პინი პლუსი - Pini Plus
პინი პლუსი - Pini Plus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პინი პლუსის ბალზამი

საკვები დანამატი

შემადგენლობა

გირჩების კვირტების ექსტრაქტი (ფიჭვის გირჩის კვირტი, ეთანოლი), ბეგქონდარას ექსტრაქტი,შაქარი, სუფთა წყალი, კალიუმის სორბატი (კონსერვანტი), სპირტი დაახლოებით 5%.

**** ინგრედიენტები **** | შიგთავსი დღიურ დოზაზე ბავშვებში 4 წლის ზემოთ (2,5 მლ) | შიგთავსი დღიურ დოზაზე ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზრდილები (15 მლ)
---|---|---
ფიჭვის გირჩის კვირტის ექსტრაქტი | 1000 მგ | 6000 მგ
ბეგქონდარას ექსტრაქტი (თხევადი) | 150 მგ | 900 მგ
ბეგქონდარას ექსტრაქტი (მშრალი) | 25 მგ | 150 მგ

გამოყენება

პინი პლიუსის მცენარეული ბალზამი გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებითი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, როგორც ამოხველების ხელშემწყობი და ყელის ტკივილის შემამცირებელი საშუალება.

პინი პლიუსის ბალზამი

  • უზრუნველყოფს სასუნთქი სისტემის გაჯანსაღებას;
  • ამცირებს ყელის ტკივილს;
  • ამოსახველებელი საშუალებაა.

არ შეიცავს გლუტენს.

არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს.

პროდუქტს აქვს GMP სერტიფიკატი.

მიღების წესი და დოზირება

ბავშვები 4 წლიდან: 1/2 ჩაის კოვზი (2,5 მლ) დღეში ერთხელ.

ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-ჯერ დღეში.

პროდუქტის შენახვის დროს შესაძლებელია წარმოიქმნას ნალექი, რაც დამახასიათებელია ბუნებრივი მცენარეული პროდუქტებისთვის. ასეთ შემთხვევაში არ მცირდება პროდუქტის ხარისხი.

გამოყენების წინ საჭიროებს შენჯღრევას!

გამოყენების შეზღუდვები

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილს.

შენახვის წესი

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ბალზამი 120 მლ.

მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია.

მწარმოებელი კომპანია

JSC „Riga Farmaceitiska Fabrika,“ Ozolu iela 10, რიგა LV - 1005

შემომტანი : შპს „კორდექსი“ e-mail: [email protected]. 599 309730.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პინი პლუსი 120მლ სიროფი
  • სახელი: პინი პლუსი 120მლ სიროფი
Aversi 17.41 ლ
პინი პლუსის ბალზამი 120მლ
  • სახელი: პინი პლუსის ბალზამი 120მლ
Aversi 20.46 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა