ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
კოკლუსედალი ნურისონი (კოქუელუსედალი ინფანტი)
მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES ELERTE
მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
გამოშვების ფორმა: რექტალური სანთელი #10
შემადგენლობა: გრინდელი 10მგ, ჰელზემიუმი 5მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.
კლინიკო-თერაპიული ჯგუფი: ხველების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
ორი მცენარის საუკეთესო კომბინაცია ხველისა და ბრონქული სეკრეტის შესამცირებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კოკლუსედალი ნურისონი არის ერთადერთი ხველის საწინააღმდეგო რექტალური სანთელი, რომელიც გამოიყენება ჩვილებში 1 თვის ასაკიდან.გრინდელის და ჰელზემიუმის სინერგიული მოქმედებით მცირდება ლორწოს სეკრეცია სასუნთქ გზებში.
გრინდელის ახასიათებს ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.
ჰელზემიუმი მსუბუქი სედაციური მოქმედების შედეგად ავლენს დამამშვიდებელ ეფექტს.
ჩვენებები: მშრალი ან სველი ხველის სიმპტომური მკურნალობა ზემო სასუნთქი გზების ინფექციების და მწვავე ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ კოკლუსედალი ნურისონი თუ ახლო წარსულში აღინიშნებოდა ანალური ხვრელის ან სწორი ნაწლავის დაზიანება (გამოყენების გზასთან დაკავშირებული წინააღმდეგჩვენება).
სიფრთხილის ზომები: ცხელების ან სქელი, ჩირქოვანი ნახველის გამოვლენისას, ან ბრონქების/ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება:
**** გამოიყენება რექტალურად 1-2 სუპოზიტორია დღეში.
ნაჩვენებია 1 თვიდან 30 თვემდე ასაკის ბავშვებში.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
შესაძლო გვრდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს გამოყენების გზასთან დაკავშირებული ადგილობრივი ეფექტები.
შენახვის პიორბები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 250C მაღალ ტემპერატურაზე.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
49.68 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა