პექტოლოტი - Pektoloti
პექტოლოტი - Pektoloti

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

Pectolote
პექტოლოტი

შემადგენლობა და დოზები: ინგრედიენტები: შაქარი, ციდონიის ნაყოფის წვენი, მრავალძარღვას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, ფიჭვის კვირტების მშრალი ექსტრაქტი, ბეგქონდარას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, ტყის ფიჭვის ქერქის მშრალი ექსტრაქტი, მიხაკის კვირტების მშრალი ექსტრაქტი, ნატრიუმის ბენზოატი (კონსერვანტი).

რეკომენდირებული დღიური დოზა 1-4 წლამდე ბავშვებისათვის (7,5მლ): მრავალძარღვას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 500მგ; ფიჭვის კვირტების მშრალი ექსტრაქტი150მგ; ბეგქონდარას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 150მგ; ტყის ფიჭვის ქერქის მშრალი ექსტრაქტი 75მგ; მიხაკის კვირტების მშრალი ექსტრაქტი 15მგ.

რეკომენდირებული დღიური დოზა 4-12 წლამდე ბავშვებისათვის (15მლ): მრავალძარღვას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 1000მგ; ფიჭვის კვირტების მშრალი ექსტრაქტი 300მგ; ბეგქონდარას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 300მგ; ტყის ფიჭვის ქერქის მშრალი ექსტრაქტი 150მგ; მიხაკის კვირტების მშრალი ექსტრაქტი 30მგ.

რეკომენდირებული დღიური დოზა მოზარდებისთვის (30მლ): მრავალძარღვას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი: 2000მგ; ფიჭვის კვირტების მშრალი ექსტრაქტი: 600მგ; ბეგქონდარას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი: 600მგ; ტყის ფიჭვის ქერქის მშრალი ექსტრაქტი: 300მგ; მიხაკის კვირტების მშრალი ექსტრაქტი: 60მგ.

ჩვენებები: სასუნთქი გზების გამაჯანსაღებელი საშუალებაა. მის შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო მცენარეები (ფიჭვი, ბეგქონდარა) დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, ამშვიდებს და ამცირებს სასუნთქი გზების გაღიზიანებას, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ხველამ, ათავისუფლებს სასუნთქ გზებს დაგროვებული სეკრეტისაგან და ამსუბუქებს სუნთქვას.

გამოყენების წესი: ზუსტი დოზირებისათვის გამოიყენება მოცულობის დანაყოფების მქონე მზომი ჭიქა, რომელიც შეფუთვაშია მოთავსებული. გამოიყენება შიგნით მისაღებად მოზრდილებისათვის 10მლ 3-ჯერ დღეში, 4-12 წლამდე ბავშვებისთვის 5მლ 3 ჯერ დღეში, 1-4 წლამდე ბავშვებისთვის 2,5მლ დღეში ერთხელ. გამოყენების წინ საჭიროა შენჯღრევა.

უკუჩვენებები: შემადგენლი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა .(ალერგია) ორსულობის ან ლაქტაციის დროს-ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული საკვებში როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი, დაუშვებელია რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება, პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს ნალექს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (15-25C), პროდუქტი ვარგისია ბოთლის გახსნიდან 2 თვის მანძილზე.

მოცულობა: 100მლ.

მწარმოებელი: შპს „ლოტოს ფარმა”, ლატვია.

**შემადგენლობა: **

7.5 მლ-ის შემცველობა:
მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) მშრალი ექსტრაქტი - 500მგ.
ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.
ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.
ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 75მგ.
მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) მშრალი ექსტრაქტი - 15მგ.

**ფარმაკოლოგიური თვისებები: **პექტოლოტი ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობას, ათხიერებს ნახველს, აფართოებს ბრონქებს და ხელს უწყობს ნახველის ადვილად გამოდევნას.

სიროფი დამზადებულია კომშის წვენის ფუძეზე, რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს და მაკრო-მიკროელემენტებს (K,Ca, Mg,Na,P, Zn, Cu,Fe).

მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, სუსტად გამოხატული ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმურილებელი მოქმედება. არბილებს ლოწოვან გარსს, ხნის დისკომფორტს და გაღიზიანებას, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას.

ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას, მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის.

ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული მოქმედება. ბეგქონდარა შეიცავს ეთერზეთს, რომლის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს თიმოლი. ეს უკანასკნელი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ამოსახველებელი აგენტი - ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და სასუნთქი გზებიდან მის გამოთავისუფლებას.

ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris) ექსტარქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება. შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს (ოლიგომერული პროანთოციანიდების კომპლექსი), რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედის დაზიანებას.

მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური (წარმოადგენს ფლავანოიდების ერთერთ წყაროს) მოქმედება. ამსუბუქებს ტკივილს ,რომელიც გამოწვეულია მუდმივი ხველით. მიხაკის კვირტი ხსნის ქავილის შეგრძნებას, რომელიც დამახასიათებელია მშრალი ხველისთვის.

**ჩვენება:
** სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს ხველა.
მშრალი ხველა.
პროდუქტიული ხველა.
სპასტიური ხველა (ყივანახველა).
**გამოყენების წესი და დოზირება: **მიღებამდე შეანჯღრიეთ _!
_ 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში 2.5მლ. 3-ჯერ დღეში.
5 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 5მლ. 3-ჯერ დღეში.
12 წლის ზემოთ მოზარდებში და ზრდასრულებში 10მლ. 3-ჯერ დღეში.
**გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
**ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

**უკუჩვენება:
** მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
**ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: **მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე არ არსებობს. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული მითითებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენოთ სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას
**გამოშვების ფორმა:
** 100 მლ. სიროფი მინის ბოთლში, დოზირებულ ჭიქასთან ერთად.

**ვარგისიანობის ვადა:
** 2 წელი. სიროფის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.

**შენახვის პირობები:
** ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა