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50%.

ჩვენებები:

სალბუტამოლი ბრონქოდილატორის სახით გამოიყენება სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის დროს, ბრონქოსპაზმის პრევენციისა და კუპირებისთვის ყველა ფორმის ბრონქული ასთმის დროს და ზოგიერთ შემთხვევაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სალბუტამოლის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. სალბუტამოლის პერორალური ფორმები არ გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის და აბორტის რისკის დროს.

გვერდითი ეფექტები:

ტრემორი (განსაკუთრებით ხელების), ნერვული დაძაბულობა, თავის ტკივილი, კუნთების სპაზმი, გაძლიერებული გულისცემა. სხვა გვერდითი მოვლენებია ტაქიკარდია, არითმიები (მათ შორის, წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები), პერიფერიული ვაზოდილაცია, მიოკარდიუმის იშემია, ძილისა და ქცევის დარღვევები, პარადოქსული ბრონქოსპაზმი (ზოგჯერ მძიმე ხარისხის), ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპოტენზია და კოლაფსი. ბეტა-აგონისტების მაღალი დოზების გამოყენებისას მოსალოდნელია ჰიპოკალემიის განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

სალბუტამოლი და სხვა ბეტა აგონისტები სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის, არითმიების დროს, ასევე QT-ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომის, ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. სიფრთხილით გამოიყენება მძიმე ასთმური მდგომარეობების დროს ჰიპოკალემიის თავიდან ასაცილებლად; ჰიპოქსიამ ან ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება მოახდინონ ჰიპოკალემიის ინდუცირება, რის გამოც საჭიროა პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი. სალბუტამოლი არ არის რეკომენდებული მსუბუქი ხარისხის ასთმის მკურნალობისთვის.

სალბუტამოლის დოზის ან გამოყენების სიხშირის გაზრდა ასთმური მდგომარეობის დამძიმებაზე მეტყველებს და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების აუცილებლობას მოითხოვს.

სალბუტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი მეტაბოლური ცვლილებები, როგორიცაა სისხლში გლუკოზის დონის მომატება.

ორსულობა: სალბუტამოლი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია: უცნობია გადადის თუ არა სალბუტამოლი დედის რძეში ან აქვს თუ არა მას უარყოფითი მოქმედება ახალშობილზე, რის გამოც სალბუტამოლი არ ინიშნება მეძუძურ დედებში, თუ სარგებელი არ აღემატება რისკს.

დოზირება და გამოყენების წესი:

მოზრდილები: მინიმალური საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს 3-ჯერ დღეში.

ჩვეულებრივი ეფექტური დოზა შეადგენს 4 მგ-ს 3-4-ჯერ დღეში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 8 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში, თუ არ იყო მიღწეული ადეკვატური ბრონქოდილატაცია.

ხანდაზმულები: ხანდაზმულებში ან ბეტა-ადრენორეცეპტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მინიმალური საწყისი დოზით.

ბავშვები:

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: მინიმალური საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ-ს 3-ჯერ დღეში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 2 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მინიმალური საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს 3-ჯერ დღეში, შემდეგ შეიძლება 2 მგ-ის 4-ჯერ დღეში მიღება.

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: მინიმალური საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს 3-ჯერ დღეში, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 4 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში.

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სალბუტამოლის და კორტიკოსტეროიდების, დიურეზული საშუალებების ან ქსანტინების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალემიის განვითარების რისკს, რის გამოც მძიმე ასთმის დროს რეკომენდებულია კალიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი. ბეტა- ადრენობლოკატორები აინჰიბირებენ სალბუტამოლის და სხვა სიმპტომური ბრონქოდილატორების მოქმედებას. თუმცა ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა გამოიყენებოდეს ასთმიან პაციენტებში, რადგან ისინი ზრდიან სასუნთქი გზების რეზისტენტობას.

სიფრთხილით გამოიყენება სალბუტამოლი სხვა სიმპათომიმეტურ ამინებთან ერთად ჭარბი სიმპატომიმეტური სტიმულაციის რისკის გამო.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სალბუტამოტის ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტაქიკარდია, ტრემორი, ჰიპერაქტიურობა და მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის ჰიპოკალემია.

მაღალი თერაპიული დოზებით გამოყენებისას ან ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტებით ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარება. გულისრევა, ღებინება და ჰიპერგლიკემია აღინიშნა ძირითადად ბავშვებში.

მკურნალობა: საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური თერაპიის ჩატარება, მათ შორის კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორების ინტრავენური შეყვანა გულის მხრივ გვერდითი ეფექტების მქონე პაციენტებში (მაგ., ტაქიკარდია, გაძლიერებული გულისცემა). ბეტა-ბლოკატორები სიფრთხილით გამოიყენება მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის გამო.

შეფუთვა: ფლაკონში.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

პუბლიკაციის თარიღი: 01.05.2017

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

BioMatrix Healthcare Pvt. Ltd.

26, ბაგირას ინდასტრიალ ესტეიტ,

ამრაივადი, აჰამაბადი - 380 026

AI: პლოტ # პ-2, სავლი ბიოტექ პარკ. ეტ. მანჯუსარ,

ტალ-სავლი. დისტ. - ვადოდარა, გუჯარატი - ინდოეთი

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა