ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
სინულან ფორტე არომა პატჩი
ბავშვის
ინოვაციური, არომატული, ანტიალერგიული პატჩები შექმნილია სპეციალურად
ბავშვებისთვის, 18 თვიდან.
შეიცავს 100 % ბუნებრივ მცენარეულ ეთერზეთებს; განაპირობებს სასუნთქი გზების
ჯანსაღ ფუნქციობას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს; ახდენს, ცხვირით სუნთქვის
გაძნელებით გამოწვეული დისკომფორტის, კუპირებას და აადვილებს სუნთქვას 8 საათის
განმავლობაში; აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს მწვავე რესპირატორული ვირუსული
ინფექციებისაგან; გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისპაზომლიზური და ანტივირუსული
მოქმედება.
არომათერაპია (ეთერზეთოვანი თერაპია)-გულისხმობს ბუნებრივი, მცენარეული
ექსტრაქტების გამოყენებას ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის
გაუმჯობესებისათვის.
თითოეული არომატული პატჩი შეიცავს: ფიჭვის ეთერზეთი-ხასიათდება ძლიერი
ანტივირუსული, ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, ანტისპაზომლიზური და ანთების
საწინააღმდეგო მოქმედებით. ევკალიპტის ეთერზეთი-გამოირჩევა ბაქტერიოციდული,
ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, რეგენერაციის
მასტიმულირებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით. როზმარინის ეთერზეთი-გააჩნია
ძლიერი ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ამოსახველებელი და
ბრონქოდილატატორული მოქმედება. პიტნის ეთერზეთი-გააჩნია ანთების საწინააღმდეგო,
ტკივილგამაყუჩებელი, ანტიპირეტული, შეშუპების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი
მოქმედება. ფორთოხლის ეთერზეთი-ამცირებს სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპებასა
და აუმჯობესებს სუნთქვისა და ძილის ხარისხის.
მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 20 წუთში; ეფექტის ხანგრძლივობა ნარჩუნდება 8
საათამდე; უნიკალური კომბინაცია უზრუნველყოფს ანტიალერგიულ მოქმედებას; თითოეული
პატჩი გამოყოფს მცენარეული ეთერზეთების არომატს 8 საათის განმავლობაში.
ჩვენებები: სინუსიტის, რინიტის, ტონზილიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის პრევენცია და კომპლექსური თერაპია; მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქიოლიტის კომპლექსური თერაპია; პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება; ალერგიული რეაქციებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება, გაძლიერებული ლორწოს სეკრეცია, ხველა და ცემინება; ძილის დარღვევები და აღგზნებადობა.
გამოყენების წესი: პატჩის გამოყენება რეკომენდებულია ძილის წინ. პატჩს უნდა მოაცილონ დამცავი ფენა და წებოვანი ზედაპირით მიამაგრონ ბავშვის ტანისამოსს გულ- მკერდის მიდამოში. პატჩის მოქმედება გრძელდება 8 საათი.
სიფრთხილის ზომები: პატჩის დამაგრება არ უნდა მოხდეს სხეულის ღია ზედაპირზე-კანზე უშუალო კონტაქტით.
გამოშვების ფორმა: #5 არომატული, წებოვანი პატჩი.
მწარმოებელი: „ვალმარკი“, ჩეხეთი.
აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
20.84 ლ | ||
|
20.27 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა