ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
აქვა მარის 10მლ ცხვირის წვეთები საბავშვო
შემადგენლობა
100 მლ ხსნარი შეიცავს 30 მლ ადრიატიკის ზღვის წყალს ნატურალური მიკროელემენტებით
და 70 მლ გასუფთავებულ წყალს.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
იონები:
Na - არანაკლებ 2.50 მგ/მლ;
Ca - არანაკლებ 0.08 მგ/მლ;
Mg2 - არანაკლებ 0.35 მგ/მლ;
Cl - არანაკლებ 5.50 მგ/მლ;
SO42 - არანაკლებ 0.60 მგ/მლ;
HCO3 - არანაკლებ 0.03 მგ/მლ;
აღწერილობა
უფერო გამჭვირვალე ხსნარი სუნის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სტერილიზებული იზოტონიური ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის
ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს
გათხელებას და მისი გამომუშავების ნორმალიზებას ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის
ბოკალისებურ უჯრედებში.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებენ ციმციმის
ეპითელიუმის ფუნქციას, ახდენენ ანთების საწინააღმდეგო, გამასუფთავებელ,
მასტიმულირებელ, აღმდგენ მოქმედებას ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ალერგიული და
ვაზომოტორული რინიტების დროს პრეპარატი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანადან
ალერგენების ჩამორეცხვასა და მოშორებას, ადგილობრივი ანთებითი პროცესის
შემცირებას.
ჰიგიენური მიზნებით გამოყენებული აქვა მარისი ხელს უწყობს ლორწოვანას
გასუფთავებას მასზე დალექილი ქუჩისა და ოთახის მტვერისაგან.
ჩვენებები
- ცხვირის ღრუს, დამატებითი სინუსებისა და ცხვირ-ხახის მწვავე და ქრონიკული
ანთებითი დაავადებები;
- ადენოიდები;
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი (ცხვირის ღრუს ოპერაციების შემდეგ);
- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც
მიდრეკილნი არიან ან აწუხებთ ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ,
მ.შ. ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში;
- ცხვირის ღრუს ინფექციის პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (მ.შ. ორსულ
ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში);
- ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე: ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის
ფიზიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნება შეცვლილ მკროკლიმატურ პირობებში – იმ
პირებში, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიცირებული ჰაერით და/ან
ცენტრალური გათბობით; ადამიანებში, რომელთა ზედა სასუნთქი გზების ლორწვანი გარსი
მუდმივად იმყოფება მავნე ზემოქმედების ქვეშ (მწეველები, ავტოტრანსპორტის
მძღოლები, ცხელ და მტვრიან საამქროებში მომუშავე ადამიანები, ასევე, რომლებიც
იმყოფებიან მკაცრი კლიმატური პირობების რეგიონებში).
მიღების წესები და დოზები
მკურნალობის მიზნით:
აქვა მარისი ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის:
- ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან: დღეში 4-ჯერ 2 წვეთი თითოეულ ნესტოში.
აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:
- 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 4-6-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- მოზრდილებში: დღეში 4-8-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ყველა შემთხვევაში მკურნალობის კურსი 2-4 კვირას შეადგენს (ექიმის
გადაწყვეტილების მიხედვით).
რეკომენდებულია ერთი თვის შემდეგ კურსის გამეორება.
ჰიგიენის მიზნით:
აქვა მარისი ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის:
- ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან ტუალეტი უნდა ჩატარდეს აქვა მარისის წვეთების
ჩაწვეთების სახით დღეში 2-3-ჯერ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში.
აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:
- 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 3-ჯერ ერთი-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 2-4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- მოზრდილებში: დღეში 3-6-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ბინძური გროვებისა და ცხვირიდან გამონადენის დარბილებისა და მოშორებისათვის:
- აქვა მარისი შეისხურება ან ჩაიწვეთება იმდენი, რამდენსაც მოითხოვს სიტუაცია,
ბამბის ან ცხვირსახოცის მეშვეობით გამოდენილი ზედმეტი სითხის მოწმენდით.
პროცედურა შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს მანამ, სანამ დამაბინძურებელი
ნაწილაკების გროვები წარმატებით არ დაბილდება და მოშორდება.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 1 წლამდე ბავშვთა ასაკი
(ნაზალური დოზირებული სპრეისათვის).
განსაკუთრებული მითითებები
ახალშობილებში, შუა ყურის ინფიცირების რისკის პრევენციის მიზნით, ცხვირის ღრუში
ხსნარი ჩაიწვეთება სიფრთხილით ფლაკონზე მინიმალური დაჭერით.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვინაიდან პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღნიშნული არ არის. დაიშვება სურდოს სამკურნალოდ
გამოყენებად სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ცხვირის სპრეი, დოზატორით, 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის
გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
ცხვირის წვეთები ბავშვებისთვის 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის
გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ინტენსიური სანაცია (გამორეცხვა)“
გამოშვების ფორმები:
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი
(საბავშვო). ინტენსიური სანაცია 50 მლ;
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი
(საბავშვო). ინტენსიური სანაცია 150 მლ;
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი.
ინტენსიური სანაცია 50 მლ;
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი.
ინტენსიური სანაცია 125 მლ;
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი.
ინტენსიური სანაცია 150 მლ;
შემადგენლობა: NaCl არანაკლებ 9 გ/ლ.
100 მლ შეიცავს:
ზღვის წყალი - 27,1 ± 3,0 მლ;
გასუფთავებული წყალი - 100 მლ-მდე.
ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ადრიატიკის ზღვის წყალი შეიცავს Cl-, Na+, SO42+, Mg2+, Ca2+, K+, HCO3-, Br- იონებს და მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია, სელენი, იოდი, რკინა, მანგანუმი და სხვ.
არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს.
აღწერილობა:
უმნიშვნელოდ მლაშე გემოს მქონე გამჭვირვალე, უფერო სითხე.
დანიშნულება:
პრეპარატი გამოიყენება ცხვირის ლორწოვან გარსზე დასატანად, მისი ეფექტური სანაციისა და გამონადენისგან გათავისუფლების მიზნით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლორწოვნ გარსზე დატანისას ზღვის წყლის იზოტონური ხსნარი უზრუნველყოფს მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას, ხელს უწყობს ლორწოს გათხელებასა და მისი გამომუშავების ნორმალიზაციას ლორწოვანი გარსის შემადგენელ ფიალისებურ უჯრედებში.
ხსნარის ნაკადი წნევის ქვეშ ზედმიწევნით რეცხავს ცხვირისა და ცხვირხახის ყველა ნაწილს და აქტიურად ათავისუფლებს მათ ჭარბი ლორწოს, ვირუსების, ბაქტერიების, უცხო სხეულების, მათ შორის ალერგენების, სქელი ექსუდატისგან (ქერქები).
ხსნარის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებს მოციმციმე
ეპითელიუმის ფუნქციას, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, გამწმენდი,
მასტიმულირებელი, აღმდგენი ეფექტით ცხვირის ღრუს ლორწოვანის მიმართ. ზღვის წყლის
სასარგებლო მიკროელემენტების ერთობლივი გავლენა პრეპარატის თერაპიულ ეფექტს
განაპირობებს;
ამცირებს ცხვირის ღრუსა და ცხვირხახის შეშუპებას;
ამცირებს ადგილობრივი გართულებების რისკს და აჩქარებს ოპერაციის შემდგომი
შეხორცების პროცესს ცხვირის ღრუსა და დანამატ წიაღებში (ადენოიდების, პოლიპების
ამოკვეთა, სეპტოპლასტიკა და სხვ.);
ზრდის ცხვირის ღრუში დასატანი სამკურნალო საშუალებების თერაპიულ ეფექტურობას
(სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები, ჰორმონები, საინჰალაციო
კორტიკოსტეროიდები, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვ.);
ამცირებს ადგილობრივი ნაზალური პრეპარატების საჭიროებას.
გამომფრქვევზე ზეწოლისას ხსნარი აეროზოლის სახით გამოიფრქვევა.
განსაკუთრებული „ანატომიური“ გამომფრქვევი მომრგვალებული აპლიკატორით მოსახერხებელია ახალშობილებში, მცირე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში გამოსაყენებლად. სპეციალური ღარიანი ზედაპირი შემზღუდველით იძლევა თანაბარი ინტენსივობის გამოფრქვევის შესაძლებლობას „შხაპის“ ტიპით, ჰერმენტული კავშირი გამომფრქვევთან, კი - ხელს უშლის ხსნარის გამოჟონვას. გამომფრქვევი სისტემა იმგვარად არის შექმნილი, რომ მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ეფექტური გამორეცხვა და ამასთან კომფორტული იყოს პაციენტებისთვის.
შეფუთვის თანამედროვე ტექნოლოგია ხელს უშლის პროპელენტის კონტაქტს ზღვის წყალთან. გარდა ამისა, ფლაკონის აგებულება უზრუნველყოფს პროდუქტის საიმედო დაცვას მიკრობიოლოგიური თვლსაზრისით; იძლევა ფლაკონში არსებული ნივთიერების სრულად გამოფრქვევის საშუალებას; უზრუნველყოფს მოხერხებულ გამოყენებას, რადგან მისი მოხმარება შესაძლებელია ნებისმიერ მდგომარეობაში.
წნევა პრეპარატ „აქვა მარისი ნორმი ინტენსიური სანაცია ფლაკონში აღწევს 8,0*105 პა, რაც ხელს უწყობს ცხვირის სავალების ეფექტურ გამორეცხვას მთელ სიგრძეზე.
წნევა პრეპარატ „აქვა მარისი ბეიბი ინტენსიური სანაცია ფლაკონში არ აღემატება 7,2*105 პა, რაც უზრუნველყოფს ჩვილის ცხვირის დელიკატურ გამორეცხვას „მსუბუქი შხაპის“ ეფექტით.
გამოყენების ჩვენებები:
ცხვირის ღრუს, ცხვირის დანამატი წიაღებისა და ცხვირხახის მწვავე და ქრონიკული
ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა (ინფექციური, ალერგიული):მწვავე და
ქრონიკული რინიტები
მწვავე და ქრონიკული სინუსიტები
მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტები
ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები
მრვი-ის (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების) კომპლექსური მკურნალობა
ყოველდღიური გამოყენება მრვი-ისა და გრიპის ეპიდემიის პერიოდში
ცხვირის ღრუს მოვლა:ცხვირის ღრუზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ
მიკროორგანიზმების, უცხო სხეულების, ალერგენების, მტვრის, მცენარეული მტვრის
ნაწილაკების მოცილება
ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მომზადება სამკურნალო საშუალებების დასატანად
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება
გამოყენების წესი:
ინტრანაზალურად (ცხვირში გამოსაყენებლად).
1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში რამდენჯერმე დღეში (2-6-ჯერ დღეში) და მეტჯერ, საჭიროების შემთხვევაში. კურსის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
გამოყენების ინსტრუქცია:
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი (საბავშვო). ინტენსიური სანაცია.
გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, 3 თვის ასაკიდან.
ცხვირის გამორეცხვა ადრეული ასაკის ბავშვებში ხდება მწოლიარე მდგომარეობაში.
შეაბრუნებინეთ ბავშვს თავი გვერდზე.
მოათავსეთ ფლაკონის გამომრქვევი ზემოთ მოქცეულ ცხვირის ნესტოში. აწარმოეთ
გამორეცხვა რამდენიმე წამის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ
პროცედურა.
გაიმეორეთ იგივე მეორე ნესტოში.
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი.
ინტენსიური სანაცია
გამოიყენება ბავშვებში, 6 თვის ასაკიდან და მოზრდილებში.
გადახარეთ თავი გვერდზე.
მოათავსეთ ფლაკონის გამომრქვევი ზემოთ მოქცეულ ცხვირის ნესტოში. აწარმოეთ
გამორეცხვა რამდენიმე წამის განმავლობაში.
მოიხოცეთ ცხვირი. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.
გაიმეორეთ იგივე მეორე ნესტოში.
პრეპარატი თავსებადია სურდოს სამკურნალო ნებისმიერ საშუალებასთან.
უკუჩვენებები:
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.
გავლენა რეაქციების სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას:
გავლენას არ ახდენს რეაქციების სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.
ორულობა და ლაქტაციის პერიოდი:
დასაშვებია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პეიოდში.
გვერდითი ეფექტები:
ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
50 მლ, 125 მლ ან 150 მლ ხსნარი წნევის ქვეშ მეტალის ფლაკონში. 1 ფლაკონი გამომფრქვევითა და პლასტმასის ხუფით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის ზომები:
ფლაკონი წნევის ქვეშ: სითბოს გავლენით შესაძლოა აფეთქდეს. არ გახვრიტოთ და არ დაწვათ, თუნდაც გამოყენების შემდეგ. შეინახეთ სითბოს წყაროსგან, ცხელი ზედაპირებისგან, ნაპერწკლისგან, ცეცხლის ალისგან ან აალების ნებისმიერი სხვა წყაროსგან მოშორებით. არ მოწიოთ მის სიახლოვეს. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. მოარიდეთ 50 ˚C-ზე მეტ ტემპერატურას.
შენახვის (ექსპლუატაციის) პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25±10 ˚C ტემპერატურის, 45-80% ტენიანობის, 84-106,7 კპა წნევის პირობებში.
უტილიზაცია:
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი (საბავშვო). ინტენსიური სანაცია არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე, ამიტომ, მისი განადგურება განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ საჭიროებს .
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა